national delicacy

Wine Space

  • ID: 2324
დამატებითი ინფორმაცია

Wine Space - ვაინ სფეისი - არის რაჭაში, ამბროლაურის რაიონ სოფელ სადმელში, ერთ სივრცეში არსებული ბუტიკ სასტუმრო და გლემფინგ კოტეჯი, რომელიც ულამაზეს ადგილას, ხვანჭკარის მიკროზონაში, მდებარეობს. 
100 წლის შენობა, საუკუნოვან ღია მარანთან ერთად, რენოვაციის შემდეგ უნიკალური და დახვეწილი დიზაინის მქონე თანამედროვე და კომფორტულ სასტუმროდ იქცა. 
Wine Space შესაძლებლობას აძლევს ვიზიტორებს, აირჩიონ სამი განსხვავებული ნომერი (Cozy Classic, Standard, Lux) რომელიც აკმაყოფილებს სასტუმროს სტანდარტებს. ამასთანავე, სტუმრებს შეუძლიათ ისარგებლონ გლემფინგ კოტეჯით, რომელიც მოიცავს 40 კვ/მ-ს და გათვლილია 4 პერსონაზე (გლამპინგური ტიპის ნაგებობა წარმოადგენს ნახევარსფეროს ფორმის კოტეჯს, რომელიც აშენებულია მეტალის კონსტრუქციით და აქვს ტენტის ტიპის გადახურვა, კოტეჯის შიდა სივრცეში შექმნილია ყველა პირობა, რაც შეიძლება ჰქონდეს მაღალი დონის სასტუმროს).
ყველა ნომერი, კოტეჯის ჩათვლით, უზრუნველყოფილია ინდივიდუალური სველი წერტილით და გამოირჩევა საოცარი პანორამული ხედის ტერასით.

  • yes Wi-Fi
  • yes უფასო ავტოსადგომი
  • yes საოჯახო ოთახები
  • yes ტერასა
  • yes სამრეცხაო
  • yes შინაური ცხოველების დაშვება
ფასიgel 90