ფასი
1-5 ადამიანი 92 ლარი
1-10 ადამიანი 46 ლარი
1-15 ადამიანი 32 ლარი
1-20 ადამიანი 23 ლარი
მარშრუტის სიგრძე - 200 კმ ერთი მიმართულებით
ტურის ხანგძლივობა - 1 დღე
სირთულე – საშუალო
მარშუტი
1 დღე
გრემი. გრემის კომპლექსში ფუნქციონირებს გრემ-ნეკრესის ისტორიულ-ხუროთმოძღვრული სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალი. ნაკრძალი ტერიტორია მოიცავს XVI ს-ის მთავარანგელოზის სახელობის ტაძარს, XVI ს-ის მარანს ქვევრებით და საწნახელით, სავაჭრო და მეფე - დიდებულთა უბნებით, სადაც შემორჩენილია დიდებულთა აბანოს ნაშთები.
ნეკრესი. ნეკრესის სამონასტრო კომპლექსი ქართული ხუროთმოძღვრების რამდენიმე ძეგლს აერთიანებს, რომელთაგან IV საუკუნის II ნახევრის მცირე ზომის ბაზილიკა ერთ-ერთი უძველესია ში დღემდე მოღწეული ეკლესიათაგან.
წინანდალი. ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლმუზეუმი და წინანდლის ბაღი.
თელავის დიდი ჭადარი. ხე კარგადაა ცნობილი ჩვენს ქვეყანაში თავისი ხანდაზმულობითა და სიდიდით, რომელიც დაახლოებით 900 წლისაა, სიმაღლით არის 40 მეტრი და მისი გარშემოწერილობა 12 მეტრს აღწევს.
ჩამოსვლა თბილისში ტურის დასასრული.
პირობები
ღირებულებაში შედის:
- ტრანსპორტი ტურის განმავლობაში
- გიდის მომსახურება დღის განმავლობაში
- ჯგუფური ფოტოების გადაღება
ღირებულებაში არ შედის:
- სადილი
- ალკოჰოლური სასმელები
- ბილეთების მოსაკრებელი
ყურადღება:
ტურში მონაწილეს უნდა შეეძლოს დიდი მანძლის ფეხით გავლა
თან უნდა იქონიოს წყლის პატარა ბოთლი ან ჭურჭელი, რათა გადატვირთული დღის მანძილზე შეძლოს
მიიღოს რაც შეიძლება მეტი სითხე.
აუცილებლად უნდა ეცვას დაბალი და კომფორტული ფეხსაცმელები
ტანსაცმელში თავისუფლად უნდა გრძნობდეთ თავს და არ უნდა გიშლიდეთ აქტივოვების შესრულებაში
თან უნდა იქონიოთ მზისგან დამცავი ქუდი
დაჯავშნა
ტურისტული პროდუქტის ღირებულება და მომსახურება ითვლება პირობით ერთეულებში,რომელიც ტოლია 1 აშშ დოლარის ან 1 ევროს ექვივალენტისა,ხოლო ანგარიშსწორება ტურაგენტსა და ტუროპერატორს შორის ხორციელდება ეროვნულ ვალუტაში,ტუროპერატორის მომსახურე ბანკის (ბანკი "ს ბანკის") ვალუტის კომერციული კურსის მიხედვით.
ტურის დასაჯვშნა ხდება ნებისმიერ დროს.
მოგვაწოდეთ შემდეგი დეტალები
სახელი და გვარი
საკონტაქტო ელ.ფოსტა და ტელეფონის ნომერი
დამსვენებელთა რაოდენობა
არასრულწლოვანი ბავშვების შემთხვევაში მათი ასაკი
ან გავიკავშირდით:
LTD Free Travel
დ. აღმაშენებლის გამზ. N175, თბილისი, 0112, .
✆: 32 2347640
✆:
ელ.ფოსტა:
ვებ.გვერდი:
გაუქმება
ტურაგენტი უფლებამოსილია უარი განაცხადოს ტურისტული პაკეტის შეძენაზე.ასეთ შემთხვევაში ტუროპერატორი ჯარიმის სახით იტოვებს ტურაგენტის მიერ გადახდილი თანხის ნაწილს.
ტურაგენტის ან ტურისტის მიერ შეკვეთის გაუქმების შემთხვევაში ტუროპერატორი საჯარიმო სანქციის სახით იტოვებს თანხას შემდეგი პროპორციის მიხედვით.
ტურის დაწყებამდე : 25-30 დღის ვადაში სრული თანხა ანაზღაურებას ექვემდებარება
ტურის დაწყებამდე:
20-25 დღის ვადაში-სრული თანხის 30%
14-19 დღის ვადაში-სრული თანხის 50%
10 დღის ან ნაკლებ ვადაში-სრული თანხის 100%