national delicacy

გთავაზობთ დასვენებას ბორჯომის ხეობაში, სოფელ ტბაზე, რომელიც ბორჯომიდან 9, ხოლო ცემიდან 2 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს.

  • ID: 167
  • ნახვები: 45984
დამატებითი ინფორმაცია

სოფელი ტბა ბორჯომის ხეობაში, ბორჯომიდან 9, ხოლო კურორტ ცემიდან 2 კილომეტრის მოშორებით, ზღვის დონიდან 2250 მეტრში მდებარეობს. სოფლამდე მისასვლელი გზა ასფალტირებულია.

აქ მოძრაობენ ბორჯომისკენ მიმავალი სამარშრუტო ტაქსები და ავტობუსები, რაც ბორჯომში გადაადგილებას ამარტივებს. აგრეთვე ჩამოივლის ბორჯომი-ბაკურიანი-ბორჯომის მიმართულებით მოძრავი პატარა მატარებელი, რომელსაც სიყვარულით "კუკუშკას" ეძახიან. ბევრმა არც იცის, რომ ცემის ულამაზესი ხიდი, რომელსაც "კუკუშკა" გაივლის, ცნობილ არქიტექტორს, პარიზის ეიფელის კოშკის ავტორს ეკუთვნის.

სოფელ ტბის მიდამოებში შესაძლებელია ექსკურსიების მოწყობა და სხვადასხვა ხურპოთმოძღვრული ძეგლებისა თუ ულამაზესი ადგილების მონახულება. მაგალითად, სოფელთან ახლოს მდებარეობს დაბის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, სადგერის დედათა მონასტერი, მჟავე წყლები, ჩანჩქერი... 20-25 წუთის სავალ გზაზე ჩემოედინება მდინარე ბორჯომულა, სადაც ცხელ ამინდში ბანაობაც შესაძლებელია.

თუ თქვენ ზაფხულის გატარებას ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად აპირებთ, კურორტი ტბა სიამოვნებით გიმასპინძლებთ.

ერთი ადამიანისათვის ერთი ღამით თანამედროვე ტიპის საოჯახო სასტუმროში განთავსება+სამჯერადი კვება ღირს 45 ლარი; კვების გარეშე 25 ლარი.

დამატებითი ინფორმაციისათვის ან სასტუმროს დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ელექტრონული ფოსტის info@myweekend.ge მეშვეობით, ან ტელეფონის ნომრებზე 2 999 005 ან 577 98 08 79

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე ფასი შეთანხმებით