1დღე
ღვინის ტურს დავიწყებთ თბილისიდან, სადაც მოვინახულებთ კონიაკის ქარხანა „სარაჯიშვილს“, რომელსაც ორსაუკუნოვანი ისტორია აქვს და ცქრიალა ღვინის ქარხანა „ბაგრატიონს“. აქ დავაგემოვნებთ სხვადასხვა სახის ღვინოებს და გავეცნობით მათი შექმნის პროცესს. შემდეგ გავემგზავრებით კახეთში, რომელიც მევენახეობისა და მეღვინეობის ერთ-ერთ უძველეს კერას წარმოადგენს. გზად მოვინახულებთ ახალი შუამთის (XVIსს) მნიშვნელოვან არქიტექტურულ ძეგლს, რომელიც ცივგომბორის მთაზე, ზღვის დონიდან დაახლოებით 1015 მეტრზე მდებარეობს. ამის შემდეგ ვეწვევით რესტორან „კახურ ეზოს“ თელავში, რომლის ტერიტორიაზე განლაგებულია ტრადიციული მარანი 20-მდე სხვადასხვა ზომის ქვევრით და დიდი სადეგუსტაციო დარბაზით. სადილის შემდეგ ტურს გავაგრძელებთ ქ.სიღნაღში, სადაც დავტკბებით მისი ულამაზესი ძველი ქუჩებითა და ხედებით. დაბინავება სიღნაღში.
2დღე
სიღნაღში ვეწვევით მუზეუმს, სადაც დაცულია სიღნაღის ქალაქური ყოფისათვის დამახასიათებელი მდიდარი სამუზეუმო მასალა: ოქრომჭედლობის შესანიშნავი ნიმუშები, ხელოსნობის სხვადასხვა დარგის სამუშაო იარაღები, მუსიკალური საკრავები და სხვ. გავემგზავრებით ბოდბეში, მოვინახულებთ წმინდა ნინოს მონასტერს- სადაც გადმოცემით დაკრძალულია წმ.ნინო. მონასტერთან მოედინება ორი წყარო, ერთ-ერთ მათგანს “წმინდა ნინოს წყაროს“ ეძახიან, რომელსაც ნაკურთხი წყლის ძალა აქვს. შემდეგ გავემგზავრებით სოფელ ჩუმლაყში, ვეწვევით ოჯახური ტიპის მარანს, სადაც დაგხვდებათ ისტორიული კახეთის მხარისათვის დამახასიათებელი გულწრფელი გლეხური გარემო და ატმოსფერო. ვისადილებთ ეროვნულ სამოსში - ჩოხა-ახალუხში ჩაცმულ თამადასთან ერთად, დააგემოვნებთ ჭაჭასა და ღვინოს, მონაწილეობას მიიღებთ თათარის გაკეთებისა და ჩურჩხელების ამოვლების პროცესში, გაეცნობით ქართული ვაზის ჯიშებს და საუკეთესო ემოციებით დატვირთული გამოვემგზავრებით თბილისში.
ტურისტის რაოდენობა | ფასი 1კაცზე ორ ადგილიან ნომერში | სატრანსპორტო საშუალება |
2 | car | |
4-6 | Mini van | |
8-10 | Mini bus | |
12-14 | Mini bus | |
16-18 | Mini bus | |
20-22 | Mini bus |