national delicacy

რეგულარული ჯგუფური ტურები საქართველოსა და სომხეთში

  • ID: 14532
  • ნახვები: 11665
complogo
Cool Travel
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 05/02/16
    დაბრუნება
    • 27/11/16
დამატებითი ინფორმაცია

10 დღიანი ტურის ფასი სამადგილიან ნომერში განთავსებით: $830 ერთ პერსონაზე; 
10 დღიანი ტურის ფასი ორადგილიან ნომერში განთავსებით: $940 ერთ პერსონაზე; 
10 დღიანი ტურის ფასი ერთადგილიან ნომერში განთავსებით: $1290 ერთ პერსონაზე; 

ხანგრძლივობა: 10 დღე / 9 ღამე;
თარიღები: ყოველ კვირას 2016 წლის 5 თებერვლიდან 27 ნოემბრამდე;
როგორ შევუერთდეთ ჯგუფს: თქვენი ჩამოსვლის/გამგზავრების ადგილი შეიძლება იყოს თბილისი ან ერევანი*; ჩამოფრენის დრო: პარასკევი ან შაბათი და გაფრენის დრო: კვირა.
ტურის მარშუტი:

პარასკევი - ჩამოსვლა
დახვედრა თბილისის ან ერევნის აეროპორტში და ერევნის სასტუმროში ტრანსფერი.

შაბათი - ერევნის ტური
12:00 - მოვინახულებთ დედა-სომხეთის მონუმენტს საიდანაც იშლება შესანიშნავი ხედები არარატის მთაზე და შეგიძლიათ დატკბეთ ცენტრალური ერევნის პანორამით. ვაგრძელებთ ექსკურსიას მატენადარანის უძველესი მონუსკრიპტების ინსტიტუტში. ვათვალიერებთ კასკადის კომპლექსს, ოპერის სახლს, ჩრდილოეთ პროსპექტი და რესპუბლიკის მოედანი. მოვინახულოთ სასომხეთის გენოციდის მემორიალი. ღამისთევა ერევანში.

კვირა - ეჩმიაძინი და ზვარტნოცი
09:00 - გამგზავრება ეჩმიაძინში, სასომხეთის სამოციქულო ეკლესიის სულიერ და ადმინისტრაციულ ცენტრში. მოვინახულებთ წმინდა ჰრიპსიმესა და გაიანეს სახელობის ტაძრებს. ვაგრძელებთ ექსკურსიას ეჩმიაძინის ძირითად საკათედრო ტაძარში სადაც დავესწრებით წმინდა ლიტურგიას (კვირაობით). გზას ვაგრძელებთ ერევნისკენ მე-7 საუკუნის ზვარტნოცის სასახლის გავლით. ვათვალიერებთ „ვერნისაჟს“ და ხილის ბაზრობა „შოუკა“-ს, სადაც შეგვიძლია შევიძინოთ სუვენირები და საჩუქრები.

ორშაბათი - ხორ ვირაპი და ნორავანქი 
09:00 - გამგზავრება ხორ ვირაპის მონასტერში, სადაც არარატის მთა გვევლინება სულისშემკვრელი სიდიდითა და ბრწყინვალებით. ვაგრძელებთ გზას შუა საუკუნეების სომხური არქიტექტურის შედევრის ნორავანქის (მე-14 ს) მოსანახულებლად. არენ-ში შევჩერდებით ადგილობრივ ღვინის ქარხანაში დეგუსტაციისათვის. ვბრუნდებით ერევანში. ღამისთევა ერევანში.

სამშაბათი - გარნი, გეგარდი და სევანი
08:00 - გამგზავრება სასომხეთის უძველესი გადარჩენილი შენობის, 1-ლი საუკუნის გარნის სასახლის დასათვალიერებლად. მოვინახულებთ მე-13 საუკუნის გამოქვაბულ-მონასტერს გეგარდს. მივემართებით სევანის ტბისკენ. გზად მოვინახულებთ სევანავანკის მონასტერს. ვაგრძელებთ გზას დილიჟანისკენ, რომელიც ცნობილია თავისი მომნუსხველი ბუნებითა და არაორდინალური არქიტექტურით. ვეწვევით ძველი დილიჟანის ისტორიულ შენობას. მივემგზავრებით ალავერდში. მოვინახულებთ ჰაგპატის მონასტერს და ვაგრძელებთ ექსკურსიას თბილისში. განთავსება თბილისის სასტუმროში.

ოთხშაბათი - კავკასიონის ქედი 
09:00 - ვსტუმრობთ ანანურის ციხე-სიმაგრეს, ალპურ სათხილამურო კურორტ გუდაურსა და ჩავდივართ სტეფანწმინდაში, ფეხით ავდივარათ გერგეთზე, სადაც მთიდან იშლება მშვენიერი ხედი მყინვარწვერზე. დაბრუნება თბილისში.

ხუთშაბათი - მცხეთა და გორი 
09:00 - ქალაქი მცხეთა: ისტორიული და არქიტექტორული კომპლექსი ჯვარი, სვეტიცხოვლის ტაძარი, სამთავროს მონასტერი. ვაგრძელებთ სტუმრობას უფლისციხეში და სტალინის სახლ-მუზეუმში. ვბრუნდებით თბილისში.

პარასკევი - ქუთაისის ტური 
09:00 - გამგზავრება თბილისის სასტუროდან საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქ ქუთაისში. ექსკურსია ძველ ქალაქში, ვსტუმრობთ ბაგრატის ტაძარს, გელათის ისტორიულ-არქიტექტურულ კომპლექსს და მოწამეთას მონასტერს. დაბინავება ქუთისის სასტუმროში.

შაბათი - ოკაცის კანიონი
09:00 - გამგზავრება სოფელ გორდიში ოკაცის კანიონების ბუნებრივი ძეგლის მოსანახულებლად. რომელიც წარმოადგენს ღრმა და ვიწრო ხევს მდინარე ოკაცეს ხეობაში. კანიონის გასწვრივ შეიძლება ვიპოვოთ რამოდენიმე ჩანჩქერი. გამგზავრება და დაბინავება თბილისში (სტუმრები, რომლებიც მიემგზავრებიან კვირას ქუთაისის აეროპორტიდან,კიდევ ერთი ღამით დარჩებიან ქუთაისის სასტუმროში აეროპორტის ტრანსფერამდე).

კვირა - გამგზავრება 
ტრანსფერი აეროპორტში.

10 დღიანი ტურის ფასი სამადგილიან ნომერში განთავსებით: $830 ერთ პერსონაზე;
10 დღიანი ტურის ფასი ორადგილიან ნომერში განთავსებით: $940 ერთ პერსონაზე;
10 დღიანი ტურის ფასი ერთადგილიან ნომერში განთავსებით: $1290 ერთ პერსონაზე;

ტურის ფასი მოიცავს:
- აეროპორტში დახვედრას და გაცილებას;*
- ყველა ექსკურსიას;
- 9 ღამე ტურისტული სტანდარტების სასტუმროებში საუზმით;
- მუზეუმების ბილეთებს;
- ღვინის დეგუსტაცია;
- გიდის მომსახურებას (ინგლისური ან რუსულენოვანი).

*გამგზავრება ერევნის აეროპორტიდან - სტუმრები, რომლებიც მიფრინავენ ერევნის აეროპორტიდან, იხდიან დამატებით $50-ს ერთ ადამიანზე თბილისიდან ტრანსფერისთვის.

 

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე2 411.00
Cool Travel
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 05/02/16
    დაბრუნება
    • 27/11/16