მაროკო
მარაქეში: ტურები, ფასები და რჩევები
წითელი გალავნით შემოსაზღვრული მედინა, ბაზრების ლაბირინთი და ჯემაა-ელ-ფნაას მოედანი, სადაც საღამოს მთელი ქალაქი იკრიბება. თბილისიდან — გადაჯდომით, დაახლოებით 9 საათი.
- ვიზასაჭიროა
- ფრენა9 სთ
- ვალუტაMAD
- სეზონიმარ, აპრ, ოქტ, ნოე
- დროის სხვაობა-4 სთ
მარაქეში
მოქმედი შეთავაზებები
მოქმედი შეთავაზება ახლა არ არის
მოგვწერე — შეგირჩევთ ტურს შენს თარიღებზე და ბიუჯეტზე
როდის წავიდეთ
იანთებმარაპრმაიივნივლაგვსექოქტნოედეკ
საუკეთესო კარგი
საუკეთესოა მარტი–აპრილი და ოქტომბერი–ნოემბერი: დღისით 22–28°, ატლასის მთებზე ზოგჯერ ჯერ კიდევ თოვლია.
ივნისიდან სექტემბრამდე სიცხე 38–40°-ს აღწევს — ქალაქში სეირნობა მხოლოდ დილით და საღამოთია შესაძლებელი.
ზამთარში დღე თბილი და მზიანია (18–20°), ღამით კი 5°-მდე ცივდება, ამიტომ თბილი ტანსაცმელიც წაიღეთ.
ივნისიდან სექტემბრამდე სიცხე 38–40°-ს აღწევს — ქალაქში სეირნობა მხოლოდ დილით და საღამოთია შესაძლებელი.
ზამთარში დღე თბილი და მზიანია (18–20°), ღამით კი 5°-მდე ცივდება, ამიტომ თბილი ტანსაცმელიც წაიღეთ.
პრაქტიკული ინფორმაცია
ვიზა: საქართველოს მოქალაქეს სჭირდება — წინასწარ, მაროკოს საელჩოს ან საკონსულოს მეშვეობით. ვადები და დოკუმენტების სია განაცხადამდე გადაამოწმეთ.
ვალუტა: მაროკოს დირჰამი; ქვეყნიდან გატანა არ შეიძლება, ამიტომ ადგილზე ცვლიან. ბაზარში მხოლოდ ნაღდი ფული მიდის.
ენა: არაბული და ბერბერული; ფრანგული ყველგან ესმით, ინგლისური — სასტუმროებსა და ტურისტულ ადგილებში.
გადაადგილება: მედინა ფეხით დაიარება; ტაქსიში ფასი ჩაჯდომამდე შეათანხმეთ.
დრო: თბილისზე 3 საათით უკან (რამადანის თვეში — 4 საათით).

როგორ მივიდეთ
თბილისიდან პირდაპირი რეისი არ არის: ჩვეულებრივ გადაჯდომით სტამბოლში ან კასაბლანკაში. მენარას აეროპორტი ცენტრიდან 6 კმ-შია, ტაქსით 15–20 წუთი.
რა ვნახოთ
- 1ჯემაა-ელ-ფნაამთავარი მოედანი: დღისით ფორთოხლის წვენი და ჟონგლიორები, საღამოს — ქუჩის საჭმლის ათობით ჯიხური
- 2სუკებიმედინას ბაზრები ხალიჩებით, ტყავით, სანელებლებით და ლითონის ფარნებით; ვაჭრობა ჩვეულებრივი ამბავია
- 3ქუთუბიას მეჩეთიXII საუკუნის 77-მეტრიანი მინარეთი, ქალაქის მთავარი ორიენტირი
- 4ბაჰიას სასახლეXIX საუკუნის სასახლე მოზაიკით, მოჩუქურთმებული ხის ჭერითა და შიდა ეზოებით
- 5მაჟორელის ბაღილურჯი ვილა კაქტუსებით; გვერდით ივ სენ-ლორანის მუზეუმია
- 6ბენ-იუსუფის მედრესეძველი სასულიერო სკოლა მოჩუქურთმებული ეზოთი
- 7ატლასის მთები და აგაფაის უდაბნოერთდღიანი გასვლა ქალაქიდან 40–60 კმ-ში
მარაქეში
ხშირი კითხვები
სჭირდება თუ არა საქართველოს მოქალაქეს ვიზა მაროკოში?
დიახ, ვიზა წინასწარ უნდა გაიხსნას. განაცხადი რამდენიმე კვირით ადრე შეიტანეთ, რადგან განხილვას დრო სჭირდება.
რამდენი დღე სჭირდება მარაქეშს?
3–4 დღე მედინასა და სასახლეებისთვის, კიდევ ერთი-ორი — ატლასის მთებისთვის ან უდაბნოსთვის. ხშირად მარაქეშს ესავირასთან ან კასაბლანკასთან აერთიანებენ.
როგორ ჩავიცვა?
მედინაში მხრებისა და მუხლების დაფარვა სჯობს. სასტუმროსა და აუზთან ჩვეულებრივად შეგიძლიათ ჩაიცვათ.
უსაფრთხოა მარაქეში?
ზოგადად, დიახ. მთავარი პრობლემა აბეზარი „გიდები“ და ფასის გაბერვაა — თავაზიანად უარი უთხარით და ფასი ყოველთვის წინასწარ შეათანხმეთ.