მარტი სვანეთის დღიანი ტური
ფოტო: Dmytro Balkhovitin · CC BY-SA 4.0; Florian Pinel · CC BY-SA 3.0; Florian Pinel · CC BY-SA 3.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
ხანგრძლივობა: 3 დღე / 2 ღამე
მარშრუტი: თბილისი - ზუგდიდი - მესტია - უშგული - თბილისი
ტურის სახე: სათავგადასავლო
სატრანსპორტო საშუალება: მიკრო ავტობუსი 20 ადგილიანი
• ტრანსპორტირება;
• გამყოლის მომსახურება;
• გიდის მომსახურება 2 დღის განმავლობაში;
• საოჯახო სასტუმროში განთავსება
კვებაზე ვზრუნავთ ინდივიდუალურად.
ტურის დეტალლური აღწერა:
I დღე
თბილისი - ზუგდიდი - ენგურის წყალსაცავი - ლატარი -მესტია
სანახავი ობიექტები:
დადიანების სასახლე;
მესტიის ეთნოგრაფიული მუზეუმი;
ხერგიანების მუზეუმი;
ჰაწვალი;
05:00 გასვლა თბილისიდან სვანეთის მიმართულებით
11:00 ზუგდიდის სასახლის მონახულება;
13:00 სადილი ენგურის წყალსაცავზე;
16:00 - 18:00 სოფელი ლატარი. მაცხოვრისა და მთავარანგელოზის ტაძრები სოფ. ლატალში. მესტიის ეთნოგრაფიული მუზეუმი, ხერგიანების მუზეუმი,ჰაწვალის მთა.
20:00 სასტუმროში, დაბინავება, თავისუფალი დრო
II დღე
მესტია - უშგული - მესტია
სანახავი ობიექტები:
სიყვარულის კოშკი;
უშგული;
უშგულის ეთნოგრაფიული მუზეუმი;
თამარ მეფის საზამთრო და საზაფხულო კოშკები;
ლამარიას ციხე კოშკი;
07:00 საუზმე (სურვილის შემთხვევაში იხდით )
08:00 გამგზავრება უშგულის მიმართულებით
10:00 სოფელი იფარი,სიყვარულის კოშკი;
12:00 უშგული;
16:00 სოფელი კალა;
19:00 დაბრუნება მესტიაში. დაბინავება სასტუმროში
ფეხით სავალი მონაკვეთი: უშგულში 600 მეტრი.
III დღე
ჰაწვალი - ქორულდის ტბები -ლატალი - ლენჯერი - თბილისი
07:00 სუზმე, ჩაბარგება;
08:00 გამგზავრება ჰაწვალის მიმართულებით;
15:00 გამომგზავრება თბილისის მიმართულებით
23:00 დაბრუნება თბილისში
გაითვალისწინეთ ქორულდის ტბებამდე მანძილი ფეხით 4 კილომეტრი ერთი გზა )სურვილის შემთხვევაში კაცი იხდის და აყევხართ ჯიპის ტიპის ავტომანქანას).
აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია ტურზე!
სვანეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური სვანეთში — ტრანსპორტი თბილისიდან ან ქუთაისიდან, ღამისთევა მესტიაში, გიდი და ჯიპი უშგულამდე; ზამთარში კი სასტუმრო და საბაგიროს ბილეთები. სამიდღიან ტურსაც მოვამზადებთ და ერთკვირიან სალაშქრო მარშრუტსაც, თქვენს თარიღებზე.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა ივლისიდან სექტემბრამდე: დღისით 20–25°, ღამით გრილა, ბილიკები ჩალაადის მყინვარამდე, კორულდის ტბებსა და უშგულამდე უთოვლოა. 28 აგვისტოს, მარიამობას, სოფლებში დღესასწაულებია.
ივნისში ხეობა მწვანეა, მაგრამ მაღლა ჯერ თოვლი დევს; ოქტომბერში ტყე ყვითლდება და ხალხი ნაკლებია.
დეკემბრიდან მარტამდე — თხილამური თეთნულდსა და ჰაწვალზე; ზუგდიდი–მესტიის გზაზე თოვლისა და ზვავის საფრთხის გამო ზოგჯერ მოძრაობას დროებით კეტავენ.
რა ვნახოთ
- მესტია — XI–XII საუკუნეების კოშკები, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი ხატებითა და ხელნაწერებით, მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი
- უშგული — ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მუდმივად დასახლებული სოფელი (დაახლოებით 2100 მ), კოშკები და ლამარიას ეკლესია შხარის ფონზე; მესტიიდან 45 კმ
- ჩალაადის მყინვარი — 2–3-საათიანი იოლი ბილიკი ტყით მყინვარის ენამდე, მესტიიდან 8 კმ-ში
- კორულდის ტბები — 2700 მ-ზე, უშბისა და თეთნულდის ხედით; ასვლა ფეხით ან ჯიპით ჯვრამდე
- თეთნულდი და ჰაწვალი — ორი სათხილამურო კურორტი მესტიასთან; ზაფხულში საბაგიროები ხედებისთვის მუშაობს
- ლატალი და ლენჯერი — სოფლები XI–XIII საუკუნეების მოხატული ეკლესიებით
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან მესტიამდე ქუთაისისა და ზუგდიდის გავლით 460 კმ-მდეა (8–9 საათი); შეიძლება ღამის მატარებლით ზუგდიდამდე და იქიდან მარშრუტკით 3 საათში. პირდაპირი მარშრუტკა დიდუბიდან გადის, ხოლო Vanilla Sky ნატახტრის აეროპორტიდან მესტიაში კვირაში რამდენჯერმე დაფრინავს — ფრენა ამინდზეა დამოკიდებული.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: ზუგდიდიდან მესტიამდე 130 კმ დაკლაკნილი, მაგრამ მოასფალტებული გზაა (დაახლოებით 3 საათი); მესტია–უშგულის გზა თითქმის მთლიანად ბეტონისაა, მცირე გრუნტის მონაკვეთებით.
სად დავრჩეთ: მესტიაში — სასტუმროები და გესტჰაუსები, უშგულსა და ბეჩოში — საოჯახო სახლები; ზამთარში ხალხი თეთნულდის ფერდობებთან ახლოს, მესტიაში ჩერდება.
რა წავიღოთ: სალაშქრო ფეხსაცმელი, თბილი ქურთუკი და საწვიმარი აგვისტოშიც; ნაღდი ფული — უშგულში ბანკომატი არ არის.
კავშირი: მესტიაში ინტერნეტი კარგია, ხეობებსა და ბილიკებზე სიგნალი ადგილ-ადგილ არ არის.