vipsale.ge-ზე! ნომერი სამჯერადი კვებით ბაკურიანის სასტუმროში «თეგა»
ფოტო: Alexkom000 · CC BY 4.0; I kynitsky · CC BY-SA 4.0; Bernard Gagnon · CC BY 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
დეტალური ინფორმაციისთვის, კოორდინატებისთვის, სურათებისთვის გადადით შემდეგ ბმულზე:
ვაუჩერის შეძენის შემდეგ ადგილზე იხდით ს ნაცვლად (1 პერსონაზე 1 დღე ღამის განმავლობაში)
ნომერი იჯავშნება მინიმუმ 2 ადამიანზე.
შეთავაზებაში შედის:
• დასვენება ბაკურიანში, სასტუმრო თეგაში
• სამჯერადი კვება
• 3 წლამდე ბავშვი უფასო
• 3-დან 10 წლამდე ბავშვი 22.
ყველა ნომერი აღჭურვილია:
• უკაბელო ინტენეტით (wifi)
• სველი წერტილები (დუშ-კაბინით)
• ცენტრალური გათბობის სისტემით
• საკაბელო ტელევიზიით
ასევე სასტუმროს აქვს:
• ბავშვთა გასართობი კუთხე
• ტენისის მაგიდა - უფასო
• საბილიარლდო - უფასო
ოთხსართულიანი კომფორტაბელური სასტუმრო ”თეგა” მდებარეობს ბაკურიანის ცენტრალურ მოედანზე.
სასტუმრო საკმაოდ ახლოს მდებარეობს გასართობ პარკთან, 50 მეტრის მოშორებით ავტოსადგურიდან.
სასტუმროში არის 22 ნომერი და მისაღები დარბაზი. სასტუმროში შესაძლებელია სტუმრების დიდი ჯგუფის მიღება.
ნომრებში განთავსებულია ინდივიდუალური სველი წერტილები (ცხელი და ცივი წყალი), ტელევიზორი საკაბელო არხებით.
სასტუმროში არის 22 ოთახი - აქედან ცხრა 2 ადგილიანი ნომერი, 2 სამოთახიანი ლუქსი, რომელშიც შედის 3 ოთახი 2 საძინებლით. ასევე 3, 4, 5 ადგილიანი ოთახები.
ვაუჩერის შეძენამდე აუცილებელია კომპანიაში დარეკვა და ნომრის დაჯავშნა
დეტალური ინფორმაციისთვის, კოორდინატებისთვის, სურათებისთვის გადადით შემდეგ ბმულზე:
სამცხე-ჯავახეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური სამცხე-ჯავახეთში ჩვეულებრივ ორდღიანია: ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი ვარძიასა და რაბათში, ღამისთევა ბორჯომში ან ახალციხეში. ზამთარში — ბაკურიანის პაკეტი სასტუმროთი; მარშრუტს და თარიღებს თქვენთან ერთად შევარჩევთ.
როდის წავიდეთ
ზაფხული და სექტემბერი საუკეთესოა: ბორჯომსა და ახალციხეში 25–28°-ია, ჯავახეთის ზეგანზე კი ღამით გრილა, 10–12°.
ოქტომბერში ბორჯომის ხეობის ტყეები ყვითლდება, ვარძიასთან ხალხი ნაკლებია.
ზამთარში ბაკურიანში სათხილამურო სეზონია (ჩვეულებრივ დეკემბრის ბოლოდან მარტამდე); ჯავახეთში ყინავს −15°-მდე და გზები შეიძლება მოყინული იყოს.
რა ვნახოთ
- ვარძია — XII საუკუნის კლდეში ნაკვეთი ქალაქი-მონასტერი თამარ მეფის დროიდან, ასობით გამოქვაბულით
- რაბათი — ახალციხის აღდგენილი ციხე, მეჩეთით, ეკლესიით და სამცხის მუზეუმით
- ბორჯომი — მინერალური წყაროების პარკი, რომანოვების სასახლე ლიკანში და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ბილიკები
- ბაკურიანი — სათხილამურო კურორტი ზამთარში, ზაფხულში — ფიჭვნარი და სუფთა ჰაერი 1700 მ-ზე
- საფარა — მონასტერი ტყიან ფერდობზე, ახალციხიდან დაახლოებით 12 კმ-ში
- ხერთვისი — ციხე ორი მდინარის შესაყართან, ვარძიის გზაზე
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან ბორჯომამდე დაახლოებით 160 კმ-ია (2–2,5 საათი), ახალციხემდე — 205 კმ (დაახლოებით 3 საათი), ვარძიამდე — 4 საათამდე. მარშრუტკები ბორჯომსა და ახალციხეში დიდუბის სადგურიდან გადის; ბორჯომიდან ბაკურიანამდე ვიწროლიანდაგიანი მატარებელი „კუკუშკა“ დადის.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან ხაშურამდე მაგისტრალით, შემდეგ ბორჯომისა და ახალციხის გავლით ვარძიამდე; ჯავახეთში თეთრიწყაროსა და წალკის გზითაც მიდიან.
სად დავრჩეთ: ბორჯომსა და ბაკურიანში — სასტუმროები და სანატორიუმები; ახალციხესა და ვარძიასთან — გესტჰაუსები და პატარა სასტუმროები.
რა წავიღოთ: თბილი ქურთუკი ზაფხულშიც, თუ ჯავახეთის ტბებზე მიდიხართ; ვარძიისთვის — მოხერხებული ფეხსაცმელი, კიბეები და გვირაბებია.
კავშირი: ქალაქებში ინტერნეტი კარგია, ზეგანზე და ხეობებში ზოგან სუსტდება.