თბილისობა 2015 - ყოველწლიური ფესტივალი
17-18.10.2015
4 დღე /3 ღამე
თბილისი - მცხეთა - თბილისი
„თბილისობა“ — ყოველწლიური საშემოდგომო დღესასწაული ქალაქ თბილისში. ტრადიციულად, დღესასწაული ოქტომბრის ბოლო (ან ბოლოსწინა) შაბათ-კვირას ტარდება და ორ დღეს გრძელდება. ფესტივალის ფარგლებში ეწყობა სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, სპორტული შეჯიბრებები, ქართული და ეთნიკური უმცირესობების ხალხური შემოქმედების კონცერტები და გამოფენა-გაყიდვები, სასოფლო-სამეურნეო ბაზრობები. ღონისძიებების ეპიცენტრია ძველი თბილისი — დედაქალაქის ისტორიული ნაწილი.