national delicacy

საქართველოს მომხიბლავი ბუნება და კულტურა

  • ID: 10310
  • ნახვები: 11653
complogo
ნიუ თრეველ ტურს
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 00/00/00
    დაბრუნება
    • 00/00/00
დამატებითი ინფორმაცია

1დღე.

ჩამოსვლა თბილისის აეროპორტში, სადაც დაგხვდებიან კომპანიის წარმომადგენლები. სასტუმროში განთავსება. ღამისთევა თბილისში.

2დღე.

თბილისის ღირშესანიშნაობების დათვალიერება: გვექნება საფეხმავლო ტური, რომლის ფარგლებში მოვინახულებთ სამების საკათედრო ტაძარს, მეტეხის ტაძარს, ნარიყალის ციხეს, ძველი თბილისის ქუჩებსა და ბოტანიკურ ბაღს.  ღამისთევა თბილისში.

3დღე.

 გამგზავრება ქალაქ მცხეთაში,  რომელსაც უკავშირდება ქართველი ერის სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბება და აქედან იწყება ქრისტიანობის ისტორია.  მოვინახულებთ სვეტიხოველს, ჯვრის მონასტერს. შემდეგ გავემგზავრებით გორში, სადაც მოვინახულებთ ანტიკურ ქალაქ უფლისციხესა და  საბჭოთა კავშირის ლიდერის სტალინის სახლ-მუზეუმს.  დაბრუნება დაბინავება თბილისში.

4დღე.

გამგზავრება ქუთაისში. აქ მოვინახულებთ მოწამეთას ტაძარს, სადაც დასვენებულია სამშობლოსა და სარწმუნოებისთვის თავდადებული წმინდანების - დავითისა და კონსტანტინეს უხრწნელი ნეშტები.  ვეწვევით გელათს, სადაც დასაფლავებულია სრულიად საქართველოს თითქმის ყველა მეფე;  ასევე ქართული არქიტექტურის ისტორიაში განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ბაგრატის ტაძარს; დავათვალიერებთ სათაფლიის ნაკრძალს, სადაც აღმოჩენილია მტაცებელი და ბალახიჭამია დინოზავრების 200-მდე ნაკვალევი. დაბინავება ქუთაისში

5დღე.

გავემგზავრებით მესტიაში, სადაც კარგადაა შემონახული შუა საუკუნეების საერო, საკულტო და თავდაცვითი ნაგებობები. დავათვალიერებთ  ეთნოგრაფიულ მუზეუმს, ვეწვევით ჰაწვალის მთას და საბაგიროს მეშვეობით დავათვალიერებთ მის ულამაზეს ხედებს.  დაბინავება მესტიაში

6დღე.

გამგზავრება უშგულში, რომელიც წარმოადგენს ყველაზე მაღალ მთიან დასახლებას ევროპაში. მთელი სოფელი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებშია შეტანილი.  მოვინახულებთ თამარ მეფის საზაფხულო და საზამთრო კოშკებს, მაცხოვრის სახელობის ეკლესიას. დაბრუნება და დაბინავება მესტიაში.

7დღე.

გამგზავრება ბათუმში, რომელიც ერთ-ერთი მოთხოვნადი ტურისტული ადგილია საქართველოში, დავათვალიერებთ შავი ზღვის სანაპიროს, ბათუმის ძველ და ახალ ბულვარს, პიაცა მოედანს, ბათუმის პორტს, ანბანის კოშკს, დაბინავება ბათუმში

8დღე.

 გამომგზავრება თბილისში. თავისუფალი დრო, გამოსამშვიდობებელი საღამო და ვახშამი რესტორანში. ღამისთევა თბილისში.

9დღე.

აეროპორტში გაცილება და გამგზავრება.

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე1 296.00
ნიუ თრეველ ტურს
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 00/00/00
    დაბრუნება
    • 00/00/00