national delicacy

რაბათი-ვარძია! (სათავგადასავლო-ფოტო ტური)

  • ID: 14901
  • ნახვები: 15776
დამატებითი ინფორმაცია

მოგზაურობის მწვანე სეზონი გახსნილად გამოგვიცხადებია !
8 მარტს, ტური რაბათი-ვარძიაში!
1.მივემგზავრებით საქართველოს ისტორიულ რეგიონში, სამცხე-ჯავახეთში. პირველ რიგში მოვინახულებთ განახლებულ რაბათის ციხე-სიმაგრეს. რაბათის კომპლექსი მე–9 საუკუნით თარიღდება და შვიდ ჰექტარ ფართობზე გაშენებული რომელიც მოიცავს ჯაყელების რეზიდენციას, ციხესიმაგრეს, უძველესი ქარვასლების ნანგრევებს, მუზეუმს, ბერძნულ, სომხურ და კათოლიკურ ეკლესიებს. აქვე მდებარეობს მეჩეთიც. მისი არქიტექტურული მრავალფეროვნება სხვადასხვა დამპყრობლებისა და იმდროინდელი ცივილიზაციების დიდ გავლენაზე მეტყველებს.
2. ვარძია, კლდეში ნაკვეთი სამონასტრო ანსამბლი, XII - XIII საუკუნეების ქართული მხატვრული კულტურის ძეგლი. სამონასტრო კომპლექსი ძირითადად 1156-1203 წლებში იქმნებოდა. დასახლება 1185 წლის 15 აგვისტოს თამარის მეფობის ხანაში (1184-1213) აკურთხეს. სამეფო მონასტერი დიდ როლს თამაშობდა ქვეყნის პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში. ვარძიის სამონასტრო კომპლექსი გამოკვეთილია ერუშეთის მთის კალთაზე ტუფბრექიჩიების შერეულ კლდეში (სიგრძე 500 მ-მდე), განლაგებულია ცამეტ სართულად. შედგება ისტორიულად ჩამოყალიბებული 2 ნაწილისაგან - ვარძიის მონასტრისა და უფრო ადრინდელი ხანის (X-XII საუკუნეები) კლდის სოფლის ანანურისაგან. მონასტერში 120 საცხოვრებელი კომპლექსის 420 სათავსოა, მ. შ. 25 მარანი 185 ქვევრით.

სატრანსპორტო საშუალება-მიკრო ავტობუსი

ტურში შედის გიდის მომსახურება, ფოტო მომსახურება.

ტურის ფასი:25 ლარი

ფასში არ შედის რაბათის კომპლექსში შესასვლელი ბილეთის ფასი-5 ლარი.
სტუდენტებისთვის ფასი შეადგენს 1.5 ლარს.
ვარძიის კომპლექსში შესასვლელი ბილეთის ფასი-3 ლარი
სტუდენტებისთვის ფასი შეადგენს 1 ლარს.

შეკრების ადგილი და დრო - სპორტის სასახლე, 07:30.

სავალდებულოა წინასწარ ჩაწერა, რის შემდეგაც მოგაწვდით თანხის ჩასარიცხად რეკვიზიტებს: 568323366 ლიკა.

https://www.facebook.com/events/1670987433167946/

 

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე25.00