გაატარეთ ახალი წლის დაუვიწყარი დღეები ლოპოტა სპა რეზორტის სადღესასწაულო გარემოში!
ფოტო: Marcin Konsek · CC BY-SA 4.0; Marcin Konsek · CC BY-SA 4.0; Marcin Konsek · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
გაატარეთ ახალი წლის დაუვიწყარი დღეები ლოპოტა სპა რეზორტის სადღესასწაულო გარემოში!
დაიბედეთ მთელი წელი ზღაპარში ცხოვრება!
3 ღამიანი პაკეტი 1 პერსოონაზე
3 ღამიანი პაკეტი 2 პერსონაზე -
3 ღამიანი პაკეტი 3 პერსონაზე -
ბავშვი / დამატებითი პერსონა:
0 - 3 წლის ჩათვლით უფასოდ
4 - 6 წლის ჩათვლით - 1 ღამე / - 3 ღამიანი პაკეტი
7 - 12 წლის ჩათვლით - 1 ღამე / - 3 ღამიანი პაკეტი
13 წლიდან და ზევით - 1 ღამე / - 3ღამიანი პაკეტი
_____________________________________________________
განთავსება 3 ღამით
3 დღიანი საახალწლო პროგრამის სრულ პაკეტს
ახალი წლის გალა ვახშამზე წითელ და თეთრ ღვინოს
ბავშვებისთვის გასართობ პროგრამას
სამჯერად კვებას
ტერიტორიაზე არსებულ გასართობ საშუალებას: ცხენებით სეირნობა, წყლის ველოსიპედები, საბილიარდო, მაგიდის ფეხბურთი, მინი გოლფი, ჩოგბურთი, კალათბურთი, ფრენბურთი, კარაოკე, ბავშვთა კლუბი.
*ექსკლუზიური შემოთავაზება ვრცელდება მხოლოდ უცხოელ სტუმრებზე .
თბილისი — რა ტურებს გთავაზობთ
თბილისში გთავაზობთ ექსკურსიას გიდით ძველ ქალაქში, აბანოთუბანში და ნარიყალაზე, ასევე შაბათ-კვირის პაკეტს სასტუმროთი რეგიონიდან ჩამოსულთათვის. თუ გინდათ, ერთდღიან გასვლას მცხეთაში ან კახეთში დაგიმატებთ — ყველაფერს თქვენს დღეებზე მოვარგებთ.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა აპრილი–მაისი და სექტემბერი–ოქტომბერი: 18–25°, ძველ ქალაქსა და მთაწმინდაზე ფეხით სიარული სასიამოვნოა. ოქტომბერში თბილისობა იმართება — ქუჩის ფესტივალი ახალი ღვინითა და მწვადით.
ივლისი–აგვისტო: 33–38°, ასფალტი ცხელა; დღისით სჯობს მუზეუმები და საღამოს გასეირნება, ან კუს ტბა და თბილისის ზღვა.
ზამთარი რბილია, იშვიათად თოვს; დეკემბერში რუსთაველზე და ქალაქის ცენტრში საახალწლო ბაზრობები იმართება.
რა ვნახოთ
- ძველი თბილისი და აბანოთუბანი — გოგირდის აბანოები აგურის გუმბათებით, ლეღვთახევის ჩანჩქერი და მეიდანი
- ნარიყალა — IV საუკუნიდან ცნობილი ციხე, რიყის პარკიდან საბაგიროთი ადიხართ; იქვე ქართლის დედა და ბოტანიკური ბაღი
- მთაწმინდა — ფუნიკულიორი, გასართობი პარკი და ქალაქის საუკეთესო ხედი; ქვემოთ მამადავითის ეკლესია და პანთეონი
- რუსთაველის გამზირი — ოპერა, პარლამენტი და ეროვნული მუზეუმი კოლხური ოქრომჭედლობის კოლექციით
- სოლოლაკი — XIX საუკუნის სახლები მოხატული სადარბაზოებით, ხის აივნები და შიდა ეზოები
- მშრალი ხიდის ბაზრობა — ძველი ნივთები, საბჭოთა სუვენირები და ნახატები; ყველაზე ხალხმრავალია შაბათ-კვირას
როგორ მივიდეთ
ბათუმიდან Stadler-ის მატარებლით დაახლოებით 5 საათია, მანქანით რიკოთის ახალი გზით — 360 კმ-მდე და 5 საათამდე; ქუთაისიდან 230 კმ (3 საათამდე). თბილისის აეროპორტი ცენტრიდან 17 კმ-შია: ავტობუსით 337 დაახლოებით 40–60 წუთი, ტაქსით — 20–30 წუთი.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: მეტროს ორი ხაზი, ავტობუსები და მიკროავტობუსები ერთი ბარათით (Metromoney) ან საბანკო ბარათით; ტაქსის გამოძახება აპლიკაციით იაფია.
სად დავრჩეთ: ძველი თბილისი, სოლოლაკი და ვერა — ფეხით სავალ მანძილზე ყველაფერთან; ვაკე უფრო მშვიდია.
რა წავიღოთ: კომფორტული ფეხსაცმელი — ძველ ქალაქში დაღმართები და ქვაფენილია; ზაფხულში წყალი და ქუდი.
კავშირი: ინტერნეტი ყველგან კარგად მუშაობს, კაფეების უმეტესობაში უფასო Wi-Fi-ა.