ფოტო: Petar Milošević · CC BY-SA 4.0
საზღვარგარეთ
მაროკო: ტურები, ფასები და რჩევები
მარაქეშის ბაზრები, ფესის შუასაუკუნეების მედინა, ატლასის მთები და ღამე საჰარის ბანაკში. თბილისიდან გადაჯდომით, ჩვეულებრივ სტამბოლის გავლით, გზას დაახლოებით 9–10 საათი სჭირდება.
- ვიზასაჭიროა
- ფრენა9 სთ
- ვალუტაMAD
- სეზონიმარ, აპრ, მაი, ოქტ, ნოე
- დროის სხვაობა-4 სთ
მაროკო
მოქმედი შეთავაზებები
მოქმედი შეთავაზება ახლა არ არის
მოგვწერე — შეგირჩევთ ტურს შენს თარიღებზე და ბიუჯეტზე
მაროკო
ქალაქები და კურორტები
როდის წავიდეთ
იანთებმარაპრმაიივნივლაგვსექოქტნოედეკ
საუკეთესო კარგი
საუკეთესოა მარტი–მაისი და ოქტომბერი–ნოემბერი: მარაქეშსა და ფესში 22–28°, უდაბნოში დღისით თბილა, ღამით გრილა.
ივნისი–აგვისტო: შიდა ქალაქებში და საჰარაში 38–45°; ამ დროს ჯობს ატლანტიკის სანაპირო — ესაუირა და აგადირი, სადაც ოკეანის ქარი აგრილებს.
დეკემბერი–თებერვალი: დღისით 18–20°, ღამით 5°-მდე ცივდება, ატლასზე თოვლი დევს. რამადანის თვეში ბევრი კაფე დღისით დაკეტილია.

პრაქტიკული ინფორმაცია
ვიზა: საქართველოს მოქალაქეს ვიზა სჭირდება და წინასწარ უნდა აიღოს; განაცხადის წესი და ვადები ჯავშნამდე დააზუსტეთ. პასპორტი უნდა მოქმედებდეს მინიმუმ 6 თვე.
ვალუტა: მაროკოული დირჰამი (MAD). ქვეყნის გარეთ თითქმის არ იცვლება — ევრო ან დოლარი წაიღეთ და ადგილზე გადაცვალეთ. ბაზრებსა და ტაქსიში ნაღდი ფულია საჭირო, ვაჭრობა ჩვეულებრივი ამბავია.
ენა: არაბული და ბერბერული; ფრანგული ყველგან გაიგებენ, ტურისტულ ადგილებში — ინგლისურსაც.
გადაადგილება: კასაბლანკას, მარაქეშს, რაბატს, ფესსა და ტანჟერს შორის მატარებელი დადის (ტანჟერი–კასაბლანკა — ჩქაროსნული Al Boraq); უდაბნოსა და მთებში — ექსკურსიით ან მძღოლით.
დრო: თბილისზე 3 საათით უკან; რამადანის თვეში — 4 საათით.

როგორ მივიდეთ
თბილისიდან მაროკოში პირდაპირი რეისი არ არის. ყველაზე მოსახერხებელია სტამბოლის გავლით კასაბლანკაში ან მარაქეშში; სხვა ვარიანტებია დოჰა, დუბაი ან ევროპის ქალაქები. მარაქეშის მენარას აეროპორტი მედინიდან 6 კმ-შია (15–20 წუთი), კასაბლანკის აეროპორტიდან ცენტრამდე მატარებლით დაახლოებით 40 წუთია.
რა ვნახოთ
- 1მარაქეშიჯამაა ელ-ფნას მოედანი, რომელიც საღამოობით ბაზრად და ღია სამზარეულოდ იქცევა, მაჟორელის ბაღი და მედინის სუკები
- 2ფესიფეს ელ-ბალი, მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ძველი მედინა ათასობით ვიწრო ქუჩით და ტყავის საღებავი ქარხნები
- 3შეფშაუენირიფის მთებში ჩაკარგული ქალაქი ცისფრად შეღებილი სახლებით
- 4საჰარა, მერზუგაერგ-შების დიუნები, აქლემით გასეირნება და ღამე უდაბნოს ბანაკში; მარაქეშიდან 2–3-დღიანი ტურია
- 5ჰასან II-ის მეჩეთი, კასაბლანკაოკეანის პირას აშენებული უზარმაზარი მეჩეთი, შიგნით გიდთან ერთად შეიძლება შესვლა
- 6აიტ-ბენჰადუთიხის ციხე-სოფელი ატლასის ძირში, სადაც ბევრი ცნობილი ფილმი გადაიღეს
- 7ესაუირაქარიანი სანაპირო ქალაქი თეთრი გალავნით, თევზის ბაზრით და სერფინგით
მაროკო
ხშირი კითხვები
სჭირდება თუ არა საქართველოს მოქალაქეს ვიზა მაროკოში?
კი, ვიზა წინასწარ არის საჭირო. ჯავშანამდე დააზუსტეთ განაცხადის მიმდინარე წესი და ვადა — საბუთების მომზადებაში დაგეხმარებით.
რამდენი დღეა საჭირო?
მარაქეშისა და უდაბნოსთვის მინიმუმ 5–6 დღე; ფესისა და შეფშაუენის დამატებით — 8–10 დღე. ქალაქებს შორის მანძილები დიდია.
უსაფრთხოა თუ არა მაროკო?
ტურისტული მარშრუტები ზოგადად მშვიდია. მედინებში უფრო ხშირად თავს მოგახვევენ გიდობას ან მაღაზიაში შეყვანას — თავაზიანი უარი საკმარისია; ჯიბეს მიხედეთ ხალხმრავალ ადგილებში.
როგორ ჩავიცვა?
ქალაქებსა და სოფლებში ჯობს მხრები და მუხლები დაფარული იყოს, განსაკუთრებით ქალებისთვის. უდაბნოსთვის თბილი ტანსაცმელი წაიღეთ — ღამით ძალიან ცივა.
ძვირია თუ არა მაროკო?
საჭმელი და ტრანსპორტი იაფია: სადილი ადგილობრივ კაფეში დაახლოებით 5–10 ევრო. ძვირი მხოლოდ მარაქეშის ტურისტული რესტორნები და კარგი რიადებია.