national delicacy

სათაფლიის, პრომეთეს და თეთრა მღვიმეები, ბაგრატის ტაძარი

  • ID: 66719
  • ნახვები: 573
complogo
საქართველოს ბილიკებზე
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 03/03/24
    დაბრუნება
    • 03/03/24
დამატებითი ინფორმაცია

,,საქართველოს ბილიკებზე"
3 მარტს, კვირას (დედის დღეს) გთავაზობთ მღვიმეების ერთ დღიან ტურს იმერეთში.

ზამთარი საუკეთესო დროა მღვიმეებში სტუმრობისთვის. გარეთ არ გიწევთ სიარული და მღვიმეშიც მუდამ 14 გრადუსია სითბო. მღვიმეც ზამთარ-ზაფხულ ერთნაირი სანახავია 

 მარშრუტკა გამოვა რუსთავიდანაც და დილას მოგიყვანთ რუსთაველზე ველოსიპედის ძეგლთან. საღამოს ისევ რუსთავში დაგაბრუნებთ.

 

1. პრომეთეს მღვიმე - მისი სიგრძე 1.8 კმ-ია და მიწის ზედაპირიდან 40 მ-ის სიღრმეშია წარმოქმნილი. პრომეთეს მღვიმის 1 საათიანი მარშრუტი არგონავტების, კოლხეთის, მედეას, სიყვარულის, პრომეთესა და იბერიის ზღაპრულ დარბაზებს გაივლის და ვიზიტორთა სურვილისამებრ, ქვეითი ან სანაოსნო გზით, მღვიმეში მდინარე ყუმის გამდინარე ნაკადზე 15 წუთიანი გასეირნებით მთავრდება.

2. სათაფლია - აქ აღმოჩენილია სხვადასხვა ეპოქის როგორც მტაცებელი, ასევე ბალახისმჭამელი დინოზავრის ნაკვალევი. სათაფლიის დინოზავრები მსოფლიოში ცნობილი სახეობებისგან განსხვავდებიან და „Satapliazaurus“-ის სახელით არიან ცნობილი. მოხერხებული და მარტივი საფეხმავლო მარშრუტები დინოზავრის ნაკვალევის საკონსერვაციო ნაგებობის, უნიკალური კარსტული მღვიმის, საგამოფენო დარბაზის, რელიქტური კოლხური ტყისა და ველური ფუტკრის საბინადრო გარემოს დათვალიერებისა და შუშის პანორამული გადასახედიდან იმერეთის რეგიონის ულამაზესი ხედის ნახვის საშუალებას იძლევა.

3. თეთრა მღვიმე - მღვიმეს 30 000 წლიანი ისტორია აქვს. არქეოლოგიური გათხრების შედეგად აქ აღმოჩენილია 15 000 არტეფაქტი. მღვიმეში ნაპოვნია პირველყოფილი ადამიანის ძვლები, მათ მიერ დამზადებული საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნივთები და საბრძოლო იარაღები

4. ბაგრატის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი - 1003 წ.

 

 ტურის ღირებულება: 50 ლარი

 

ტურის ღირებულებაში არ შედის მღვიმეებში შესასვლელი ბილეთი:

სათაფლიის მღვიმე:
- ბილეთი 6 წლამდე ბავშვებისთვის - უფასო;
- არასწრულწლოვანებისთვის (6 წლიიდან 18 წლამდე) - 5.50 ლარი;
- ზრდასრულები - 8.00 ლარი;

პრომეთეს მღვიმე:
- ზრდასრულთათვის – 11.50 ლარი
- 6 წლამდე ბავშვებისთვის - უფასო
- ბილეთი არასწრულწლოვანებისთვის (6 წლიდან 18 წლამდე) - 5.50 ლარი

 ნავით გასეირნება – 11.50 ლარი

 

თეთრა მღვიმე:
- ბილეთი 6 წლამდე ბავშვებისთვის - უფასო;
- არასწრულწლოვანებისთვის (6 წლიიდან 18 წლამდე) -
7 ლარი;
- ზრდასრულები - 15.00 ლარი;
- ღვინის ტური სამი სახეობის ღვინის დეგუსტაციით - 25 ლარი.

მღვიმეებში შესასვლელად ა უ ც ი ლ ე ბ ე ლ ი ა პირადობის მოწმობის დამადასტურებელი საბუთის წარდგენა!

 

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში
 ან დაგვიკავშირდით ნომერზე:
 5554076500 ან 568 71 01 ანი

VIBER / WhatsApp: 555407650
instagram: saqartvelosbilikebze

 

 

 ვიკრიბებით: მეტრო რუსთაველთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 6:45 სთ-დან. გავდივართ 7:00 სთ-ზე.
( გასვლისას ვინც არ იქნება, ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში )

 

 თბილისში დაბრუნება 23:30 საათზე.

 

ტურის ღირებულებაში შედის:
????‍ გამყოლი
 მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით (20 ადგილიანი მარშუტკა)
 ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი)

 

 კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად.

 

რა უნდა წამოვიღოთ ტურზე:
1. ერთი დღის სამყოფი საკვები და წყალი. 
2. პირადი აფთიაქი
3. ვიცვამთ ტურის შესაბამისად მოხერხებულ ტანსაცმელსა და სპორტულ ან სალაშქრო ფეხსაცმელს 

 

 ტურის მსვლელობისას ვითვალისწინებთ შემდეგ წესებს:
 ორგანიზატორს არ ვურეკავთ ტრანსპორტში ადგილების დასაჯავშნად. თქვენი მოსვლისას, სადაც იქნება თავისუფალი ადგილები ტრანსპორტში, ამოარჩიეთ თქვენი სურვილისამებრ და დაიკავეთ
 არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში
 აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება მგზავრობისას, ლაშქრობისას, ტურის მიმდინარეობისას. ძალიან მცირე რაოდენობით შესაძლებელია მხოლოდ ტურის ბოლოს პიკნიკის დროს (როცა ტურზე მითითებული ყველა ძეგლი ნანახი გვაქვს და ტრანსპორტთან ვართ). თუ ვინმე არ დაემორჩილება ამ წესს, მეორედ აღარ დაიშვებიან ჩვენს ტურზე.
 როდესაც, ტური სალაშქრო არის და არ ხართ დარწმუნებული საკუთარ შესაძლებლობებში, გთხოვთ ნუ ჩაგვწერებით. ასევე ლაშქრობისას ატარეთ ისეთი ჩანთა, რასაც თავად მოერევით. სხვების იმედად ნუ წამოიღებთ მძიმე ჩანთებს.
არ ვაგვიანებთ და ვიცავთ ორგანიზატორების მიერ დაწესებულ დროებს. დამალვა და ტელეფონზე ორგანზატორის ზარის უგულვებელყოფა  (მაინც დამელოდებიან, უჩემოდ ხომ არ წავლენ ) და ა.შ. ურჩი მონაწილეები მეორედ აღარ დაიშვებიან ტურზე.
 როდესაც მოგვყავს მეგობრები წინასწარ ვუხსნით ტურის წესებს
 არ ვყრით ნაგავს
 არ ვეწევით მიკროავტობუსში
 ვემორჩილებით გამყოლს. წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.
 ფორსმაჟორულ სიტუაციაში გამყოლი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი.

 

 ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც უნდა განახორციელოთ ჩარიცხვა. ჩარიცხვის შემდეგ გთხოვთ შეინახოთ ქვითარი.

 

 ჩარიცხული თანხა უკან არ ბრუნდება.
თუ გამოუვალი მდგომარეობაა და შეგვატყობინებთ რამოდენიმე დღით ადრე, თანხა დაბრუნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თქვენი ჩანაცვლება მოხდება სხვა მსურველით.

 

p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ 

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე50.00
საქართველოს ბილიკებზე
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 03/03/24
    დაბრუნება
    • 03/03/24