national delicacy

26, 27, 28, თებერვალი სტამბულის 3 დღიანი ტური

  • ID: 12801
  • ნახვები: 12691
complogo
GI Tours გ.ი ტურები
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 00/00/00
    დაბრუნება
    • 00/00/00
დამატებითი ინფორმაცია

სამოგზაურო პროგრამა:

გაფრენა თბილისის აეროპორტიდან. ჩაფრენა სტამბულში,სასაზღვრო კონტროლის გავლა, გამგზავრება სასტუმროში დაბინავება 
დასვენება. 09:00 საათზე ვიწყებთ ტურს. მოვინახულებთ:

დღე 1

1). აია სოფია (VI საუკუნეში ბიზანტიის იმპერატორ იუსტინიანეს დროს აშენებული, ერთ-ერთი ყველაზე უდიდესი და ულამაზესი ტაძარი მართმადიდებლურ სამყაროში)- მუზეუმი 

2). წმ. ირინეს ეკლესია (ბიზანტიის იმპერიის მთავარი ტაძარი აია სოფიას აშენებამდე, სწორდ იქ ჩატარდა მეორე საეკლესიო კრება 381 წელს,აქ მდგარ სარკოფაგში, გადმოცემით კონსტატინე დიდის სხეულის ნაწილებია დამარხული; ამჯამად ტაძარს საკონცერტო დარბაზის ფუნქცია აქვს.)

3).არქეოლოგიის მუზეუმი (მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი მუზეუმი, სადაც შეგიძლიათ ნახოთ თურქეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი უამრავი ანტიკური ხელოვნების ნიმუში)

4).ბაზილიკა ცისტერნა (იმპერატორ იუსტინიანეს დროს აშენებული უდიდესი და ულამაზესი,სვეტების მრავალი რიგით დამშვენებული, წყლის რეზერვუარი,რომლითაც კონსტანტინოპოლი მარაგდებოდა. მუზეუმი 

5).ძვ. იპოდრომი- ქალაქის მთავარი მოედანი (ბიზანტიის იმპერატორთა იპოდრომის მხოლოდ უნიშვნელო ნაწილია შემორჩენილი, აქ ნახავთ ეგვიპტურ ობელისკს,გველის კოლონას,კონსტანტინეს ობელისკს და გერმანულ შადრევანს.

6). გემით გასეირნება ბოსფორის სრუტეზე ( კრუიზის განმავლობაში გექნებათ საშუალება დატკბეთ ქალაქის ულამაზესი ხედებით, ჩაუვლით დოლმებახჩეს და ბეილერბეი სასახლეებს,ლეანდრეს კოშკს; ნახავთ ევროპისა და აზიის ისტორიულ სანაპიროებს.შეიგრძნობთ ჩამავალი მზის ულამაზეს ლანდშაფტს.ღამის გათევა სასტუმროში

დღე 2 

1). ტოპკაპის სასახლე ოსმალეთის იმპერიის უდიდესი 
სასახლე,თავისი ხაზინითა და ეგზოტიკური შენობებით გადაჰყურებს „ოქროს რქას“ ბოსფორის სრუტეზე)- მუზეუმი,

2). სულთანაჰმედის მეჩეთი (ცისფერი მეჩეთი, ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ცნობილი ძეგლი ისლამურ სამყაროში, 1606-1616 წწ-ში აშენებული ოტომანების იმპერიის დროს) 

3).წმ.სერგი და ბახუსის ბაზილიკა/პატარა აია სოფია - . ერთ-ერთი ყველაზე უძველესი ქრისტიანული ტაძარი.მისი გეგმის მიხედვითაა აგებული სან-ვიტალეს ბაზილიკა და აია სოფიას ტაძარი,ამიტომაც ეძახიან პატარა აია სოფიას.იუსტინიანეს თავისი ყრმობის და ახალგაზრდობის წლები აქ აქვს გატარებული.როგორც ჩანს ეს ეკლესია ძალიან უყვარდათ საიმპერატორო კარზე, რადგანაც ბევრ კაპიტელებზე ნახავთ იუსტინიანესა და თეოდორას ინიციალებს.

4). დახურული ბაზარი (უძველესი ნაგებობა, მსოფლიოში უდიდესი დახურული ბაზარი, შედგება 4400 მაღზიისგან, აქ შეგიძლიათ შეიძინოთ ათასი სუვენირი).

დღე 3 

1). ხორა -ქრისტე მხსენელის ეკლესია ხორას მონასტრის ანსამბლიდან (უძველესი ბიზანტიური ტაძარი რომელმაც მეტნაკლებად შეინარჩუნა პირვანდელი სახე, ამ ტაძარში კარგადაა შემონახული ბიზანტიური მოზაიკის უძვირფასესი ნიმუშები.) 

2).მსოფლიო საპატრიარქო (ეკლესიათა დიპტიქში პირველ ადგილზე კონსტანტინოპოლის ეკლესიაა. იგი დაარსებულია მოციქულების - ანდრია პირველწოდებულის, პავლესა და იოანე ღმრთისმეტყველის მიერ.ამჟამად ეკლესიას მეთაურობს მისი ღვთაებრივი ყოვლადუწმინდესობა, არქიეპისკოპოსი კონსტანტინოპოლისა და მსოფლიო პტრიარქი, უფალი ბართლომეოს I ).

3). გალათას კოშკი (ქალაქის ყველაზე მაღალი ადგილი, საიდანაც დატკბებით ისტორიული ხედებით და ულამაზესი ბუნებრივი ლანდშაფტებით.).თავისუფალი დრო (შეგიძლიათ გამოიყენოთ საყიდლებისთვის)ტაქსიმი (ქალაქის ერთ-ერთი უძველესი და უდუდესი ქუჩა, სადაც გაისეინებთ უძველესი ტრამვაით, ქუჩაზე კი ავალთ ერთ-ერთი ყველაზე ძველი მეტროთი მსოფლიოში,ამ ქუჩაზე განლაგებულია უამრავი ბრენდირებული მაღაზია).

ტურის ღირებულება გახლავთ 195 $. ფასში შედის:

1). ავიაბილეთი ორივე მიმართულებით

2). ტრანსფერი

3). დაზღვევა 

4). სასტუმრო http://www.travel.ru/hotel/turkey/istanbul/kadirga_antik_hotel/?in=26.02.2016&out=28.02.2016&hid=651560&occ=6%3B6%3B6

5). გიდი 

6). საუზმე 


ფასში არ შედის დარჩენილი კვება, საკვების უზრუნველყოფა ხდება ინდივიდუალურად და მუზეუმების მოსაკრებლები, რომელთა ღირებულება კრუიზის ჩათვლით ჯამში შეადგენს 65 $-ს. 

გამოფრენა სტამბულის აეროპორტიდან.
ჩამოფრენა თბილისის აეროპორტში.

დაგვიკავშირდით 551 11 45 42 გიორგი

 

https://www.facebook.com/Chv.saqartvelo/ 

 

არ დაგავიწყდეთ დაგვიმეგობრდეთ ფეისბუქზე რომ შეიტყოთ პირველებმა  სიახლები 

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე566.00
GI Tours გ.ი ტურები
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 00/00/00
    დაბრუნება
    • 00/00/00