ბუდაპეშტი: ტურები, ფასები და რჩევები
დუნაის ორ ნაპირზე გაშლილი ქალაქი თერმული აბანოებით, პარლამენტით და ნანგრევ-ბარებით. ქუთაისიდან პირდაპირი ფრენა დაახლოებით 3,5 საათია.
- ვიზაარ სჭირდება
- ფრენა3,5 სთ · პირდაპირი
- ვალუტაHUF
- სეზონიაპრ, მაი, სექ, ოქტ
- დროის სხვაობა-3 სთ
მოქმედი შეთავაზებები
5 შეთავაზება · 790 ₾ -დან
ბოლო შეთავაზებები
ეს ტურები დასრულდა — მსგავსს ახალ თარიღზე მოგიწყობთ.
მიმოხილვა
ბუდაპეშტი ძალიან ლამაზი, პატარა და ფეხით მოსიარულეთა ქალაქია, რომელიც ყოველდღიურად ბევრი მოგზაურის გულს იპყრობს.
ის ორ ნაწილად იყოფა: მდ.დუნაის მარჯვენა სანაპიროზე განლაგებულია „ძველი ქალაქი“ ანუ ბუდა, ხოლო მარცხენა სანაპიროზე პეშტის მხარე მდებარეობს.
ბუდაპეშტში არსებული ბევრი შენობა-ნაგებობა მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი, ასევე UNESCO იცავს ბუდაპეშტის ბუდას სასახლის უბანს, ბუდაპეშტის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს, გელერტის აბანოებს (უნგრეთი მდიდარია მინერალური წყლებით), უნგრეთის პარლამენტს, ასი წლის მეტროს და სხვა ძეგლებს.
ბუდაპეშტში მოხვედრა შეგიძლიათ სულ რაღაც 3 საათში და 15 წუთში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან.
გთავაზობთ იმ ღირსშესანიშნაობების ჩამონათვალს, რომლებიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ ბუდაპეშტის ვიზიტისას:
უნგრეთის პარლამანეტი
უნგრეთის პარლამენტი ნეო-გოთიკურ სტილშია აშენებული, ის მდ.დუნაის სანაპიროზე მდებარეობს. მისი მშენებლობისას, ის მსოფლიოს ყველაზე დიდი საპარლამენტო შენობა იყო. პარლამენტის შენობაში ინახება 1000 წლიანი სამეფო გვირგვინი, სამეფო ძვირფასეულობა, შენობა უნგრეთის 16 მეფის ქანდაკებითაა გარშემორტყმული. შენობის სიგრძე 268 მეტრს შეადგენს, კორიდორების სიგრძე კი, ჯამში დაახლოებით 20 კმ-ს შეადგენს.
წმ. სტეფანეს ბაზილიკა
წმ.სტეფანეს ბაზილიკა რიგით მეორე ყველაზე მაღალი შენობაა ბუდაპეშტში. მას 8500 ადამიანის დატევა შეუძლია, შენობა ნეო-რენესანსული პერიოდის ნაგებობაა. მის შესასვლელთან ულამაზესი სკვერია განლაგებული.
ოპერა
აუცილებლად მოინახულეთ ოპერა, მისი არქიტექტურა და დიზაინი ყველა მნახველს აღაფრთოვანებს
ჯაჭვის ხიდი
ბუდაპეშტში ბევრი ხიდია, მათ შორის ყველაზე ძველი, გამორჩეული და ყველაზე ლამაზი ჯაჭვის ხიდია.
რკინის ფეხსაცმლის მონუმენტი
მდ. დუნაის სანაპიროზე, პარლამენტის შენობასთან ახლოს მდებარეობს რკინის ფეხსაცმლის მონუმენტი. მონუმენტი მეორე მსოფლიო ომის დროს დახვრეტილ ებრაელებს უკავშირდება. წარმოდგენილია სხვადასხვა ასაკის 60-მდე ფეხსაცმელი.
როდის წავიდეთ
ივლისი–აგვისტო ცხელია, 28–33°; სამაგიეროდ ღია აბანოები და დუნაის სანაპირო ბარები სავსეა.
დეკემბერში ვიოროშმარტის მოედანზე და ბაზილიკასთან საშობაო ბაზრობებია. ზამთარში ცივა, მაგრამ ცხელ თერმულ აუზში ყინვაში ჯდომა აქ ცალკე გასართობია.
პრაქტიკული ინფორმაცია
ვალუტა: უნგრული ფორინტი; ევროს ზოგან იღებენ, მაგრამ ცუდი კურსით. ბარათით გადახდა თითქმის ყველგანაა.
ენა: უნგრული; ცენტრში და სასტუმროებში ინგლისურით გაიგებთ.
გადაადგილება: მეტრო, ტრამვაი (ნომერი 2 დუნაის გასწვრივ მიდის) და ავტობუსი; რამდენიმე დღით სჯობს 24- ან 72-საათიანი ბილეთი.
დრო: თბილისზე 3 საათით უკან, ზაფხულში — 2 საათით.
როგორ მივიდეთ
რა ვნახოთ
- 1პარლამენტინეოგოთიკური შენობა დუნაის პირას, შიგნით უნგრეთის გვირგვინი ინახება; ექსკურსიას ადრე დაჯავშნა სჭირდება
- 2ბუდას ციხე-სიმაგრე და მეთევზეთა ბასტიონიძველი ბუდა, საიდანაც მთელი პეშტი და პარლამენტი ჩანს
- 3სეჩენის აბანოყველაზე დიდი თერმული აბანო ღია ყვითელ შენობაში; გელერტის აბანო მას უფრო ძველი, არტ-ნუვოს ინტერიერით ეცილება
- 4ჯაჭვის ხიდიქალაქის პირველი მუდმივი ხიდი, საღამოს განათებით
- 5წმინდა სტეფანეს ბაზილიკაგუმბათზე ასვლა შეიძლება
- 6ებრაული უბანი და ნანგრევ-ბარებიSzimpla Kert და სხვა ბარები მიტოვებულ სახლებში
- 7დიდი ბაზრობაპაპრიკა, სალიამი, ლანგოში და ტოკაის ღვინო