შეხვდით ლამპარობის დღესასწაულს სვანეთში !
ფოტო: Florian Pinel · CC BY-SA 3.0; Arian Zwegers from Brussels, Belgium · CC BY 2.0; Werderfan10b · CC BY-SA 3.0 de · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
შეხვდით ლამპარობის დღესასწაულს სვანეთში !
( მესტიაში)
1- დრე
გასვლა თბილისიდან კომფორტული Mitsubishi Delica-ს ჯიპით მესტიის მიმართულებით 07:30 საათზე, გზად ვნახავთ ენგურჰესის წყალსატევს, შევჩერდებით რამოდენიმე ადგილას ასვე დავაგემოვნებთ უგემრიელეს სვანურ კუბდარს.
19:00 საათზე ჩასვლა მესტიაში, დავბინავდებით საოჯახო სასტუმროში Guest-House, ვისადილებთ და დავაგემოვნებთ სვანურ კერძებს, საღამოს გავისეირნებთ მესტიაში და დავათვალიერებთ ღამის მესტიას.
2 დღე
დილის საზუმე, მოვინახულებთ სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმს. ტრანსფერი საბაგიროსთან და თავისუფალი დრო სასრიალოდ. საღამოს ვახშამი სასტუმროში, დასვენება, გართობა.
3 დღე
დილის საუზმე , ტრანსფერი საბაგიროსთან და თავისუფალი დრო სასრიალოდ, დაბრუნება სასტუმროში და გამომგზავრება თბილისისკენ.
ჯიპ-ტურში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობა უნდა შეადგენდეს მინიმუმ 7 კაცს მაქსიმუმ 14 კაცი
ტური არ შედგება იმ შემთხვევაში თუ არ შეგროვდა მინიმუმ 7კაცი. ტურში ჩაწერის მსურველებმა წინასწარ უნდა ჩარიცხონ კომპანიის ანგარიშზე აღნიშნული თანხა და წარმოადგინონ ქვითარი (ტურის არ შედგენის შემთხვევაში თანხა უკან დაბრუნდება)
მიმდინარეობს ტურის შევსება:
მობ/viber
-ტრანსპორტირება კომფორტული მაღალი გამავლობის4/4 Mitsubishi Delica-ით
- საოჯახო სასტუმრო
-ორჯერადი კვება
-გამყოლი გიდი
-ფოტოგადაღება
ტურში არ შედის:
საბაგიროს თანხა და თხილამურები და მუზეუმის გადასახადი.
გასვლის ხანგრძლივობა: 2 დღე. მესამე დღეს დაბრუნება
აუცილებლი მოთხოვნა:
ფეხზე: ზამთრის თბილი ფეხსაცმელი, წყალგაუმტარი, მაღალყელიანი ან ბოტი.
ტანზე: საზამთროდ ანუ თბილად (თბილი ქუდი ხელთათმანები)
გზად შეგიძლიათ წამოიღოთ თერმოსით ყავა.
არ შეიძლება შეკრების ადგილზე ნასვამ მდგომარეობაში მოსვლა;
მის დოლიძის N 41
Viber:
სვანეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური სვანეთში — ტრანსპორტი თბილისიდან ან ქუთაისიდან, ღამისთევა მესტიაში, გიდი და ჯიპი უშგულამდე; ზამთარში კი სასტუმრო და საბაგიროს ბილეთები. სამიდღიან ტურსაც მოვამზადებთ და ერთკვირიან სალაშქრო მარშრუტსაც, თქვენს თარიღებზე.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა ივლისიდან სექტემბრამდე: დღისით 20–25°, ღამით გრილა, ბილიკები ჩალაადის მყინვარამდე, კორულდის ტბებსა და უშგულამდე უთოვლოა. 28 აგვისტოს, მარიამობას, სოფლებში დღესასწაულებია.
ივნისში ხეობა მწვანეა, მაგრამ მაღლა ჯერ თოვლი დევს; ოქტომბერში ტყე ყვითლდება და ხალხი ნაკლებია.
დეკემბრიდან მარტამდე — თხილამური თეთნულდსა და ჰაწვალზე; ზუგდიდი–მესტიის გზაზე თოვლისა და ზვავის საფრთხის გამო ზოგჯერ მოძრაობას დროებით კეტავენ.
რა ვნახოთ
- მესტია — XI–XII საუკუნეების კოშკები, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი ხატებითა და ხელნაწერებით, მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი
- უშგული — ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მუდმივად დასახლებული სოფელი (დაახლოებით 2100 მ), კოშკები და ლამარიას ეკლესია შხარის ფონზე; მესტიიდან 45 კმ
- ჩალაადის მყინვარი — 2–3-საათიანი იოლი ბილიკი ტყით მყინვარის ენამდე, მესტიიდან 8 კმ-ში
- კორულდის ტბები — 2700 მ-ზე, უშბისა და თეთნულდის ხედით; ასვლა ფეხით ან ჯიპით ჯვრამდე
- თეთნულდი და ჰაწვალი — ორი სათხილამურო კურორტი მესტიასთან; ზაფხულში საბაგიროები ხედებისთვის მუშაობს
- ლატალი და ლენჯერი — სოფლები XI–XIII საუკუნეების მოხატული ეკლესიებით
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან მესტიამდე ქუთაისისა და ზუგდიდის გავლით 460 კმ-მდეა (8–9 საათი); შეიძლება ღამის მატარებლით ზუგდიდამდე და იქიდან მარშრუტკით 3 საათში. პირდაპირი მარშრუტკა დიდუბიდან გადის, ხოლო Vanilla Sky ნატახტრის აეროპორტიდან მესტიაში კვირაში რამდენჯერმე დაფრინავს — ფრენა ამინდზეა დამოკიდებული.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: ზუგდიდიდან მესტიამდე 130 კმ დაკლაკნილი, მაგრამ მოასფალტებული გზაა (დაახლოებით 3 საათი); მესტია–უშგულის გზა თითქმის მთლიანად ბეტონისაა, მცირე გრუნტის მონაკვეთებით.
სად დავრჩეთ: მესტიაში — სასტუმროები და გესტჰაუსები, უშგულსა და ბეჩოში — საოჯახო სახლები; ზამთარში ხალხი თეთნულდის ფერდობებთან ახლოს, მესტიაში ჩერდება.
რა წავიღოთ: სალაშქრო ფეხსაცმელი, თბილი ქურთუკი და საწვიმარი აგვისტოშიც; ნაღდი ფული — უშგულში ბანკომატი არ არის.
კავშირი: მესტიაში ინტერნეტი კარგია, ხეობებსა და ბილიკებზე სიგნალი ადგილ-ადგილ არ არის.