რეგულარული ჯგუფური ტურები საქართველოში
ფოტო: Marcin Konsek · CC BY-SA 4.0; Marcin Konsek · CC BY-SA 4.0; Marcin Konsek · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
ხანგრძლივობა: 8 დღე / 7 ღამე;
ხელმისაწვდომობა: ყოველი ტური გარანტირებულია;
როგორ შევუერთდეთ ჯგუფს: თქვენი ჩამოსვლის/გამგზავრების ადგილი შეიძლება იყოს ქუთაისის ან თბილისის აეროპორტში;
კვირა - ჩამოსვლა
შეხვედრა აეროპორტში და ტრანსფერი თბილისის სასტუმროში;
ორშაბათი - ძველი თბილისის საფეხმავლო ტური
10:00 - ექსკურსია იწყება მეტროს სადგურ ავლაბართან.
მოვინახულებთ სამების საკათედრო ტაძარს და მეტეხის ეკლესიისა და ხიდის გავლით ვაგრძელებთ ტურს გოგირდოვანი წყლებით სახელგანთქმულ აბანოთუბანში.
ექსკურსია გრძელდება ნარიყალას ციხეზე, სადაც მოვხვდებით საბაგირო გზით, გასეირნება შარდენის ქუჩაზე, სადაც უამრავი სუვენირების და საჩუქრების მაღაზიაა.
ჩვენ მოვინახულებთ ქალაქის ყველაზე მნიშვნელოვან სანახაობებს: სიონის საკათედრო ტაძარს და ანჩისხატის ბაზილიკას; შემდგომ,
თავისუფლების მოედნის გავლით გავისეირნებთ ქალაქის ყველაზე მთავარ რუსთაველის ქუჩაზე, სადაც მოგვეცემა საშუალება თვალი შევავლოთ
პარლამენტის შენობას და ტურს ვასრულებთ ქაშუეთის ეკლესიის მონახულებით.
სამშაბათი - კახეთი, ღვინის სამშობლო
09:00 ვიწყებთ მარშუტს განახლებულ ქალაქ სიღნაღისა და ბოდბის მონასტრის მონახულებით. მივემგზავრებით თელავისკენ,
გზად შევივლით წინანდალში - ღვინის დეგუსტაცია და ექსკურსია ჭავჭავაძის მუზეუმსა და ღვინის მარანში. თელავის ბაზარზე მცირე გასეირნების
შემდეგ ვაგრძელებთ გზას: მოვინახულებთ ცნობილ ალავერდის საკათედრო ტაძარს, იყალთოს აკადემიასა და შუამთის მონასტრის კომპლექსს.
ვბრუნდებით თბილისში გომბორის უღელტეხილზე გამავალი გზით.
ოთხშაბათი - კავკასიონის ქედი
09:00 - ვსტუმრობთ ანანურის ციხე-სიმაგრეს, ალპურ სათხილამურო კურორტ გუდაურსა და ჩავდივართ სტეფანწმინდაში, ფეხით ავდივარათ გერგეთზე,
სადაც მთიდან იშლება მშვენიერი ხედი მყინვარწვერზე. დაბრუნება თბილისში.
ხუთშაბათი - მცხეთა და გორი
09:00 - ქალაქი მცხეთა: ისტორიული და არქიტექტორული კომპლექსი ჯვარი, სვეტიცხოვლის ტაძარი, სამთავროს მონასტერი.
ვაგრძელებთ სტუმრობას უფლისციხეში და სტალინის სახლ-მუზეუმში. ვბრუნდებით თბილისში.
პარასკევი - ქუთაისის ტური
09:00 - გამგზავრება თბილისის სასტუროდან ს სიდიდით მეორე ქალაქ ქუთაისში. ექსკურსია ძველ ქალაქში,
ვსტუმრობთ ბაგრატის ტაძარს, გელათის ისტორიულ-არქიტექტურულ კომპლექსს და მოწამეთას მონასტერს. დაბინავება ქუთისის სასტუმროში.
შაბათი - ოკაცის კანიონი
09:00 - გამგზავრება სოფელ გორდიში ოკაცის კანიონების ბუნებრივი ძეგლის მოსანახულებლად.
რომელიც წარმოადგენს ღრმა და ვიწრო ხევს მდინარე ოკაცეს ხეობაში. კანიონის გასწვრივ შეიძლება ვიპოვოთ რამოდენიმე ჩანჩქერი.
გამგზავრება და დაბინავება თბილისში (სტუმრები რომლებსაც უწევთ ქუთაისის აეროპორტიდან გაფრენა დარჩებიან ქუთაისის სასტუმროში კიდევ ერთი ღამით).
კვირა - გამგზავრება
ტრანსფერი აეროპორტში.
ტურის ფასი მოიცავს:
- აეროპორტში დახვედრას და გაცილებას;*
- ყველა ექსკურსიას;
- 7 ღამე ტურისტული სტანდარტების სასტუმროებში;
- საუზმეს სასტუმროებში;
- მუზეუმების ბილეთებს;
- საბაგირო გზის ბილეთს;
- გიდის მომსახურებასდ (ინგლისური ან რუსულენოვანი).
*ჩამოსვლა ქუთაისის აეროპორტში - თბილისში გამგზავრების დამატებითი საფასურია: .
დამატებითი პირობები:
თბილისი — რა ტურებს გთავაზობთ
თბილისში გთავაზობთ ექსკურსიას გიდით ძველ ქალაქში, აბანოთუბანში და ნარიყალაზე, ასევე შაბათ-კვირის პაკეტს სასტუმროთი რეგიონიდან ჩამოსულთათვის. თუ გინდათ, ერთდღიან გასვლას მცხეთაში ან კახეთში დაგიმატებთ — ყველაფერს თქვენს დღეებზე მოვარგებთ.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა აპრილი–მაისი და სექტემბერი–ოქტომბერი: 18–25°, ძველ ქალაქსა და მთაწმინდაზე ფეხით სიარული სასიამოვნოა. ოქტომბერში თბილისობა იმართება — ქუჩის ფესტივალი ახალი ღვინითა და მწვადით.
ივლისი–აგვისტო: 33–38°, ასფალტი ცხელა; დღისით სჯობს მუზეუმები და საღამოს გასეირნება, ან კუს ტბა და თბილისის ზღვა.
ზამთარი რბილია, იშვიათად თოვს; დეკემბერში რუსთაველზე და ქალაქის ცენტრში საახალწლო ბაზრობები იმართება.
რა ვნახოთ
- ძველი თბილისი და აბანოთუბანი — გოგირდის აბანოები აგურის გუმბათებით, ლეღვთახევის ჩანჩქერი და მეიდანი
- ნარიყალა — IV საუკუნიდან ცნობილი ციხე, რიყის პარკიდან საბაგიროთი ადიხართ; იქვე ქართლის დედა და ბოტანიკური ბაღი
- მთაწმინდა — ფუნიკულიორი, გასართობი პარკი და ქალაქის საუკეთესო ხედი; ქვემოთ მამადავითის ეკლესია და პანთეონი
- რუსთაველის გამზირი — ოპერა, პარლამენტი და ეროვნული მუზეუმი კოლხური ოქრომჭედლობის კოლექციით
- სოლოლაკი — XIX საუკუნის სახლები მოხატული სადარბაზოებით, ხის აივნები და შიდა ეზოები
- მშრალი ხიდის ბაზრობა — ძველი ნივთები, საბჭოთა სუვენირები და ნახატები; ყველაზე ხალხმრავალია შაბათ-კვირას
როგორ მივიდეთ
ბათუმიდან Stadler-ის მატარებლით დაახლოებით 5 საათია, მანქანით რიკოთის ახალი გზით — 360 კმ-მდე და 5 საათამდე; ქუთაისიდან 230 კმ (3 საათამდე). თბილისის აეროპორტი ცენტრიდან 17 კმ-შია: ავტობუსით 337 დაახლოებით 40–60 წუთი, ტაქსით — 20–30 წუთი.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: მეტროს ორი ხაზი, ავტობუსები და მიკროავტობუსები ერთი ბარათით (Metromoney) ან საბანკო ბარათით; ტაქსის გამოძახება აპლიკაციით იაფია.
სად დავრჩეთ: ძველი თბილისი, სოლოლაკი და ვერა — ფეხით სავალ მანძილზე ყველაფერთან; ვაკე უფრო მშვიდია.
რა წავიღოთ: კომფორტული ფეხსაცმელი — ძველ ქალაქში დაღმართები და ქვაფენილია; ზაფხულში წყალი და ქუდი.
კავშირი: ინტერნეტი ყველგან კარგად მუშაობს, კაფეების უმეტესობაში უფასო Wi-Fi-ა.