ახალი წლი ბაკურიანში
ფოტო: I kynitsky · CC BY-SA 4.0; Bernard Gagnon · CC BY 4.0; Jelger Groeneveld · CC BY 2.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
11:30 - ვიკრიბებით დიდუბის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე სამთო ქიმიის წინ
14:30 - ჩავდივაღთ ბაკურიანში დაბინავება სასტუმრო სახლში (3-4 კაცინი ოთახები 2 საერთო სველი წერტილი)
15:00 სადილი
16:00 - 19:00 თავისუფალი დრო შეგილიათ გაისეირნოთ
20:00 წახემსება (ახალ წლამდე რომ ძალიან არ მოგვშივდეს)
21:00 ვიწყებთ მზადებას ახალი წლის შესახვედარათ!
23:30 სადღესასწაულო სუფრის დასაწყისი
10:00 -12:00 საუზმე
თავისუფაი დრო
16:00 -17:00 სადილი
თავისუფალი დრო
9:00 საუზმე
თავისუფალი დრო
15:00 სადილი (რომლის შემდგომ იმ პირებს ვისაც სურს მხოლოდ 3 დღიანი ტური შესაძლებლობა ექნება დაბრუნდეს თბილისში)
თავისუფალი დრო მათთვის ვინც გადაწყვეტს დარჩენასს 4 დღიან ტურზე
9:00 საუზმე
თავისუფალი დრო
15:00 სადილი
16:00 დაბრუნდეს თბილისში
აუცილებელია:
- კარგი განწყობა და მხიარულება ;)
- ყველამ მოამზადოს 1 საახალწლო საჩუქარი, რომლითაც მიიღებთ საახალწლო ღონისძიებაში მონაწილეობას.
- სურვილისამებრ თქვენთვის სასურველი პირისთვის პირადული საჩუქრის მომზადებაც შეგიძლიათ, რომელსაც თოვლის ბაბუა მოგვიტანს
- იქნება სასმელის კონკურსი რომელიც შეგიძლიათ თქვენ მოამზადოთ ან შეარჩიოთ მაღაზიის დახლზე ;) რაც მეტი მონაწილე ეყოლება ამ კონკურს მით უფრო მრავალფეროვანი და ფართო იქნება ჩვენი სადღესასწაულო სუფრის ალკოჰოლური მხარდაჭერა.
დამატებითი ინფორმაცია: გოჩა
სრულად ქართულად
სამცხე-ჯავახეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტური სამცხე-ჯავახეთში ჩვეულებრივ ორდღიანია: ტრანსპორტი თბილისიდან, გიდი ვარძიასა და რაბათში, ღამისთევა ბორჯომში ან ახალციხეში. ზამთარში — ბაკურიანის პაკეტი სასტუმროთი; მარშრუტს და თარიღებს თქვენთან ერთად შევარჩევთ.
როდის წავიდეთ
ზაფხული და სექტემბერი საუკეთესოა: ბორჯომსა და ახალციხეში 25–28°-ია, ჯავახეთის ზეგანზე კი ღამით გრილა, 10–12°.
ოქტომბერში ბორჯომის ხეობის ტყეები ყვითლდება, ვარძიასთან ხალხი ნაკლებია.
ზამთარში ბაკურიანში სათხილამურო სეზონია (ჩვეულებრივ დეკემბრის ბოლოდან მარტამდე); ჯავახეთში ყინავს −15°-მდე და გზები შეიძლება მოყინული იყოს.
რა ვნახოთ
- ვარძია — XII საუკუნის კლდეში ნაკვეთი ქალაქი-მონასტერი თამარ მეფის დროიდან, ასობით გამოქვაბულით
- რაბათი — ახალციხის აღდგენილი ციხე, მეჩეთით, ეკლესიით და სამცხის მუზეუმით
- ბორჯომი — მინერალური წყაროების პარკი, რომანოვების სასახლე ლიკანში და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ბილიკები
- ბაკურიანი — სათხილამურო კურორტი ზამთარში, ზაფხულში — ფიჭვნარი და სუფთა ჰაერი 1700 მ-ზე
- საფარა — მონასტერი ტყიან ფერდობზე, ახალციხიდან დაახლოებით 12 კმ-ში
- ხერთვისი — ციხე ორი მდინარის შესაყართან, ვარძიის გზაზე
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან ბორჯომამდე დაახლოებით 160 კმ-ია (2–2,5 საათი), ახალციხემდე — 205 კმ (დაახლოებით 3 საათი), ვარძიამდე — 4 საათამდე. მარშრუტკები ბორჯომსა და ახალციხეში დიდუბის სადგურიდან გადის; ბორჯომიდან ბაკურიანამდე ვიწროლიანდაგიანი მატარებელი „კუკუშკა“ დადის.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან ხაშურამდე მაგისტრალით, შემდეგ ბორჯომისა და ახალციხის გავლით ვარძიამდე; ჯავახეთში თეთრიწყაროსა და წალკის გზითაც მიდიან.
სად დავრჩეთ: ბორჯომსა და ბაკურიანში — სასტუმროები და სანატორიუმები; ახალციხესა და ვარძიასთან — გესტჰაუსები და პატარა სასტუმროები.
რა წავიღოთ: თბილი ქურთუკი ზაფხულშიც, თუ ჯავახეთის ტბებზე მიდიხართ; ვარძიისთვის — მოხერხებული ფეხსაცმელი, კიბეები და გვირაბებია.
კავშირი: ქალაქებში ინტერნეტი კარგია, ზეგანზე და ხეობებში ზოგან სუსტდება.