ვენა: ტურები, ფასები და რჩევები
ჰაბსბურგების სასახლეები, კლიმტის ნახატები, ოპერა და ძველი ყავახანები — ყველაფერი ფეხით სავალ მანძილზე. თბილისიდან პირდაპირი ფრენა დაახლოებით 3,5 საათია.
- ვიზაარ სჭირდება
- ფრენა3,5 სთ · პირდაპირი
- ვალუტაEUR
- სეზონიაპრ, მაი, სექ, ოქტ
- დროის სხვაობა-3 სთ
მოქმედი შეთავაზებები
2 შეთავაზება · 1 190 ₾ -დან
მიმოხილვა
ვენა მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. დღეს ვენა ვალსის, ხელოვნების, მუსიკის ქალაქია, დიდი ტაძრებით, მდიდრული რეზიდენციებით, საოპერო სახლებით, თეატრებით და მუზეუმებით.
ვენაში მოხვედრა შეგიძლიათ სულ რაღაც 3 საათში და 30 წუთში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან.
წმინდა სტეფანეს ტაძარი – ქალაქისა და მთელი ავსტრიის სიმბოლო ეს ნაგებობაც ჰაბსბურგების ეპოქას ეკუთვნის, ის მე-12 საუკუნეში ააგეს.
წმინდა კარლოსის ეკლესია- რომელიც შავი ჭირისგან დამცველად მიიჩნეოდა. ის მე-18 საუკუნეს ეკუთვნის.
ვენის ოპერა – მსოფლიოს გამორჩეული თეატრი.
ავსტრიის პარლამენტის შენობია
ხოფბურგი – ჰაბსბურგების საიმპერატორო ოჯახის ერთ-ერთი რეზიდენცია, ამჟამად პრეზიდენტის სასახლე. აქ 2600 ოთახია: უამრავი ბიბლიოთეკა, ღვინის სარდაფი და სამეჯლისო დარბაზები.
ბელვედერი – ბაროკოს სტილის სასახლე კომპლექსი, რომელიც XVIII საუკუნეშია აგებული. აქ თქვენ შეგიძლიათ იხილოთ კლიმტის ცნობილი „კოცნა“.
შონბრუნი – ჰაბსბურგების კიდევ ერთი რეზიდენცია. სასახლის ეზოშია მსოფლიოში უძველესი ზოოპარკი, რომელიც 1752 წელს დაარსდა.
ვენის რატუშა – ქალაქის კიდევ ერთი სიმბოლო. ნეოგოთიკური სტილის შენობა რინგშტრასეზე
ავსტრიული დესერტები ქვეყნის კიდევ ერთი სიამაყეა. ზახერია - შოკოლადის ტორტი გარგის სიგთავსით, რომლის რეცეპტი დღემდე საიდუმლოდ რჩება და ყველაზე ცნობილი და საყვარელი ვაშლის შტრუდელი, რომელიც აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ.
როდის წავიდეთ
ივლისი–აგვისტო: 25–30°, ზოგჯერ უფრო ცხელა; ოპერას ამ დროს არდადეგები აქვს.
ნოემბრის შუა რიცხვებიდან შობამდე ქალაქში საშობაო ბაზრობებია, ყველაზე დიდი — რატუშის წინ. იანვარ-თებერვალში ბალების სეზონია, ტემპერატურა 0°-ის ახლოსაა.
პრაქტიკული ინფორმაცია
ვალუტა: ევრო. ბარათს თითქმის ყველგან იღებენ.
ენა: გერმანული (ავსტრიული დიალექტით); ცენტრში ინგლისურით თავისუფლად გაიგებთ.
გადაადგილება: მეტრო (U-Bahn), ტრამვაი და ავტობუსი ერთი ბილეთით; რამდენიმე დღით ჩასვლისას ხელსაყრელია 24-, 48- ან 72-საათიანი ბილეთი.
დრო: თბილისზე 3 საათით უკან, ზაფხულში — 2 საათით.
როგორ მივიდეთ
რა ვნახოთ
- 1შიონბრუნიჰაბსბურგების საზაფხულო რეზიდენცია, დიდი პარკით და გლორიეტით, საიდანაც მთელი ქალაქი ჩანს
- 2ჰოფბურგიიმპერატორების ზამთრის სასახლე, სისის მუზეუმი და ესპანური ცხენოსნობის სკოლა
- 3წმინდა სტეფანეს ტაძარიქალაქის სიმბოლო ფერადი კრამიტის სახურავით; სამხრეთ კოშკზე ასვლა შეიძლება
- 4ბელვედერებაროკოს სასახლე, სადაც კლიმტის „კოცნა“ ინახება
- 5ხელოვნების ისტორიის მუზეუმიბრეიგელის, ველასკესისა და რუბენსის კოლექცია
- 6პრატერიძველი ეშმაკის ბორბალი Riesenrad და დიდი პარკი
- 7ნაშმარკტიბაზარი ქუჩის საჭმლით, ხოლო შაბათობით ძველმანების ბაზრობით