მცხეთა - ს ძველი დედაქალაქი, ადგილი, რომელსაც უკავშირდება ქართველი ერის სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბება. მცხეთიდან იწყება ქრისტიანობის ისტორია ში. მცხეთაშია დაფლული ქრისტიანულ სიწმიდეთა შორის ქართველთათვის უდიდეს - უფლის კვართი.
მცხეთის მშენებლობას გადმოცემა ბიბლიური ნოეს შვილთაშვილს, ქართველთა მითიური წინაპრის ქართლოსის ვაჟს, მცხეთოსს მიაწერს: "და აღაშენა ქალაქი შესაკრებელსა შორის მტკვრისა და არაგვისასა და უწოდა სახელი თვისი მცხეთა. ქალაქი მცხეთა განდიდებულ იყო უმეტეს ყოველთასა და უწოდდეს დედა-ქალაქად" ("ქართლის ცხოვრება").