ივლისი ,პირიქითა ხევსურეთი

ფასიფასი — მოთხოვნით
ID7681

რა შედის

  • კვება
  • ავიაბილეთები
  • ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

ტურის ხანგრძლივობა: 1 დღე

ფასი მოიცავს :

ტრანსპორტირებას

გამყოლის მომსახურებას

მოვინახულებთ:

ჟინვალის წყალსაცავი

კორშა

ბისო

გუდანი

ხახმატი

დათვიჯვრის უღელტეხილი

ლებაისკარის კოშკი

კისტანი

შატილი - მუცო - ანატორის აკლდამები, ლურჯი მთები, ანდაქი, გუროს ნაწვეთრები, ქაჩუს ციხე

საშუალო სირთულე: მარტივი

რისკები, საფრთხეები: მეტისმეტი აღფრთოვანებისგან ფრთების გამოსხმა და "გაფრენა" :D

რა წავიღოთ?

ერთი დღის სამყოფი საკვები და ნახევარი ლიტრი წყალი. (წამოიღეთ პატარა ზურგჩანთით და არა ცელოფნებით და ბაზრის "სეტკებით" ) საწვიმარი, რაიმე თბილი მოსაცმელი .ქუდი და სათვალე მზისგან თავდასაცავად.

რა ჩავიცვათ?

მოხერხებული სალაშქრო ტანისამოსი და სალაშქრო ფეხსაცმელი. (არანაირი წვეტასები, ტყავის შარვლები და ტყავის "კურტკები" ! )

გასათვალისწინებელი პირობები:

არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამ/ნაბახუსევ მდგომარეობაში

არ ვიღებთ ალკოჰოლს სიარულისას/მარშირებისას და ტრანსპორტში !

ასევე აკრძალულია მოწევა ტრანსპორტში !

საკვებს მივირთმევთ ყველა ერთად(გარდა იმ შემთხვევისა, თუ ვინმე შეუძლოდ გახდა)

არ ვყრით ნაგავს!

არ მოგვყავთ შინაური ცხოველები/ფრინველები(არც გარეული)

არ ვსაუბრობთ პოლიტიკაზე და რელიგიაზე.

არ ვბილწსიტყავობთ!

არ ვუხვევთ დაგეგმილ მარშრუტს საკუთარი ნება-სურვილით!

არ ვყოფთ ჯგუფს "კუტოკებად" !

ყველა ერთად ვქმნით მეგობრულ, თბილ იდილიას გუნდში და ვქმომედებთ გუნდურად!

არ ვჭორაობთ სხვა კლუბებზე ან კონკრეტულ პიროვნებებზე!

ვემორჩილებით ორგანიზატორს.

მოცემული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ორგანიზატორი იხსნის ყველანაირ პასუხისმგებლობას/ვალდებულებას მოლაშქრის წინაშე და ურჩი მოლაშქრე გაძევებული იქნება და ვეღარასდროს ვერცერთ ლაშქრობაში ვერ წამოვა........

წამოსვლის არასრულწლოვანმა მსურველმა უნდა თან იყოლიოს მშობელი შეკრების ადგილზე...

ლელა

თენგო

ჩარიცხვის ბოლო დღე პარასკევი, საღამოს 18:00 საათი.

ს ბანკი

ანგარიშის ნომერი: GEL

მიმღები: ლელა წიკლაური

ჩვენი ფონდი " მინიმუმი"

რა არის " მინიმუმი" ?

ეს არის ტურის საფასურს პლიუს ერთი ლარი (მინიმუმ) რაც დაგროვდება ჩვენს ანგარიშზე და ყოველი თვის ბოლოს დაგროვილი თანხით დავეხმარებით გაჭირვებულ ოჯახებს, ბავშვებს, მოხუცებს და მოკლედ ყველას, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება ...

მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.