ფრინველებზე დაკვირვება ჯავახეთის ტბებზე
ფოტო: I kynitsky · CC BY-SA 4.0; Bernard Gagnon · CC BY 4.0; Jelger Groeneveld · CC BY 2.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
ეგზოტიკის მოყვარულებს ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ: ვისაც ნამდვილი ფლამინგოს ბუნებრივ გარემოში ხილვა გსურთ, შემოგვიერთდით, მივაშუროთ მადათაფას, კარწახის ტბას სადაც ავალთ ფრინველზე დაკვირვების კოშკურაზე, ჭოგრიტს მოვიმარჯვეთ და წყლის ზედაპირზე მოფარფატე ფრინველების ყურებით დავტკბით, ან სულაც, ფოტონადირობას გავმართავთ. მშვენიერ დღეს კი იქვე, ტბის ნაპირას გამართულ საპიკნიკე ტერიტორიაზე დავასრულებთ.
► ტურის ხანგრძლივობა: 1 დღე
■ ტრანსპორტირებას;
■ ჭოგრიტით აღჭურვა ჯგუფის;
■ გამყოლის მომსახურებას;
■ ფოტო გადაღებას.
► შეკრების დრო და ადგილი: 05:30 ვარდების მოედანი, ველოსიპედის ძეგლი, 06:00 გასვლა თბილისიდან;
რას მოვინახულებთ?
☑ ფოკის დედათა მონასტერს;
☑ მადათაპის ტბა - დილით ადრიანად პირველი ამ ტბას ვესტუმრებით რათა დავაკვიერდეთ ფრინველების გადაფრენას ^_^
☑ ბუღდაშენის ტბა - დურბინდის ტრიალით რომ დავიღლებით გამოვემგზავრებით ბუღდაშენი ტბის მოსანახულებლად;
☑ გორელოვკა - ესაა ჩვენი მომდევნო ობიექტი, მოვინახულებთ სოფელს და სოფლის მოსახლეობას - დუხობორებს;
☑ ხანჩალის ტბა - ერთ ერთი ულამაზესი ტბა ჯავახეთში;
☑ პიკნიკი ტბაზე;
☑ ნინოწმინდა;
☑ აი საღამოს კი რა უნდა ნახო თუ არა საღამოს ტბა - ულამაზესი და თვალწარმტაცი ტბა მთელს ამ ტერიტორიაზე;
22:00 დავბრუნდებით საოცარი ემოციებით აღსავსენი თბილისში.
► ფრინველების სახეობები:
ფლამინგო;
ფასკუნჯი;
ვარხვი;
_________________________________________________
აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია ტურზე!
სამცხე-ჯავახეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური სამცხე-ჯავახეთში ჩვეულებრივ ორდღიანია: ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი ვარძიასა და რაბათში, ღამისთევა ბორჯომში ან ახალციხეში. ზამთარში — ბაკურიანის პაკეტი სასტუმროთი; მარშრუტს და თარიღებს თქვენთან ერთად შევარჩევთ.
როდის წავიდეთ
ზაფხული და სექტემბერი საუკეთესოა: ბორჯომსა და ახალციხეში 25–28°-ია, ჯავახეთის ზეგანზე კი ღამით გრილა, 10–12°.
ოქტომბერში ბორჯომის ხეობის ტყეები ყვითლდება, ვარძიასთან ხალხი ნაკლებია.
ზამთარში ბაკურიანში სათხილამურო სეზონია (ჩვეულებრივ დეკემბრის ბოლოდან მარტამდე); ჯავახეთში ყინავს −15°-მდე და გზები შეიძლება მოყინული იყოს.
რა ვნახოთ
- ვარძია — XII საუკუნის კლდეში ნაკვეთი ქალაქი-მონასტერი თამარ მეფის დროიდან, ასობით გამოქვაბულით
- რაბათი — ახალციხის აღდგენილი ციხე, მეჩეთით, ეკლესიით და სამცხის მუზეუმით
- ბორჯომი — მინერალური წყაროების პარკი, რომანოვების სასახლე ლიკანში და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ბილიკები
- ბაკურიანი — სათხილამურო კურორტი ზამთარში, ზაფხულში — ფიჭვნარი და სუფთა ჰაერი 1700 მ-ზე
- საფარა — მონასტერი ტყიან ფერდობზე, ახალციხიდან დაახლოებით 12 კმ-ში
- ხერთვისი — ციხე ორი მდინარის შესაყართან, ვარძიის გზაზე
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან ბორჯომამდე დაახლოებით 160 კმ-ია (2–2,5 საათი), ახალციხემდე — 205 კმ (დაახლოებით 3 საათი), ვარძიამდე — 4 საათამდე. მარშრუტკები ბორჯომსა და ახალციხეში დიდუბის სადგურიდან გადის; ბორჯომიდან ბაკურიანამდე ვიწროლიანდაგიანი მატარებელი „კუკუშკა“ დადის.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან ხაშურამდე მაგისტრალით, შემდეგ ბორჯომისა და ახალციხის გავლით ვარძიამდე; ჯავახეთში თეთრიწყაროსა და წალკის გზითაც მიდიან.
სად დავრჩეთ: ბორჯომსა და ბაკურიანში — სასტუმროები და სანატორიუმები; ახალციხესა და ვარძიასთან — გესტჰაუსები და პატარა სასტუმროები.
რა წავიღოთ: თბილი ქურთუკი ზაფხულშიც, თუ ჯავახეთის ტბებზე მიდიხართ; ვარძიისთვის — მოხერხებული ფეხსაცმელი, კიბეები და გვირაბებია.
კავშირი: ქალაქებში ინტერნეტი კარგია, ზეგანზე და ხეობებში ზოგან სუსტდება.