national delicacy

♡♡♡ Antalya ♡♡♡

  • ID: 1151
  • Views: 7878
  • location
    Location
  • calendar
    Tour date
    Start date of the trip
    • 00/00/00
    Return
    • 00/00/00
Additional Information

- გასვლა თბილისიდან (08:00 სთ)

 

დღე - პირველი

გზად გავივლით ჟინვალის წყალსაცავს, ფშავის არაგვის ულამაზეს ხეობას, მოვინახულებთ კორშის ხევსურულ მუზეუმს. ვნახავთ სოფელ ღულს, ქმოსტის სალოცავს, სამანქანო გზით მივალთ სოფელ როშკამდე. გზა სოფელი კორშიდან სოფელ როშკამდე სიმაღლეზე ერთბაშად ასვლის პროცესია, რაც თავისთავად ძალიან საინტრესოს ხდის მგზავრობას გამორჩეული კლიმატითა და მრავალფეროვანი ხედებით.

დავბინავდებით სოფელ როშკაში, საოჯახო სასტუმროში/კარვებში, რის შემდეგაც საშუალება გვექნება ვნახოთ იახსრის კლდე, სალოცავი და უძველესი ეკლესია. 

 

დღე – მეორე

სოფელი როშკიდან ტბებამდე მანძილი იფარება ფეხით, რაც დაახლოებით 6 – 7 კილომეტრია. გზის ეს მონაკვეთი დატვირთულია ემოციებით, ადრენალინით და დაუვიწყარი თავგადასავლებით. ვნახავთ სამივე ტბას ლურჯს, მწვანესა და თეთრს, შესაძლებლობა გვექნება მოვიაროთ ჭიუხების მიმდებარე ტერიტორია. დასვენებისა და ბუნებაში წახემსების შემდეგ დავეშვებით ბილიკზე სოფელი როშკისკენ, სადაც დაგვხვდება ჩვენი მიკროავტობუსი და ჩამოგვიყვანს გასვლის ადგილზე,თბილისში.

 

ჩვენთან, სეზონის განმავლობაში, ლაშქრობები აბუდელაურის ტბებზე იგეგმება ნებისმიერი შემდგარი ჯგუფისათვის, რომელის რაოდენობაც შედგება 10 - 18 მონაწილისგან. მეტის შემთხვევაში შესაბამისად ემატება მეორე ჯგუფი და ა.შ.

 

ტურის ფასი 

  • 17 – 19 მონაწილე სასტუმროთი, კაცზე 90 ლარი, კარვის მსურველთათვის 60 ლარი.
  • 14 – 16 მონაწილე სასტუმროთი, კაცზე 95 ლარი, კარვის მსურველთათვის 65 ლარი.
  • 10 – 13 მონაწილე სასტუმროთი, კაცზე 105 ლარი, კარვის მსურველთათვის 75 ლარი

 

კონტაქტი 

- (+995) 551 94 34 46 ირაკლი

- (+995) 577 62 72 58 ივანე

- (+995) 555 48 73 32 დალი

ელ-ფოსტა: - shatilitours@gmail.com

 

რით ჯობია ტურის ეს ვერსია წინა, გავრცელებულ, სტანდარტულ ვერსიას?

წინა ვერსიისგან განსხვავებით ჩვენ შეგვიძლია (დროის სწორად განაწილების ხარჯზე) ვნახოთ სხვა ადგილებიც და ვნახოთ უფრო ნაყოფიერად. შეგვიძლია დავანთოთ სამწვადე კოცონი, რადგან სოფელ როშკაში არის ტყე, ტბებზე არა. მოულოდნელი დელგმის,წვიმის მოსვლის შემთხვევაში ვიქნებით გაცილებით დაცულები (სოფელში). დავზოგავთ ძალიან ბევრ ენერგიას რაც უფრო სასიამოვნოს გახდის ჩვენს შთაბეჭდილებებს. არ მოგვიწევს მძიმე ტვირთის (კარვების,საძილეების,საჭირო ინვენტარის) ტარება ტბებამდე, 6-7კილომეტრიან აღმართზე. მეორე დღეს ფეხით სიარულით დაღლილებს შეგვეძლება ჩვენს სახლებში დავისვენოთ და ა.შ. …

.

The tour includes
  • Meal Meal
  • Airtickets Airtickets
  • Transfer Transfer
  • Museum Tickets Museum Tickets
  • Guide service Guide service
  • Travel insurance Travel insurance
  • Concert tickets Concert tickets
  • Hand Luggage Hand Luggage
  • Checked-in Bag Checked-in Bag
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
Price per person Price with deal
  • Location
  • Tour date
    Start date of the trip
    • 00/00/00
    Return
    • 00/00/00