national delicacy

"ტობავარჩხილი".ტბა,რომელიც უნდა ნახო სანამ ცოცხალი ხარ

  • ID: 7548
  • ნახვები: 26580
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 14/07/21
    დაბრუნება
    • 26/07/15
დამატებითი ინფორმაცია

მოგესალმებით. "ტობას საძმო" გთავაზობთ 5 დღიან ტურს ტობავარჩხილის ულამაზეს ტბებზე.

 „ქ.თბილისი-ს.მუხური-ცაშკიბულის ტობავარჩხილი-ჭითაგვალას ტობავარჩხილი-წაქაწყარი-კალაში-დიდი ღალი-ქ.თბილისი“

  •  ტურის ხანგრძლივობა 5 დღე შეზღუდული სატელეფონო კავშირით.

1. დღე : გავდივართ თბილისიდან დილის 6 საათზე ჩხოროწყუს რაიონის სოფ. მუხურის მიმართულებით(გასვლის ადგილი დაზუსტდება ჯგუფის შეკრების შემდეგ). მგზავრობის დრო - დაახლოებით 5 საათი. ს.მუხურში ვემზადებით სტარტისათვის. მოსამზადებელი პერიოდი - 1 საათი. მგზავრობას ვიწყებთ სამ ხიდიანი ავტომანქანით ურალით. მგზავრობის ხანგრძლივობა - 4-5 საათი. მონაკვეთის სიგრძე შეადგეს 40 კმ-ს (ის ზღ.დ 200მ-დან ვითარდება ზღ.დ 1900 მ-მდე).ურალის ბოლო წერტილამდე მისვლის შემდგომ ფეხით გასავლელი მანძილი - 250მ. ვბანაკდებით ალპურ ზონაში, მეცხვარის ქოხთან, „ნათიფურუს“ მიდამოებში.(ზღვის დონიდან 3000მ). ვანთებთ კოცონს და დროს ვატარებთ შესანიშნავად. 

2. დღე : რაც შეიძლება ადრე „ვარბევთ“ ბანაკს(მცირედი წუწუნი მისაღებია:დ) და დავიძრებით ცაშკიბულის ტობავარჩხილის მიმართულებით. ფეხით სავალი ბილიკი - 8კმ. გზად გავივლით ულამაზეს ხეობასა და ალპურ მდელოებს. მოვინახულებთ მწყემსებსა და მათ ქოხს, შევჩერდებით მცირე ხნით, შემდგომ კი გზას ვაგრძელებთ ტბის მიმართულებით. გზად შესაძლებელია ამინდის ცვლილება-გაუარესება. მაგრამ ნუ შევშინდებით :დ ასევე გავივლით მარად თოვლიან ადგილებს, ზოგი ვისრიალებთ, ზოგი ვიგუნდავებთ, ზოგს ფეხი დაგვიცდება და ესე სიცილ-ხარხარით ჩავალთ ცაშკიბულის ზომოთ ნახსენებ ტბაზე. ამ დროისათვის უკვე ნანახით ემოციური ფონი არის საგრზნობლად მაღალი და ესეთ გარემოში ვშლით კარვებს და ვბანაკდებით.

3. დღე : ვდგებით ჩვენთვის სასურველ დროს და დღეს ვატარებთ ისე როგორ გაგვიხარდება. შესაძლებელია გაიმართოს „სამეფო კარის თამაშობანი“. 

4. დღე : უკვე გადაჩვეულზე ისევ გვიწევს დილით ადრიანად წამოხტომა, (წუწუნი მისაღებია რა თქმა უნდა :დ), აბარგება და მსვლელობის დაწყება „ჭითაგვალას“ ტბისკენ. სავალი მანძილი 3-4 კმ. მოვინახულებთ ასევე „დიდიღალის“, „კალაშისა“ და „წაქაწყარის“ ტბებს. ხოლო საღამოს კი სასიამოვნოდ დაღლილ-დაქანცულები ვუბრუნდებით პირველადი დისლოკაციის „ცაშკიბულის ტბას“ და ვიძინებთ ტკბილი სიზმრებითურთ :)

5. დღე : უკვე შეჩვეულები, თავისუფლად ვდგებით დილაადრიან, ვაწყობთ ბარგი-ბარხანას და ნაცნობი გზების გავლით ისევ ვუბრუნდებით სამანქანო გზას, სადაც დავტოვეთ ურალი და ავიდგით პირველი ნაბიჯები, მაგრამ იქ ურალი არ დაგვხვდება, რადგან დაგროვილი უსაზღვრო გამოცდილებიდან გამომდინარე ვასკვნით რომ იმ დარჩენილი გზის ფეხით გავლა ბევრად უფრო სასიამოვნო და ნაკლებად დამღლელია ვიდრე 3 ხიდიანი მანქანით. არ შეშინდეთ ფერდობების მხოლოდ ჩავლა მოგვიწევს და არა ავლა. ამიტომ მაქსიმუმ 6 საათისთვის ჩავდივართ მდ.ხობისწყლის ნაპირებთან სადაც უკვე გველოდება ძემოთ აღნიშნული ტრანსპორტი, რადგან გზის იმ მონაკვეთის გავლა „ურალთან“ ერთად არის რეკომენდირებული. შემდეგ კი დაახლოებით 40 წუთში ჩვენ თავს ძზამოვყოფთ ს.მუხურში სადაც დაგვხვდება მიკრო ავტობუსი. განვიტვირთებით, მოვეშვებით დავფიქრდებით, გავიხარებთ და გამოვეშურებით უკან თბილისისკენ. :)

რა დაგჭირდებათ:

1. ზურგჩანთა, საძილე ტომარა ე.წ. „პარალონი“ 
2. საწვიმარი. 
3. თბილი ტანსაცმელი და სალაშქრო ბათინქი.. 
4. მზისგან თავდასაცავი საშუალებები. 
5. არაერთჯერადი ჭურჭელი (ღრმა თეფში, ჭიქა, კოვზი).

 -გასვლამდე გვექნება შეკრება და "გაცნობა ფართი" სადაც შევათანხმებთ დეტალებს. 

-რაოდენობაა 20 ადამიანი.

    ფასი 160 ლარი.  

ტურის ღირებულებში შედის:
 

  • სრული მგზავრობა: მგზავრობა თბილისიდან მუხურამდე და უკან, მუხურიდან ურალით ასვლა, ცხენების მომსახურება ტვირთის ასატანად, გიდის მომსახურება.
  • კარვები
  • საკვები: პური, ძეხვი, სოსისი, მდნარი ყველი, უბრალოდ ყველი, სასუპენი, შოკოლადი, ჩაი, ყავა და მრავალი სასუსნავი :* 

 P.S.ასევე თქვენთან გვექნება მსჯელობა და მაქსიმალურად გავითვალისწინებთ თქვენს სურვილებს მენიუს გადახარისხებასთან დაკავშირებით ^_^

მსურველები, დამატებით ინფორმაციაზე დაგვიკავშირდით : 

  • 599 606 206 მათე
  • 597 001 023 კონსტანტინე


იხილეთ ივენთი ფეისბუქზე
https://www.facebook.com/events/948984851838057/

 

 

 

 

 

 

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე160.00
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 14/07/21
    დაბრუნება
    • 26/07/15