დათოვლილი კაცხის სვეტი, მღვიმევი, ჭიათურის საბაგიროები
ფოტო: Marcin Konsek · CC BY-SA 4.0; Jaba1977, improvements by Giorgi Balakhadze · CC BY-SA 4.0; Neide18701 · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
მარშუტკა გამოვა რუსთავიდანაც, თუ მსურველები იქნებიან.
1. მღვიმევის დედათა მონასტერი - მე -13 ს.
2. გავისეირნებთ ჭიათურის ახალი საბაგიროებით, სხვადასხვა მიმართულებებით და ხედებით ( 0.50 თეთრი).
3. კაცხის მაცხოვრის სახ. ტაძარი - მე-11 ს.
4. კაცხის სვეტი - 40-45 მეტრი სიმაღლის. აქ იხილავთ, თუ როგორ უერთდება ხმელეთი ზეცას.
ფეხით სასიარულო: არ გვაქვს 0 კმ.
???? გამყოლი
მგზავრობა მიკროავტობუსით (20 ადგილიანი მარშრუტკა)
ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი)
ვიკრიბებით: მეტრო რუსთაველთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 7:45 სთ-დან. გავდივართ 8:00სთ-ზე.
(გასვლისას ვინც არ იქნება, ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).
0 ანი
VIBER / WhatsApp:
instagram: saqartvelosbilikebze
კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად.
ტური შედგება ნებისმიერ ამინდში. მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება თუ გზასთან დაკავშირებით იქნება რაიმე პრობლემა.
რა უნდა წამოვიღოთ ტურზე:
1. ერთი დღის სამყოფი საკვები და წყალი.
2. პირადი აფთიაქი
3. გამოსაცვლელი ფეხსაცმელი წინდა საწვიმარი, თბილი მოსაცმელი, სალაშქრო ჯოხი, კეპი (ქუდი).
4. ვიცვამთ ტურის შესაბამისად მოხერხებულ ტანსაცმელსა და სპორტულ ან სალაშქრო ფეხსაცმელს
ტურის მსვლელობისას ვითვალისწინებთ შემდეგ წესებს:
ორგანიზატორს არ ვურეკავთ ტრანსპორტში ადგილების დასაჯავშნად. თქვენი მოსვლისას, სადაც იქნება თავისუფალი ადგილები ტრანსპორტში, ამოარჩიეთ თქვენი სურვილისამებრ და დაიკავეთ
არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში
აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება მგზავრობისას, ლაშქრობისას, ტურის მიმდინარეობისას. ძალიან მცირე რაოდენობით შესაძლებელია მხოლოდ ტურის ბოლოს პიკნიკის დროს (როცა ტურზე მითითებული ყველა ძეგლი ნანახი გვაქვს და ტრანსპორტთან ვართ). თუ ვინმე არ დაემორჩილება ამ წესს, მეორედ აღარ დაიშვებიან ჩვენს ტურზე.
როდესაც, ტური სალაშქრო არის და არ ხართ დარწმუნებული საკუთარ შესაძლებლობებში, გთხოვთ ნუ ჩაგვწერებით. ასევე ლაშქრობისას ატარეთ ისეთი ჩანთა, რასაც თავად მოერევით. სხვების იმედად ნუ წამოიღებთ მძიმე ჩანთებს.
როდესაც მოგვყავს მეგობრები წინასწარ ვუხსნით ტურის წესებს
არ ვყრით ნაგავს
არ ვეწევით მიკროავტობუსში
ვემორჩილებით გამყოლს. წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.
ფორსმაჟორულ სიტუაციაში გამყოლი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი.
ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც უნდა განახორციელოთ ჩარიცხვა. ჩარიცხვის შემდეგ გთხოვთ შეინახოთ ქვითარი.
ჩარიცხული თანხა უკან არ ბრუნდება.
თუ გამოუვალი მდგომარეობაა და შეგვატყობინებთ რამოდენიმე დღით ადრე, თანხა დაბრუნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თქვენი ჩანაცვლება მოხდება სხვა მსურველით.
p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ
იმერეთი — რა ტურებს გთავაზობთ
იმერეთში ტური ჩვეულებრივ ქუთაისიდან იწყება: ტრანსპორტი, გიდი მონასტრებსა და მღვიმეებში, ღამისთევა ქუთაისში ან წყალტუბოში. გვითხარით, რომელი დღეები გაქვთ თავისუფალი — მარშრუტს მათზე ავაწყობთ.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა მაისი–ივნისი (22–27°) და სექტემბერი–ოქტომბერი, როცა იმერეთში რთველია და ცოლიკოურსა და ციცქას წურავენ.
ივლისი–აგვისტო ცხელი და ნოტიოა, 30–33°; ამ დროს მღვიმეები გამოსავალია — შიგნით მუდმივად 14° დგას.
ზამთარი რბილია, თოვლი იშვიათია; მღვიმეები და მონასტრები მთელი წელი ღიაა, კანიონებზე კი ბილიკები შეიძლება სველი და მოლიპული იყოს.
რა ვნახოთ
- გელათი — XII საუკუნის მონასტერი და აკადემია, დავით აღმაშენებლის საფლავით და მოზაიკებით
- ბაგრატის ტაძარი — XI საუკუნის საკათედრო ტაძარი უქიმერიონის გორაზე, ქუთაისის თავზე
- პრომეთეს მღვიმე — სტალაქტიტების დარბაზები და მიწისქვეშა მდინარე ნავით, წყალტუბოსთან
- სათაფლია — დინოზავრების ნაკვალევი, მღვიმე და ხედის მინის მოედანი ქუთაისის ახლოს
- ოკაცის კანიონი — კიდული ბილიკი კლდეზე, ახლოს კინჩხას ჩანჩქერია
- კაცხის სვეტი — 40-მეტრიანი კლდე პატარა ეკლესიით თავზე, ჭიათურის გზაზე
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან ქუთაისამდე დაახლოებით 230 კმ-ია, ახალი მაგისტრალით 2,5–3 საათი. მარშრუტკები დიდუბის სადგურიდან დადის, ქუთაისამდე მატარებელიც მიდის თბილისის ცენტრალური სადგურიდან; სხვა ქვეყნიდან ჩამოსულები ქუთაისის აეროპორტში ჩადიან, ქალაქიდან 20-იოდე კმ-ში.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან ქუთაისამდე ოთხზოლიანი მაგისტრალია რიკოთის გვირაბებით; სოფლებისკენ გზები ვიწროა და ზოგან დაზიანებული.
სად დავრჩეთ: ქუთაისში — სასტუმროები და გესტჰაუსები ძველ ქალაქში; წყალტუბოში — განახლებული სანატორიუმები და სპა-სასტუმროები.
რა წავიღოთ: მღვიმეებისთვის — თხელი ქურთუკი; მონასტრებისთვის ქალებს — თავსაფარი და გრძელი ქვედაბოლო.
კავშირი: ქუთაისსა და მთავარ ღირსშესანიშნაობებთან ინტერნეტი კარგად მუშაობს.