სამცხე-ჯავახეთი
აბასთუმანი: ტურები, ფასები და რჩევები
ძველი სამთო კურორტი ფიჭვნარით დაფარულ ხეობაში, 1300 მეტრზე, ყანობილის ობსერვატორიით და რომანოვების დროინდელი ვილებით. ახალციხიდან 28 კმ-ია, თბილისიდან — დაახლოებით 230 კმ.
- ვალუტაGEL
- სეზონიივნ, ივლ, აგვ, სექ
- დროის სხვაობა0 სთ
აბასთუმანი
მოქმედი შეთავაზებები
მოქმედი შეთავაზება ახლა არ არის
მოგვწერე — შეგირჩევთ ტურს შენს თარიღებზე და ბიუჯეტზე
როდის წავიდეთ
იანთებმარაპრმაიივნივლაგვსექოქტნოედეკ
საუკეთესო კარგი
საუკეთესოა ივნისი–სექტემბერი: დღისით 22–26°, ღამით გრილა, ჰაერი ფიჭვის სუნითაა სავსე.
მაისსა და ოქტომბერში მშვიდია, მაგრამ საღამოები ცივია; ზამთარში თოვლიანია და ზეკარის უღელტეხილის გზა ჩაკეტილია.
მაისსა და ოქტომბერში მშვიდია, მაგრამ საღამოები ცივია; ზამთარში თოვლიანია და ზეკარის უღელტეხილის გზა ჩაკეტილია.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან ბორჯომისა და ახალციხის გავლით, ბოლომდე ასფალტით.
სად დავრჩეთ: განახლებული სასტუმროები და საოჯახო გესტჰაუსები ხეობის გასწვრივ.
რა წავიღოთ: თბილი სამოსი ზაფხულის საღამოებისთვისაც; ობსერვატორიაში ღამის ვიზიტზე — ქურთუკი.
კავშირი: ცენტრში ინტერნეტი კარგია, ტყის ბილიკებზე — არასტაბილური.
სად დავრჩეთ: განახლებული სასტუმროები და საოჯახო გესტჰაუსები ხეობის გასწვრივ.
რა წავიღოთ: თბილი სამოსი ზაფხულის საღამოებისთვისაც; ობსერვატორიაში ღამის ვიზიტზე — ქურთუკი.
კავშირი: ცენტრში ინტერნეტი კარგია, ტყის ბილიკებზე — არასტაბილური.
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან ბორჯომისა და ახალციხის გზით დაახლოებით 230 კმ-ია, 3,5 საათამდე. მარშრუტკა ახალციხიდან დადის; ზეკარის უღელტეხილით ბაღდათიდან ჩამოსვლა ზაფხულშია შესაძლებელი და აბასთუმნის მხარეს გრუნტის გზაა — მაღალი გამავლობის მანქანა სჭირდება.
რა ვნახოთ
- 1ყანობილის ობსერვატორია1932 წლის ასტროფიზიკური ობსერვატორია მთაზე, ტელესკოპებით და ხეობის ხედით
- 2ალექსანდრე ნეველის ეკლესიაXIX საუკუნის ტაძარი მიხეილ ნესტეროვის მოხატულობით
- 3რომანოვების სასახლე და ვილებიკურორტის ძველი ნაწილი, როცა აქ რუსი მეფისწული ცხოვრობდა
- 4ზეკარის უღელტეხილიალპური საძოვრები 2100 მეტრზე, ბაღდათისკენ მიმავალ გზაზე
- 5ფიჭვნარის ბილიკებიხეობის ფერდობებზე, ცენტრიდან ფეხით
აბასთუმანი
ხშირი კითხვები
შეიძლება თუ არა ობსერვატორიაში ღამით ასვლა?
ობსერვატორია ღამის ექსკურსიებს ატარებს, ტელესკოპით ცის დათვალიერებით. წინასწარ დაზუსტება სჯობს — ამინდზე და სეზონზეა დამოკიდებული.
გამოდგება ზეკარის გზა ჩვეულებრივი მანქანისთვის?
ბაღდათის მხარე ასფალტია, მაგრამ უღელტეხილიდან აბასთუმნამდე ჯერ გრუნტია. ჩვეულებრივი მანქანით ჯობს ახალციხის გზით მოხვიდეთ.
რამდენი დღე ღირს აქ დარჩენა?
ერთი ღამე ობსერვატორიისა და ეკლესიისთვის საკმარისია. ჰაერისა და ტყეში სეირნობისთვის ხალხი აქ ხშირად ერთი კვირით ჩერდება.