სვანეთის დღიანი ტური!- დეკემბერი

ფოტო: Werderfan10b · CC BY-SA 3.0 de; Alexey Komarov · CC BY-SA 4.0; Dmytro Balkhovitin · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons

მიმართულებასვანეთი
ფასიფასი — მოთხოვნით
ID12549

რა შედის

  • კვება
  • ავიაბილეთები
  • ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

სვანეთი (ჰაწვალი, თეთნულდი, უშგული)

4 დღე და 3 ღამე.

I დღე

07:00 – რესპუბლიკის მოედანზე შეკრება;

07:30 – გამგზავრება დასავლეთ ს მიმართულებით;

11:30 – სადილი ზუგდიდიში და გასვლა სვანეთის მიმართულებით ულამაზესი ენგურის ხეობაზე გავლით;

16:00 – მესტიაში ჩასვლა და სვანეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დათვალიერება, სადაც ინახება უამრავი საინტერესო, ისტორიული ექსპონატი (საფეხმავლო ბილიკის არსებობის შემთხვევაში მუზეუმების ნაცვლად შესაძლოა გაკეთდეს გასვლა სოფელ მაზერში, უშბას ჩანჩქერებისაკენ).

19:30 – საოჯახო სასტუმროში განთავსება;

20:30 – ვახშამი სასტუმროში, ერთად ვგეგმავთ მეორე დღეს იმისდა მიხედვით არის თუ არა გზა უშგულში.

II დღე

09:00 – საუზმე,

10:00 – გამგზავრება სათხილამუროდ ჰაწვალზე;

13:00 – ადგილზე ლანჩი (პური, კვერცხი, ხორცი, სულგუნის ყველი, ჩაი, ღვინო)

13:30 – გამგზავრება უშგულში, ან მესტიაში ჩამოსვლა და ქალაქის ღირსშესანიშნაობების დათვალეირება (მარგიანების საგვარეულო კოშკი-მუზეუმი და სხვა).

20:30 – დაბრუნება სასტუმროში და ვახშამი.

III დღე

09:00 – საუზმე,

10:00 – გამგზავრება სათხილამუროდ თეთნულდზე;

14:00 – ადგილზე ლანჩი (პური, კვერცხი, ხორცი, სულგუნის ყველი, ჩაი, ღვინო).

19:00 – დაბრუნება მესტიაში და ვახშამი სასტუმროში;

IV დღე

08:00 – საუზმე,

09:00 – გამგზავრება ქუთაისის მიმართულებით;

12:30 – ბაგრატის ტაძრის (X-XI საუკუნე) მონახულება ქუთაისში;

13:00 – პრომეთეს მღვიმის დასათვალიერებლად გამგზავრება, ან გელათის და მოწამეთა მონასტრების ნახვა იმ შემთხვევაში, თუ რაღაც მიზეზების გამო გამოქვაბული დაკეტილი იქნება( სარემონტო სამუშაოების გამო, რაც ძირითადად ზამთარში ტარდება).

15:30 – ლანჩი ზესტაფონში (ხაჭაპური,ჩაი).

20:00 – დაბრუნება თბილისში;

ტრანსპორტის ხარჯები სვანეთში და უკან,ასევე ბეჩო-მაზერში და ქუთაისი-წყალტუბოში;

ტრანსფერი მესტიიდან უშგულში, ჰაწვალზე და თეთნულდზე;

განთავსება საოჯახო ტიპის სასტუმროში ორჯერადი კვებით;

სადილი ზუგდიდში, ლანჩი ჰაწვალზე, თეთნულდზე და ზესტაფონში.

,, Skipass “, – კურორტზე

ბილეთების საფასური მუზეუმებსა და პრომეთეს მღვიმეში.

მოგვწერეთ თქვენი სურვილები და ჩვენ შემოგთავაზებთ ტურს მორგებულს თქვენსავე მოთხოვნილებებზე!

Site:

Mail:

facebook:

სვანეთი — რა ტურებს გთავაზობთ

ტური სვანეთში — ტრანსპორტი თბილისიდან ან ქუთაისიდან, ღამისთევა მესტიაში, გიდი და ჯიპი უშგულამდე; ზამთარში კი სასტუმრო და საბაგიროს ბილეთები. სამიდღიან ტურსაც მოვამზადებთ და ერთკვირიან სალაშქრო მარშრუტსაც, თქვენს თარიღებზე.

როდის წავიდეთ

საუკეთესოა ივლისიდან სექტემბრამდე: დღისით 20–25°, ღამით გრილა, ბილიკები ჩალაადის მყინვარამდე, კორულდის ტბებსა და უშგულამდე უთოვლოა. 28 აგვისტოს, მარიამობას, სოფლებში დღესასწაულებია.
ივნისში ხეობა მწვანეა, მაგრამ მაღლა ჯერ თოვლი დევს; ოქტომბერში ტყე ყვითლდება და ხალხი ნაკლებია.
დეკემბრიდან მარტამდე — თხილამური თეთნულდსა და ჰაწვალზე; ზუგდიდი–მესტიის გზაზე თოვლისა და ზვავის საფრთხის გამო ზოგჯერ მოძრაობას დროებით კეტავენ.

რა ვნახოთ

  • მესტია — XI–XII საუკუნეების კოშკები, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი ხატებითა და ხელნაწერებით, მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი
  • უშგული — ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მუდმივად დასახლებული სოფელი (დაახლოებით 2100 მ), კოშკები და ლამარიას ეკლესია შხარის ფონზე; მესტიიდან 45 კმ
  • ჩალაადის მყინვარი — 2–3-საათიანი იოლი ბილიკი ტყით მყინვარის ენამდე, მესტიიდან 8 კმ-ში
  • კორულდის ტბები — 2700 მ-ზე, უშბისა და თეთნულდის ხედით; ასვლა ფეხით ან ჯიპით ჯვრამდე
  • თეთნულდი და ჰაწვალი — ორი სათხილამურო კურორტი მესტიასთან; ზაფხულში საბაგიროები ხედებისთვის მუშაობს
  • ლატალი და ლენჯერი — სოფლები XI–XIII საუკუნეების მოხატული ეკლესიებით

როგორ მივიდეთ

მანქანით თბილისიდან მესტიამდე ქუთაისისა და ზუგდიდის გავლით 460 კმ-მდეა (8–9 საათი); შეიძლება ღამის მატარებლით ზუგდიდამდე და იქიდან მარშრუტკით 3 საათში. პირდაპირი მარშრუტკა დიდუბიდან გადის, ხოლო Vanilla Sky ნატახტრის აეროპორტიდან მესტიაში კვირაში რამდენჯერმე დაფრინავს — ფრენა ამინდზეა დამოკიდებული.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: ზუგდიდიდან მესტიამდე 130 კმ დაკლაკნილი, მაგრამ მოასფალტებული გზაა (დაახლოებით 3 საათი); მესტია–უშგულის გზა თითქმის მთლიანად ბეტონისაა, მცირე გრუნტის მონაკვეთებით.
სად დავრჩეთ: მესტიაში — სასტუმროები და გესტჰაუსები, უშგულსა და ბეჩოში — საოჯახო სახლები; ზამთარში ხალხი თეთნულდის ფერდობებთან ახლოს, მესტიაში ჩერდება.
რა წავიღოთ: სალაშქრო ფეხსაცმელი, თბილი ქურთუკი და საწვიმარი აგვისტოშიც; ნაღდი ფული — უშგულში ბანკომატი არ არის.
კავშირი: მესტიაში ინტერნეტი კარგია, ხეობებსა და ბილიკებზე სიგნალი ადგილ-ადგილ არ არის.

სვანეთი: გზამკვლევი
სვანეთი

ხშირი კითხვები

რამდენი დღე სჭირდება სვანეთს?
მინიმუმ 3–4 დღე: ორი დღე გზაზე მიდის, ერთი — უშგულზე, ერთი — ჩალაადზე ან კორულდზე. ლაშქრობისთვის, მაგალითად მესტია–უშგულის 4-დღიანი ბილიკისთვის, ერთი კვირა გჭირდებათ.
როგორ მივიდე უშგულამდე?
მესტიიდან 45 კმ-ია, ჩვეულებრივ 1,5 საათი. ცენტრიდან დილით ჯიპები და მიკროავტობუსები გადის, საკუთარი მანქანითაც შეიძლება — გზა ახლა თითქმის მთლიანად დაგებულია.
შეიძლება თუ არა სვანეთში თვითმფრინავით ჩასვლა?
კი, Vanilla Sky ნატახტრიდან მესტიაში დაფრინავს კვირაში რამდენჯერმე, ფრენა ერთი საათია. ბილეთები სწრაფად იყიდება, ცუდი ამინდის დროს კი რეისს ხშირად აუქმებენ.
რომელი კურორტი ჯობს — თეთნულდი თუ ჰაწვალი?
თეთნულდს უფრო გრძელი და მაღალი ტრასები აქვს (3100 მ-მდე), ჰაწვალი კი მესტიის თავზეა და პატარაა — დამწყებთათვის და ბავშვებისთვის მოსახერხებელია.
შეიძლება თუ არა ბავშვებთან ერთად?
კი: ჩალაადის ბილიკი, ჰაწვალის საბაგირო და მესტიის მუზეუმი ბავშვებისთვის იოლია. მთავარი სირთულე გრძელი გზაა, ამიტომ სჯობს ქუთაისში ან ზუგდიდში ერთი ღამის გათევა.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.