ჯიპ- ტური სვანეთში
ფოტო: Alexey Komarov · CC BY-SA 4.0; Dmytro Balkhovitin · CC BY-SA 4.0; Florian Pinel · CC BY-SA 3.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
3 დღიანი ჯიპ- ტური სვანეთში
მარშრუტი: ქალაქი თბილისი – ქალაქი ქუთაისი – ქალაქი ზუგდიდი – ქალაქი მესტია – დაბა უშგული – ქალაქი ქუთაისი – ქალაქი მცხეთა – ქალაქი თბილისი
ტურის განრიგი:
დღე 1 – გამგზავრება მესტიის მიმართულებით – ენგურის ხეობა – ენგურის წყალსაცავი, პანორამული ხედები – თავისუფალი დრო – ღამისთევა მესტიაში კარვებში ;
სვანეთი ს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხეა, რომელიც გამორჩეულია ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების მრავალფეროვნებით. აქ კარგადაა შემონახული შუა საუკუნეების საერო, საკულტო და თავდაცვითი ნაგებობები, უძველესი ეკლესია-მონასტრები და სვანური კოშკები, რომლებიც დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე.ენგურჰესის ჰიდროტექნიკური ნაგებობა – გამორჩეული ტექნიკური და საინჟინრო ნაგებობების ურთულესი კომპლექსია, თაღოვან კაშხალს მინიჭებული აქვს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის ძეგლის სტატუსი. ცადატყორცნილ მთებს შორის აგებული რკინაბეტონის თაღოვანი კაშხალი მნახველზე გამაოგნებელ შთაბეჭდილებას ახდენს. ხაიში – სოფელი ხაიში ერთ-ერთი ულამაზესი ადგილია სვანეთში. აქ თავმოყრილია სვანეთისთვის დამახასიათებელი კოშკები, ეკლესია-მონასტრები და ულამაზესი ბუნება, რომელსაც აღტაცებაში მოჰყავს მნახველი.მესტია – მესტია ს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხეა, რომელიც გამორჩეულია ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების მრავალფეროვნებით. აქ კარგადაა შემონახული შუა საუკუნეების საერო, საკულტო და თავდაცვითი ნაგებობები, უძველესი ეკლესია-მონასტრები და სვანური კოშკები, რომლებიც დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე.
დღე 2 – გამგზავრება უშგულის მიმართულებით – უშგულის დათვალიერება –ღამისთევა უშგულში კარვებში ;
უშგული – უშგული სვანეთის ერთ–ერთი ულამაზესი ადგილია და შესულია იუნსკოს მსოფლიო კვლევათა სიაში. ეს არის ადგილი, სადაც 4 პატარა სოფელია გაერთიანებული. უშგული მდებარეობს ზღვის დონიდან 2 100 მეტრის სიმაღლეზე და ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დასახლებული ადგილია ევროპაში. უშგული ცნობილა საცხოვრებელი კოშკებით, რომლებსაც ჰქონდათ როგორც საცხოვრებელი, ასევე თავდაცვითი ფუნქცია. კოშკების სიმაღლე და ნაირგვარობა, კლდოვანი რელიეფი, მას ერთიან, შეუვალ ციხე-სიმაგრედ ხდის. უშგულში მრავალი ხუროთმოძღვრების ძეგლია, რომელთა შორისაც ბევრია ორიგინალური, მხოლოდ უშგულისთვის დამახასიათებელი, თვით სვანეთის ხუროთმოძღვრებისაგან განსხვავებული მოვლენები, რაც კიდევ უფრო საინტერესოს ხდის მას. უშგულის ხუროთმოძღვრული ძეგლები ძირითადად შუა საუკუნეებს განეკუთვნებიან. უშგული, როგორც მუზეუმი ღია ცის ქვეშ, ნაკრძალადაა გამოცხადებული.
დღე 3 – უშგულის დათვალიერება – გამომგზავრება თბილისი მიმართულებით;
ტურის სახეობა: ჯიპ ტური
მარშრუტი: ქალაქი თბილისი – ქალაქი ქუთაისი – ქალაქი ზუგდიდი – ქალაქი მესტია – დაბა უშგული – ქალაქი ქუთაისი – ქალაქი თბილისი
ხანგრძლივობა: 2 ღამე / 3დღე;
სატრანსპორტო საშუალება: Mitsubishi Delica
განთავსება: ჰოსტელი / კარავი;
· ტრანსპორტირება პროგრამის მიხედვით
· განთავსება – კარავში
· სალაშქრო ეკიპირება და აღჭურვილობა; (მოთხოვნის შემთხვევაში)
mail :
სვანეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური სვანეთში — ტრანსპორტი თბილისიდან ან ქუთაისიდან, ღამისთევა მესტიაში, გიდი და ჯიპი უშგულამდე; ზამთარში კი სასტუმრო და საბაგიროს ბილეთები. სამიდღიან ტურსაც მოვამზადებთ და ერთკვირიან სალაშქრო მარშრუტსაც, თქვენს თარიღებზე.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა ივლისიდან სექტემბრამდე: დღისით 20–25°, ღამით გრილა, ბილიკები ჩალაადის მყინვარამდე, კორულდის ტბებსა და უშგულამდე უთოვლოა. 28 აგვისტოს, მარიამობას, სოფლებში დღესასწაულებია.
ივნისში ხეობა მწვანეა, მაგრამ მაღლა ჯერ თოვლი დევს; ოქტომბერში ტყე ყვითლდება და ხალხი ნაკლებია.
დეკემბრიდან მარტამდე — თხილამური თეთნულდსა და ჰაწვალზე; ზუგდიდი–მესტიის გზაზე თოვლისა და ზვავის საფრთხის გამო ზოგჯერ მოძრაობას დროებით კეტავენ.
რა ვნახოთ
- მესტია — XI–XII საუკუნეების კოშკები, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი ხატებითა და ხელნაწერებით, მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი
- უშგული — ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მუდმივად დასახლებული სოფელი (დაახლოებით 2100 მ), კოშკები და ლამარიას ეკლესია შხარის ფონზე; მესტიიდან 45 კმ
- ჩალაადის მყინვარი — 2–3-საათიანი იოლი ბილიკი ტყით მყინვარის ენამდე, მესტიიდან 8 კმ-ში
- კორულდის ტბები — 2700 მ-ზე, უშბისა და თეთნულდის ხედით; ასვლა ფეხით ან ჯიპით ჯვრამდე
- თეთნულდი და ჰაწვალი — ორი სათხილამურო კურორტი მესტიასთან; ზაფხულში საბაგიროები ხედებისთვის მუშაობს
- ლატალი და ლენჯერი — სოფლები XI–XIII საუკუნეების მოხატული ეკლესიებით
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან მესტიამდე ქუთაისისა და ზუგდიდის გავლით 460 კმ-მდეა (8–9 საათი); შეიძლება ღამის მატარებლით ზუგდიდამდე და იქიდან მარშრუტკით 3 საათში. პირდაპირი მარშრუტკა დიდუბიდან გადის, ხოლო Vanilla Sky ნატახტრის აეროპორტიდან მესტიაში კვირაში რამდენჯერმე დაფრინავს — ფრენა ამინდზეა დამოკიდებული.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: ზუგდიდიდან მესტიამდე 130 კმ დაკლაკნილი, მაგრამ მოასფალტებული გზაა (დაახლოებით 3 საათი); მესტია–უშგულის გზა თითქმის მთლიანად ბეტონისაა, მცირე გრუნტის მონაკვეთებით.
სად დავრჩეთ: მესტიაში — სასტუმროები და გესტჰაუსები, უშგულსა და ბეჩოში — საოჯახო სახლები; ზამთარში ხალხი თეთნულდის ფერდობებთან ახლოს, მესტიაში ჩერდება.
რა წავიღოთ: სალაშქრო ფეხსაცმელი, თბილი ქურთუკი და საწვიმარი აგვისტოშიც; ნაღდი ფული — უშგულში ბანკომატი არ არის.
კავშირი: მესტიაში ინტერნეტი კარგია, ხეობებსა და ბილიკებზე სიგნალი ადგილ-ადგილ არ არის.