national delicacy

21-22 ნოემბერი - კახეთი, ხორნაბუჯის ციხე, არწივის ხეობა, ბოდბე და სიღნაღი

  • ID: 11693
  • ნახვები: 17596
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 00/00/00
    დაბრუნება
    • 00/00/00
დამატებითი ინფორმაცია

გთავაზობთ ორ დღიან გასართობ, შემეცნებით,სალაშქრო ტურს კახეთის ულამაზეს მხარეში – ქიზიყში – პირველ დღეს დავლაშქრავთ ხორნაბუჯის ციხეს, არწივების ხეობასა, და ელიას მთას, რომლებიც ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შემადგენელი ნაწილია.გარდა იმისა, რომ ხორნაბუჯი უმნიშვნელოვანესი  ისტორიული ძეგლია , ელიას მთა რელიგიური, ხოლო არწივების ხეობა ცნობილია უამრავი არწივის ბუდეებითა და თავისი მისტიური სამყაროთი,თითოეული ღირსშესანიშნაობიდან იშლება ულამაზესი პანორამული  ხედები ალაზნისა და შირაქის ველებზე…დათოვლილ კავკასიონზე,რაც კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდის ამ ადგილებს. საღამოს დავბრუნდებით ხორნაბუჯთან ახლოს მდებარე სოფელში და დავრჩებით საოჯახო სახის  სასტუმროში(სახლში), სადაც გველოდება მყუდრო გარემო, შეშის ღუმელი, კოცონი, მწვადი ღვინო,  მუსიკა და მხიარული განწყობა..

მეორე დღეს  მოვინახულებთ ხირსისა და ბოდბის მონასტრებს და  სიყვარულის ულამაზეს ქალაქ სიღნაღს,თავისი ცნობილი გალავნითა და სხვა ღირსშესანიშნაობებით. საღამოს დავბრუნდებით თბილისსში სავსე ემოციებითა და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით.

ტურის ღირებულება: 40 ლარი

ფასში შედის: მგზავრობა, კვება, ღამის თევა სახლში, გამყოლის(გიდის) მომსახურება

შეკრების დრო და ადგილი: სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია 09:00

გასვლა შედგება ამინდის მიუხედავად, სასურველია წამოიღოთ წვიმისგან
დამცავი(საწვიმარი,დუტი)

გასათვალისწინებელი პირობები: სეზონის ამ დროისთვის საკმაოდ ეციება, ამიტომ გთხოვთ
გაითვალისწინოთ და ჩაიცვათ შესაბამისად.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: 595 08 07 02       facebook: v&w travel-georgia

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე40.00
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 00/00/00
    დაბრუნება
    • 00/00/00
შეიძინე სამოგზაურო დაზღვევა
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა