national delicacy

მარტვილის კანიონი 1 აგვისტო

  • ID: 8201
  • ნახვები: 12737
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 00/00/00
    დაბრუნება
    • 00/00/00
დამატებითი ინფორმაცია

1 ან 2 აგვისტო - მარტვილის კანიონი - 25ლარი!

ძვირფასო მეგობრებო ჩვენი მოგზაურობა გრძელდება!!!

ჩვენი მორიგი შემოთავაზებაა მარტვილის კანიონი, გთავაზობთ ერთად მოვინახულოთ ეს ერთ-ერთი გამორჩეულად ლამაზი ადგილი და გავატაროთ დაუვიწყარი დრო!!!!

მოსანახულებელი ობიექტები: მარტვილის მონასტერი, გაჭედილის „გოჭკადილის კანიონი“, დადიანების სასახლე (სალხინოში, სურვილისამებრ);

გადაადგილება: კომფორტული მიკრო ავტობუსით;
მანძილი - 600კმ;

შეკრების ადგილი და დრო: 07:00 რესპუბლიკის მოედანი

მოსანახულებელი ობიექტები:
მარტვილის მონასტერი - საიდანაც მთელი იმერეთი და სამეგრელო მოჩანს;

გაჭედილის (გოჭკადილის) კანიონი - ერთ-ერთი ულამაზესი ადგილი საქართველოში; კანიონის სიგრძე 2400მეტრია, ხოლო სიღრმე 20-25მეტრია; კანიონი, უმშვენიერესი ბუნების გარდა, ცნობილია აქ აღმოჩენილი 75მილიონი წლის წინ დედამიწაზე მცხოვრები ცხოველების გაქვავებული ძვლებით; კანიონში გავისეირნებთ ნავებით;
სალხინოს დადიანების სასახლე (სურვილისამებრ) 
გაფრთხილება!!!!
ტურის განმავლობაში იკრძალება ალკოჰოლური სასმელის მიღება, ჯგუფის წევრები გადავაადგილდებით ერთად; წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზარორი იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას;

შენიშვნა: ტური არის მარტივი სირთულის, არ გვიწევს ფეხით გადაადგილება, ყველა ობიექტამდე მივდივართ ტრანსპორტით; თუმცა უნდა ავღნიშნოთ, რომ ტრანსპორტირება საკმაოდ ხანგრძლივია - საშ. 9სთ.

ფასი: 25ლარი;
ტურის ღირეებულებაში შედის:
• გადაადგილება კომფორტული მიკროავტობუსით;
• გამყოლი;

ფასში არ შედის:
ნავის ღირებულება ( მოლაპარაკება ფასზე ხდება ადგილზე, 10-15 ლარი ღირს კაცი ) 
კვება (ყველას მოგვაქვს ინდივიდუალურად)

თანხას ვრიცხავთ შემდეგ პირად ანგარიშზე: GE59TB7923845068100002, 
ჩარიცხვის ბოლო ვადაა ხუთშაბათი 30 ივლისი;
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ გადმორიცხული თანხა უკან არ ბრუნდება ტური რომ არ ჩაიშალოს.
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ პირადში ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 2-306-304,

ად ქართულად

 

 

 

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე25.00
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 00/00/00
    დაბრუნება
    • 00/00/00
შეიძინე სამოგზაურო დაზღვევა
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა