დავით გარეჯი
ფოტო: George Nikoladze · Public domain; Sarah Murray from South Bend, IN, USA · CC BY-SA 2.0; Vyacheslav Argenberg · CC BY 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
ტურის ფასი დამოკიდებულია ტურისტის რაოდენობაზე !
ჯგუფი
ფასი (ლარი)
ფასი ($)
ფასი (€ )
1-5 ადამიანი
1-10 ადამიანი
1-15 ადამიანი
1-20 ადამიანი
ჩანართი
• სუკეთესო სეზონი -
• მარშრუტის სიგრძე - 200კმ ერთი მიმართულებით
• ტურის ხანგძლივობა - 1 დღე
• სირთულე – საშუალო
მარშუტი:
• 1 დღე
• ►თბილისი -დავით გარეჯი -თბილისი ◄
• ●9:00 შეხვედრისა და გასვლის ადგილი: თბილისი, რედისონ ბლუს მიმდებარე ტერიტორია.
• ●თქვენ საშუალება გექნებათ ისიამოვნოთ კავკასიონის მთების ულამაზესი ხედით. ნახევრად უდაბნოში მდებარე დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსი დაარსებულია VI საუკუნეში ერთ-ერთი ასურელი მამის - დავითის მიერ. მოგვიანებით მონასტერი გაფართოვდა და აშენდა კიდევ ცხრამეტი მონასტერი. ეს იყო ერთ-ერთი უძლიერესი სულიერი ცენტრი, სადაც ცხოვრობდა და მსახურობდა 600-მდე ბერი რელიგიური დღესასწაულების დროს.
●.ლანჩი
●.მონასტერის მონახულების შემდეგ გამომგზავრება თბილისის იმართულებით.
●დაბრუნება თბილისში. ტურის დასასრული.
• ტრანსპორტი ტურის განმავლობაში
• გიდის მომსახურება დღის განმავლობაში
• ჯგუფური ფოტოების გადაღება
• სადილი (რესტორნებში)
• ალკოჰოლური სასმელები
• სამოგზაურო დაზღვევა (სურვილის შემთხვევაში შგვიძლია უზრუნველგყოთ აღნიშნული სერვისით)
ყურადღება:
• ტურში მონაწილეს უნდა შეეძლოს დიდი მანძლის ფეხით გავლა
• თან უნდა იქონიოს წყლის პატარა ბოთლი ან ჭურჭელი, რათა გადატვირთული დღის მანძილზე შეძლოს
მიიღოს რაც შეიძლება მეტი სითხე.
• აუცილებლად უნდა ეცვას დაბალი და კომფორტული ფეხსაცმელები
• ტანსაცმელში თავისუფლად უნდა გრძნობდეთ თავს და არ უნდა გიშლიდეთ აქტივოვების შესრულებაში
• თან უნდა იქონიოთ მზისგან დამცავი ქუდი
დაჯავშნა:
ტურის დასაჯვშნა ხდება ნებისმიერ დროს.
მოგვაწოდეთ შემდეგი დეტალები:
• სახელი და გვარი
• დამსვენებელთა რაოდენობა
• არასრულწლოვანი ბავშვების შემთხვევაში მათი ასაკი
• ან გავიკავშირდით:
• დ. აღმაშენებლის გამზ. N175, თბილისი, 0112, .
• ვებ.გვერდი:
გაუქმება:
• ტურაგენტი უფლებამოსილია უარი განაცხადოს ტურისტული პაკეტის შეძენაზე.ასეთ შემთხვევაში ტუროპერატორი ჯარიმის სახით იტოვებს ტურაგენტის მიერ გადახდილი თანხის ნაწილს.
ტურაგენტის ან ტურისტის მიერ შეკვეთის გაუქმების შემთხვევაში ტუროპერატორი საჯარიმო სანქციის სახით იტოვებს თანხას შემდეგი პროპორციის მიხედვით.
ტურის დაწყებამდე : 25-30 დღის ვადაში სრული თანხა ანაზღაურებას ექვემდებარება
ტურის დაწყებამდე:
20-25 დღის ვადაში-სრული თანხის 30%
14-19 დღის ვადაში-სრული თანხის 50%
10 დღის ან ნაკლებ ვადაში-სრული თანხის 100%
კახეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური კახეთში — ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი, ღვინის დეგუსტაცია მარანში და, თუ ერთ დღეზე მეტია, ღამისთევა თელავში ან სიღნაღში. შეგვიძლია ერთდღიანი მარშრუტიც შეგიდგინოთ და რამდენიმედღიანიც, თქვენს თარიღებზე.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა მაისი–ივნისი (22–28°, მწვანე ველი და თოვლიანი კავკასიონი) და სექტემბერი–ოქტომბერი — რთველის დრო, როცა მარნებში ყურძენს წურავენ და ახალ ღვინოს ასინჯებენ.
ივლისი–აგვისტო: ალაზნის ველზე ცხელა, 32–35°; ამ დროს სჯობს მთისკენ — ლაგოდეხისა და ყვარლის ტყეებისკენ.
ზამთარში მშვიდია და იაფია, მარნები და სასტუმროები ღიაა, მაგრამ გომბორის უღელტეხილზე შეიძლება თოვლი და ყინული დაგხვდეთ.
რა ვნახოთ
- სიღნაღი — ციხის გალავანი კოშკებით, კრამიტის სახურავები და ალაზნის ველის ხედი
- ბოდბის მონასტერი — წმინდა ნინოს საფლავი, სიღნაღიდან 2 კმ-ში
- ალავერდი — XI საუკუნის საკათედრო ტაძარი და ბერების მარანი
- გრემი — XVI საუკუნის სამეფო ციტადელი მთავარანგელოზთა ეკლესიით
- წინანდალი — ჭავჭავაძეების სასახლე-მუზეუმი, ინგლისური პარკი და ძველი ღვინის კოლექცია
- დავით გარეჯა — კლდეში ნაკვეთი მონასტრები ნახევარუდაბნოში, აზერბაიჯანის საზღვართან
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან თელავამდე გომბორით დაახლოებით 95 კმ-ია (1,5–2 საათი), სიღნაღამდე — 110 კმ-მდე (დაახლოებით 2 საათი). მარშრუტკები თელავსა და სიღნაღში სამგორის (ისნის) და ორთაჭალის სადგურებიდან გადის, მგზავრობა 2–2,5 საათია.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან ორი მთავარი გზაა — გომბორის უღელტეხილით (უფრო მოკლე, მაგრამ დაკლაკნილი) და საგარეჯო–გურჯაანის ტრასით (გრძელი, მაგრამ სწორი).
სად დავრჩეთ: თელავსა და სიღნაღში — სასტუმროები და საოჯახო გესტჰაუსები; ყვარელსა და წინანდალში — სასტუმროები ვენახებით.
რა წავიღოთ: მზის ქუდი და კრემი ზაფხულში; მონასტრებისთვის ქალებს — თავსაფარი და გრძელი კაბა ან ქვედაბოლო.
კავშირი: მობილური ინტერნეტი ქალაქებსა და სოფლების უმეტესობაში კარგად მუშაობს.