national delicacy

აბუდელაურის ტბები

  • ID: 1151
  • ნახვები: 7965
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 00/00/00
    დაბრუნება
    • 00/00/00
დამატებითი ინფორმაცია

- გასვლა თბილისიდან (08:00 სთ)

 

დღე - პირველი

გზად გავივლით ჟინვალის წყალსაცავს, ფშავის არაგვის ულამაზეს ხეობას, მოვინახულებთ კორშის ხევსურულ მუზეუმს. ვნახავთ სოფელ ღულს, ქმოსტის სალოცავს, სამანქანო გზით მივალთ სოფელ როშკამდე. გზა სოფელი კორშიდან სოფელ როშკამდე სიმაღლეზე ერთბაშად ასვლის პროცესია, რაც თავისთავად ძალიან საინტრესოს ხდის მგზავრობას გამორჩეული კლიმატითა და მრავალფეროვანი ხედებით.

დავბინავდებით სოფელ როშკაში, საოჯახო სასტუმროში/კარვებში, რის შემდეგაც საშუალება გვექნება ვნახოთ იახსრის კლდე, სალოცავი და უძველესი ეკლესია. 

 

დღე – მეორე

სოფელი როშკიდან ტბებამდე მანძილი იფარება ფეხით, რაც დაახლოებით 6 – 7 კილომეტრია. გზის ეს მონაკვეთი დატვირთულია ემოციებით, ადრენალინით და დაუვიწყარი თავგადასავლებით. ვნახავთ სამივე ტბას ლურჯს, მწვანესა და თეთრს, შესაძლებლობა გვექნება მოვიაროთ ჭიუხების მიმდებარე ტერიტორია. დასვენებისა და ბუნებაში წახემსების შემდეგ დავეშვებით ბილიკზე სოფელი როშკისკენ, სადაც დაგვხვდება ჩვენი მიკროავტობუსი და ჩამოგვიყვანს გასვლის ადგილზე,თბილისში.

 

ჩვენთან, სეზონის განმავლობაში, ლაშქრობები აბუდელაურის ტბებზე იგეგმება ნებისმიერი შემდგარი ჯგუფისათვის, რომელის რაოდენობაც შედგება 10 - 18 მონაწილისგან. მეტის შემთხვევაში შესაბამისად ემატება მეორე ჯგუფი და ა.შ.

 

ტურის ფასი 

  • 17 – 19 მონაწილე სასტუმროთი, კაცზე , კარვის მსურველთათვის .
  • 14 – 16 მონაწილე სასტუმროთი, კაცზე , კარვის მსურველთათვის .
  • 10 – 13 მონაწილე სასტუმროთი, კაცზე , კარვის მსურველთათვის 

 

კონტაქტი 

- () ირაკლი

- ()  ივანე

- () დალი

ელ-ფოსტა: -

 

რით ჯობია ტურის ეს ვერსია წინა, გავრცელებულ, სტანდარტულ ვერსიას?

წინა ვერსიისგან განსხვავებით ჩვენ შეგვიძლია (დროის სწორად განაწილების ხარჯზე) ვნახოთ სხვა ადგილებიც და ვნახოთ უფრო ნაყოფიერად. შეგვიძლია დავანთოთ სამწვადე კოცონი, რადგან სოფელ როშკაში არის ტყე, ტბებზე არა. მოულოდნელი დელგმის,წვიმის მოსვლის შემთხვევაში ვიქნებით გაცილებით დაცულები (სოფელში). დავზოგავთ ძალიან ბევრ ენერგიას რაც უფრო სასიამოვნოს გახდის ჩვენს შთაბეჭდილებებს. არ მოგვიწევს მძიმე ტვირთის (კარვების,საძილეების,საჭირო ინვენტარის) ტარება ტბებამდე, 6-7კილომეტრიან აღმართზე. მეორე დღეს ფეხით სიარულით დაღლილებს შეგვეძლება ჩვენს სახლებში დავისვენოთ და ა.შ. …

.

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 00/00/00
    დაბრუნება
    • 00/00/00