national delicacy

სარკინეს ქედი - სალაშქრო ტური

  • ID: 66681
  • ნახვები: 266
complogo
საქართველოს ბილიკებზე
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 18/02/24
    დაბრუნება
    • 18/02/24
დამატებითი ინფორმაცია

"საქართველოს ბილიკებზე"
18 თებერვალს, კვირას გთავაზობთ ერთ დღიან სალაშქრო ტურს.  ბილიკი მიემართება სარკინეს ქედზე. კერძოდ ქსნის ციხიდან - შიომღვიმეში.  სამანქანო გზა არის 40 წუთის. დანარჩენ დროს ვატარებთ ბუნებაში, სუფთა ჰაერზე. 

 

ჩვენ არ გვჭირდება დრონი. რადგანნნნ.... ჩვენ თავად ვლაშქრობთ დრონის სიმაღლეზე, რათა საკუთარი თვალით ლაივში ვნახოთ ეს ულამაზესი ხედები.

 

 ვისაც ლაშქრობა და მუხლის გაშლა არ გეზარებათ...
 წამოდით ერთად გადავიაროთ ზამთრის ღრმა ძილიში ჩაფლული ტყის ბილიკები
 გზად გვექნება ხედები, ლამაზი ხედები და კიდევ უფრო მაგარი ხედები...
 კოცონ- პიკნიკი ბუნებაში სუფთა ჰაერზე ტყეში.

 

 მარშრუტკა გამოვა რუსთავიდანაც და დილას მოგიყვანთ რუსთაველზე ველოსიპედის ძეგლთან. საღამოს ისევ რუსთავში დაგაბრუნებთ.

 

 რუსთავიდან თუ წამოხვალთ, ტურზე სანამ ჩაგვეწერებით გაგვაფრთხილეთ წინასწარ.

 

ტურის ბოლოს ჯგუფის სურვილის შემთხვევაში გვექნება  მწვადაობა +  კოცონ +  პიკნიკი 

 

ლამაზ ბუნებაში ლაშქრობასთან ერთად, გზად ვნახავთ შემდეგ ისტორიულ ძეგლებს:
1. ქსნის ციხე - (მტკვრის, მტვერის ციხე, კონსტანტილაბათი), მე-16 ს.
2. ციხისძირს წმ. გიორგის ეკლესია - ადრინდელი ფეოდალური ხანა
3. ხედი შიომღვიმესა და მცხეთის შემოგარენზე სარკინეს ქედიდან.
4. სხალტბის კვირაცხოვლის ეკლესია - 1669 წ.
5. შიმოღვიმის კომპლექსი - მე-6-12 სს.

 

 ფეხით სასიარულო ჯამში ანუ მთელი დღის განმავლობაში
13 კმ. მარტივი ტყის ბილიკზე.

 

 ტურის ღირებულება: 30 ლარი.

 

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში
 ან დაგვიკავშირდით ნომერზე:
 555 40 76 50

VIBER / WhatsApp - 555407650

 

 ვიკრიბებით: მეტრო რუსთაველთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 7:45 სთ-დან. გავდივართ 8:00 სთ-ზე.
(გასვლისას ვინც არ იქნება, ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

 თბილისში დაბრუნება 20:00 სთ.

 

 ტური შედგება ნებისმიერ ამინდში. მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება თუ გზასთან დაკავშირებით იქნება რაიმე პრობლემა.

 

ტურის ღირებულებაში შედის:
????‍ გამყოლი
 მგზავრობა მიკროავტობუსით (მარშრუტკა)
 ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი)

 

 კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად.

 

რა უნდა წამოვიღოთ ტურზე:
1. ერთი დღის სამყოფი საკვები და წყალი. 
2. პირადი აფთიაქი
3. გამოსაცვლელი ფეხსაცმელი  წინდა  საწვიმარი ან ქოლგა , თბილი მოსაცმელი, ქუდი ან კეპი 
4. ვიცვამთ ტურის შესაბამისად მოხერხებულ ტანსაცმელსა და სპორტულ ან სალაშქრო ფეხსაცმელს 

 წამოიღეთ ფანდური, გიტარა, სალამური.   სიმღერა და ცეკვა ქე ვიცით ყველამ.  

 ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც უნდა განახორციელოთ ჩარიცხვა. ჩარიცხვის შემდეგ გთხოვთ შეინახოთ ქვითარი.

 ჩარიცხული თანხა უკან არ ბრუნდება. თუ გამოუვალი მდგომარეობაა და შეგვატყობინებთ რამოდენიმე დღით ადრე, თანხა დაბრუნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თქვენი ჩანაცვლება მოხდება სხვა მსურველით.

 ტურის მსვლელობისას ვითვალისწინებთ შემდეგ წესებს:
 ორგანიზატორს არ ვურეკავთ ტრანსპორტში ადგილების დასაჯავშნად. თქვენი მოსვლისას, სადაც იქნება თავისუფალი ადგილები ტრანსპორტში, ამოარჩიეთ თქვენი სურვილისამებრ და დაიკავეთ
არ ვაგვიანებთ და ვიცავთ ორგანიზატორების მიერ დაწესებულ დროებს. დამალვა და ტელეფონზე ორგანზატორის ზარის უგულვებელყოფა  (მაინც დამელოდებიან, უჩემოდ ხომ არ წავლენ ) და ა.შ. ურჩი მონაწილეები მეორედ აღარ დაიშვებიან ტურზე.
 როდესაც მოგვყავს მეგობრები წინასწარ ვუხსნით ტურის წესებს
 არ ვყრით ნაგავს
 არ ვეწევით მიკროავტობუსში
 არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში
 აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში მგზავრობისას.
 ვემორჩილებით გამყოლს. წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.
 ფორსმაჟორულ სიტუაციაში გამყოლი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი.

 

 

p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ  

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე30.00
საქართველოს ბილიკებზე
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 18/02/24
    დაბრუნება
    • 18/02/24