national delicacy

20 სექტემბერი, ვარძია-რაბათი.

  • ID: 1784
  • ნახვები: 21138
complogo
მოლაშქრეთა კლუბი ფენიქსი
დამატებითი ინფორმაცია

სანახავი ობიექტები, ვარძია , კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსი ისტორიულ ჯავახეთში. ასევე რაბათის ციხე : რაბათის ციხე მდებარეობს ახალციხეში, მდინარე ფოცხოვის მარცხენა ნაპირზე. ციხის ისტორია IX საუკუნიდან იწყება. XII – XIII საუკუნეში ციხე ჯაყელების რეზიდენციად იქცა, იგი აღადგინეს და გააფართოვეს. სწორედ ამ დროიდან ჩნდება ტოპონიმი “ახალციხე”. XVI საუკუნიდან სამცხეს ოსმალეთის იმპერია იპყრობს და იწყება რეგიონის ისლამიზაცია. კომპლექსში შემავალი მეჩეთიც და მედრესეც სწორედ ოსმალთა ბატონობის პერიოდს მიეკუთვნება. 1828 წელს ახალციხე რუსებმა აიღეს. რაბათის უბნის დიდი ნაწილი ბრძოლების შედეგად განადგურდა და შემდეგ ხელახლა აშენდა.

შეხვედრის დრო და ადგილი:
20 სექტემბერი, დილის 06:30 საათი. მეტრო რუსთაველი, მაკდონალდსის წინ.

ტურის საფასური: 35 ლარი

ღირებულებაში შედის: 
ტრანსპორტირება და გამყოლის  მომსახურება

ტურის სირთულე:  მარტივი

ამინდი: 
შედგება ყველანაირ ამინდში!!! 

საკვები: მიგვაქვს ყველას 1 დღის სამყოფი. 

რა წავიღოთ? 

არაერთჯერადი მოხმარების ჭურჭელი
სასურველია: პირადი აფთიაქი, ქუდი. სათვალე.


გასათვალისწინებელი პირობები:

არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამ/ნაბახუსევ მდგომარეობაში
არ ვიღებთ ალკოჰოლს სიარულისას/მარშირებისას
საკვებს მივირთმევთ ყველა ერთად(გარდა იმ შემთხვევისა, თუ ვინმე შეუძლოდ გახდა)
არ ვყრით ნაგავს!!!
არ მოგვყავთ შინაური ცხოველები/ფრინველები(არც გარეული)
არ ვსაუბრობთ პოლიტიკაზე!!!
არ ვბილწსიტყავობთ!
არ ვუხვევთ დაგეგმილ მარშრუტს საკუთარი ნება-სურვილით!
არ ვყოფთ ჯგუფს "კუტოკებად" !
ყველა ერთად ვქმნით მეგობრულ, თბილ იდილიას გუნდში და ვქმომედებთ გუნდურად! 
ვემორჩილებით ორგანიზატორს.
მოცემული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ორგანიზატორი იხსნის ყველანაირ პასუხისმგებლობას/ვალდებულებას მოლაშქრის წინაშე და ურჩი მოლაშქრე გაძევებული იქნება ბანაკიდან და ვეღარასდროს ვერცერთ ლაშქრობაში ვერ წამოვა........

წამოსვლის არასრულწლოვანმა მსურველმა უნდა თან იყოლიოს მშობელი შეკრების ადგილზე...

ჩაწერის ბოლო დღე პარასკევი, დღის 15:00 საათი

593 22 57 20 ჩემი მობილური , ლელა წიკლაური

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე ფასი შეთანხმებით
მოლაშქრეთა კლუბი ფენიქსი