ველოტური დავითგარეჯში
ფოტო: Diaoha · CC BY-SA 3.0; Yasuhiro Kojima · CC BY-SA 4.0; Diaoha · CC BY-SA 3.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
საკუთარი ველოსიპედით სარგებლობის შემთხვევაში
1. ველოსიპედებით უზრუნველყოფა
2.მიკროავტობუსით მომსახურება ( გასვლა და დაბრუნება თბილისში)
3.დამცავი აღჭურვიობა
4.გიდის ( ინსტრუქტორის ) მომსახურება
***ტურის აღწერა***
ტურის ხანგრძლივობა 1 დღე.
ველოსიპედით გასავლელი მანძილი 33 კმ.
გზის სირთულე: მარტივი ასფალტის გზა.ველო მარშრუტის დროს განსაზღვრულია 4 ( 15 წუთიანი ) შესვენება.
8:30_სთ თბილისიდან მივემგზავრებით მიკროავტობუსით კახეთის მიმართულებით.10:00_სთ საგარეჯოსთან დავითგარეჯის გადასახვევიდან ერთ კილომეტრში ათწუთიანი ინსტრუქტაჟის შემდგომ, წესების დაცვით, ველოსიპედებით ვიწყებთ მსვლელობას უდაბნოს მიმართულებით. დაახლოებით 2:30_სთ ვწყვეტთ დროებით ველომსვლელობას და დარჩენილ მანძილს გავივლით მიკროავტობუსით გარეჯამდე სადაც მოინახულებთ სამონასტრო კომპლექსს.უკანა გზაზე მოხდება შეთავაზება სოფელ უდაბნოდან საგარეჯომდე გზა გაიაროთ ისევ ველოსიპედებით რაც 33 კილომეტრიდან საერთო მანძილს გაზრდის 66 კილომეტრამდე, გათვალისწინებით ამინდიდან და ჯგუფის საერთო სურვილიდან გამომდინარე.
გასათვალისწინებელი პირობები წესები რომელსაც ვემორჩილებით:
1. სრულად ვითვალისწინებთ და ვემორჩლებით ისნტრუქტორის ( რჩევებს და ინსტრუქტაჯს ) წინააღმდეგ შემთხვევაში ვწყვეტთ მონაწილეობას!
2. არ ვუხვევთ დაგეგმილ მარშრუტს საკუთარი ნება-სურვილით!
3. საკვებს მივირთმევთ ყველა ერთად
4. წამოსვლისას არასრულწლოვანმა მსურველმა უნდა თან იყოლიოს მშობელი შეკრების ადგილზე, ხოლო სრულწლოვნებმა უნდა იქონიოდ პირადობის მოწმობა!
------------------------------------------------------------------
.ადგილების დაჯავშნა ხდება წინასწარ, თანხის სრულად გადახდის შემთხვევაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე!
გთხოვთ თანხის გადახდამდე გადვიკავშირდეთ.
ქვემო ქართლი — რა ტურებს გთავაზობთ
ქვემო ქართლში ტური ჩვეულებრივ ერთდღიანია: ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი და მარშრუტი დმანისი–ბოლნისი ან წალკა–დაშბაში; სურვილის შემთხვევაში ღამისთევას მანგლისში ან წალკაში დავამატებთ. თარიღი შეგვატყობინეთ და ჯგუფს ან ინდივიდუალურ გასვლას მოვაწყობთ.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა მაისი–ივნისი და სექტემბერი–ოქტომბერი: დაბლობში 20–26°, წალკისა და დმანისის ზეგანზე უფრო გრილა.
ივლისი–აგვისტოში მარნეულისა და ბოლნისის ველზე 33–35°-ია, ამიტომ სჯობს წალკის ზეგანი (1500 მ-მდე) და ალგეთის ტყეები — იქ ზაფხულშიც გრილა.
ზამთარში წალკასა და თეთრიწყაროს ზეგანზე ცივა და თოვლი დევს; ბოლნისი და დმანისი ამ დროსაც მისაწვდომია, მაგრამ დღე მოკლეა.
რა ვნახოთ
- დმანისი — შუა საუკუნეების ნაქალაქარი და არქეოლოგიური ძეგლი, სადაც 1,8 მილიონი წლის ჰომინიდების ნაშთები აღმოაჩინეს; ადგილზე მუზეუმი და ღია გათხრებია
- ბოლნისის სიონი — V საუკუნის ბაზილიკა, რომელსაც ქართული ასომთავრულის ერთ-ერთი უძველესი წარწერა ამშვენებს
- დაშბაშის კანიონი — წალკის მახლობლად, ჩანჩქერებით და „ბრილიანტის ხიდით“ — შუშის იატაკიანი ნაგებობით კანიონის თავზე
- ბირთვისის კანიონი — კლდოვანი ხეობა და შუა საუკუნეების ციხის ნაშთები; ბილიკი 2–3 საათისაა, თბილისიდან საათამდე სავალზე
- ალგეთის ეროვნული პარკი — ნაძვისა და სოჭის ტყე მანგლისის ზემოთ, ბილიკები და პიკნიკის ადგილები
- მანგლისი — ძველი კურორტი ფიჭვნარით და XI საუკუნის ტაძრით
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან რუსთავამდე 25 კმ-ია, ბოლნისამდე — დაახლოებით 60 კმ (1 საათი), დმანისამდე — 90 კმ-მდე (1,5 საათი), დაშბაშის კანიონამდე — 90–100 კმ (დაახლოებით 2 საათი). მარშრუტკები ბოლნისში, მარნეულსა და დმანისში ძირითადად სამგორისა და ორთაჭალის სადგურებიდან გადის, მანგლისსა და წალკაში — დიდუბიდან.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: რეგიონის ადგილების უმეტესობა თბილისიდან ერთდღიან გასვლაზეა; წალკისკენ — მანგლისისა და თეთრიწყაროს გზით, დმანისისა და ბოლნისისკენ — მარნეულის ტრასით.
სად დავრჩეთ: მანგლისსა და წალკაში — სასტუმროები და კოტეჯები, ბირთვისთან და ალგეთთან — საოჯახო გესტჰაუსები; თბილისთან სიახლოვის გამო ბევრი ღამისთევის გარეშე მიდის.
რა წავიღოთ: სალაშქრო ფეხსაცმელი კანიონებისთვის, ქუდი და წყალი ზაფხულში, თბილი ზედა წალკაზე.
კავშირი: მობილური ინტერნეტი ქალაქებსა და მთავარ გზებზე კარგად მუშაობს, კანიონებში ადგილ-ადგილ წყდება.