national delicacy

ჩვენ მივდივართ სეზონის გახსნაზე ბაკურიანში

  • ID: 12600
  • ნახვები: 8315
დამატებითი ინფორმაცია

   ტურისტული სააგენტო „EDIA Travel Group” გთავაზობთ ერთ დღიან ტურს ბაკურიანში

ბაკურიანი საქართველოში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სამთო-კლიმატური კურორტია, რომელიც ასევე ცნობილია თავისი სამთო-სათხილამურო ტრასებით. ყოველწლიურად აქ ათეულათასობით ადამიანი ჩამოდის, ქართველიც და უცხოელიც, რათა დაისვენონ, ისიამოვნონ თხილამურებითა და სნოუბორდით სრიალით, დატკბნენ კავკასიონის ულამაზესი ხედებით, მოიარონ წიწვიანი ტყით დაფარული მიდამოები, დალაშქრონ მარშრუტები ახლომდებარე სოფლებსა და წყაროებამდე, როგორც ფეხით, ასევე ცხენით, ველოსიპედით, თოვლმავლით ან კვადროციკლით.

ბაკურიანი არაჩვეულებრივი ადგილია როგორც ოჯახების დასვენების, ასევე სპორტისა და ბუნების მოყვარული ახალგაზრდებისათვის. თქვენ გექნებათ შანსი ჩვენთან ერთად 27 დეკემბერს დაესწროთ სეზონის ოფიციალურ გახსნას.

მდებარეობა ბაკურიანი ბორჯომის ხეობაში, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ ფერდზე, ზღვის დონიდან 1700 მეტრზე მდებარეობს. კურორტის განთავსების სიმაღლე: 1800 მ საციგურაო ტრასის სიმაღლე: 1800-2850 მ საციგურაო ტრასის სიგრძე: 10 კმ

საბაგირო და სასრიალო გზები:

დიდველი - საერთო სიგრძე 3800მ. (გონდოლა 8 კაცზე და დაკიდული სავარძელი 4 კაცზე).

კოხტა გორა - საერთო სიგრძე 2000მ.

ტატრა - საერთო სიგრძე 2300მ.

სამთო-სათხილამურო კურორტზე "ბაკურიანში" ნებისმიერი კონტინგენტის დამსვენებლებისათვის მოიძებნება როგორც დასასვენებელი, ასევე საუკეთესო გასართობი ადგილები.

გასვლა-თბილისი აღმაშენებლის გამზირი 176-დან გასვლა 9:00-სთ ბაკურიანის მიმართულებით.

სრული გასავლელი მანძილი 180კმ. მგზავრობის სავარაუდო ხანგძლივობა - 2.5სთ.

·          ტურის ღირებულება ერთ პერსონაზე-18 ლარი. ღირებულებაში არ შედის კვება.

·          ღირებულება მოიცავს:

·          ტრანსპორტირებას კომფორტული მიკრო ავტობუსით.

·          ფოტო გადაღება.

·          დამატებითი ინფორმაციისთვის და ადგილების დასაჯავშნათ გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ტელეფონის ნომერებზე: 568-814-212 ან 032-2-340-350 ნინო

 

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე18.00