ტურის ფარგლებში ვეწვევით ს ძველ დედაქალაქს - მცხეთას, რომელსაც უკავშირდება ქართველი ერის სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბება და აქედანვე იწყება ქრისტიანობის ისტორია. მცხეთა მეორე იერუსალიმად განიცდებოდა და უმთავრესი მიზეზი ამისა, ცხადია, სვეტიცხოველი იყო - ქალაქის შუაგულში უფლის კვართზე, როგორც უფლის საფლავზე აღმართული. მის მახლობლად მდებარეობს სამთავროსდედათამონასტერი, სადაც დასვენებულია წმ. სასწაულმოქმედი მამის - გაბრიელის ცხედარი. თქვენ მოგეცემათ საშუალება ემთხვიოთ უდიდეს წმინდანს. ქ.მცხეთიდან გავემგზავრებით გორში, სადაც მოვინახულებთ საბჭოთა კავშირის ლიდერის - იოსებ სტალინის სახლ-მუზეუმს. მუზეუმში დაცულია მისი პირადი ნივთები. შემდეგ კი ვეწვევით ანტიკურ ქალაქ უფლისციხეს, რომელიც კლდეშია ნაკვეთი და დავათვალიერებთ მის ქუჩებს, მოედნებს, სხვადასხვა ნაგებობებსა და გალავანს.