national delicacy

4-5 ივლისს ტური რაჭაში,დარჩენილია 4 ადგილი

  • ID: 7450
  • ნახვები: 8171
complogo
მოგზაურობა საქართველოში
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 00/00/00
    დაბრუნება
    • 00/00/00
დამატებითი ინფორმაცია

 მოგესალმებით მეგობრებო ,,მოგზაურობა საქართველოში'' აწყობს 2 დღიან დაუვიწყარ ტურს რაჭაში 4-5 ივლისს.

მოვინახულებთ:
<> ცხრაჯვარს
<> შაორის წყალსაცავს
<> ხარისთვალას ჩანჩქერს
<> ნიკორწმინდის ტაძარს
<> ყინულის გამოქვაბულს
<> ჭელიშის უდაბნოს ( მდინარე შარეულას ხეობა )
<> ბარაკონის ტაძარს 
<> ონის სინაგოგას

<> უწერა ( ბეწვის ხიდი, მჟავე წყლები )

პირველ დღეს მოვინახულებთ: ცხრაჯვარს ( საიდანაც მოწმენდილ ცაზე შავი ზღვა მოჩანს ) შაორის წყალსაცავს, ნიკორწმინდის ტაძარს, ყინულის გამოქვაბულს, ჭელიშის უდაბნოს. საღამოს ჩავალთ ამბროლაურის რაიონში სადაც დავრჩებით საოჯახო სასტუმროში ( სადაც გვექნება ვახშამი, ეზოში შევწვავთ მწვადს, გართობა და ცოტა ალკოჰოლი ) 

მეორე დღეს მოვინახულებთ: ბარაკონის ტაძარს, ონის სინაგოგას, უწერას ( ბეწვის ხიდი, მჟავე წყლები ) ხარისთვალას ჩანჩქერს.

ტურის ღირებულება 55 ლარი
ფასში შედის:

მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით,

სასტუმრო,

გამყოლი,

ფოტო,

სამწვადე.

ფასში არ შედის კვება საკვები თავად მოაქვთ ტურის მონაწილეებს...

გასვლა სამთოქიმიის მიმდებარე ტერიტორიიდან 6:30სთ. გთხოვთ არ დაიგვიანოთ.

ფეხით სასიარულო 10კმ. მარტივი სირთულის. 2 დღეში გასავლელი.

მონაწილეების საყურადღებოდ: არ ვაბინძურებთ გარემოს.

ვემორჩილებით გამყოლს!

მოცემული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამყოლი იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას მოლაშქრეთა წინაშე.

წამომსვლელთა საყურადღებოდ: გადმორიცხული თანხა ტურის ჩატარებამდე 2 დღით ადრე უკან აღარ ბრუნდება (ტური რომ არ ჩაიშალოს).

სიაში ჩაწერა დაწყებულია და კითხვებისათვის ან სიაში ჩასაწერად უნდა დამიკავშირდით 571 95 22 55 : 593 17 27 63 ან მოგვწეროთ facebook-ზე

https://www.facebook.com/kafdafjqwnq

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე55.00
მოგზაურობა საქართველოში
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 00/00/00
    დაბრუნება
    • 00/00/00