national delicacy

საირმე, დიხაშხოს ცხელი წყლის აუზები

  • ID: 66678
  • ნახვები: 358
complogo
საქართველოს ბილიკებზე
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 11/02/24
    დაბრუნება
    • 11/02/24
დამატებითი ინფორმაცია

,,საქართველოს ბილიკებზე"
11 თებერვალს, კვირას გთავაზობთ ერთ დღიან მრავალფეროვან და ულამაზეს ტურს იმერეთში.

ტურის ფარგლებში ვესტუმრებით კურორტ საირმეს, რომელიც ჩაფლულია დათოვლილ ნაძვნარში და უალამაზესი სანახაობით გველოდება..  ლეგენდის თანახმად, ზამთარში ტყეებიდან მინერალურ წყაროებთან მიდიან ირმები, ამას უკავშირდება კურორტის დასახელებაც. საირმე გამოირჩევა ეკოლოგიურად სუფთა გარემოთი და ლამაზი ბუნებით, რომელიც ცნობილია თერმული წყლების აუზებით. 
აქ შეგიძლიათ ზიპლაინითაც დაეშვათ დათოვლილ ნაძვნარზე.

ვესტუმრებით ვანს, სადაც გოგირდის ბუნებრივი თბილი წყლების კრატერებში ვიჭყუმპალავებთ.  რამდენად სასიამოვნოა ბუნებრივ ცხელ წყალში ნებივრობა, ეს თავად განიცადეთ. 

 მარშრუტკა გამოვა რუსთავიდანაც და ტურის ბოლოს ისევ რუსთავში დაგაბრუნებთ.

1. კურორტი საირმე - მდებარეობს მესხეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდ. წაბლარისწყლის ხეობაში. ცნობილია მინერალური და თერმული წყლების აუზებით. აქ შეგიძლიათ ზიპლაინითაც დაეშვათ. გავისეირნებთ ფეხით ვისაც სურვილი ექნება და ვნახავთ ზეკარის უღელტეხილის დასაწყისს 

2. ვანის გოგირდის აუზები - გოგირდოვანი მინერალური წყლის (თბილი) აუზები.

 

 ტურის ღირებულება: 45 ლარი

 ტური შედგება ნებისმიერ ამინდში. მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება თუ გზასთან დაკავშირებით იქნება რაიმე პრობლემა

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში  ან დაგვიკავშირდით ნომერზე:
 555 40 76 50 ანი

VIBER / WhatsApp - 555407650

 

 ვიკრიბებით: მეტრო რუსთაველთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 7:45 სთ-დან. გავდივართ 8:00 სთ-ზე. (გასვლისას ვინც არ იქნება, ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში. დაგვიანებულები რჩებიან თბილისში).

 

ტურის ღირებულებაში შედის:
????‍ გამყოლი
 მგზავრობა მიკროავტობუსით (20 ადგილიანი მარშუტკა)
 ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი)

 

 

 კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად.

 

 ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც უნდა განახორციელოთ ჩარიცხვა. ჩარიცხვის შემდეგ გთხოვთ შეინახოთ ქვითარი.

 

 ჩარიცხული თანხა უკან არ ბრუნდება.
თუ გამოუვალი მდგომარეობაა და შეგვატყობინებთ რამოდენიმე დღით ადრე, თანხა დაბრუნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თქვენი ჩანაცვლება მოხდება სხვა მსურველით.

 

რა უნდა წამოვიღოთ ტურზე:
1. ერთი დღის სამყოფი საკვები და წყალი. 
2. პირადი აფთიაქი
3. გამოსაცვლელი ფეხსაცმელი  წინდა  საწვიმარი ან ქოლგა , თბილი მოსაცმელი, ქუდი ხელთათმანები.
4. ვიცვამთ ტურის შესაბამისად მოხერხებულ ტანსაცმელსა და სპორტულ ან სალაშქრო ფეხსაცმელს 

 

 ტურის მსვლელობისას ვითვალისწინებთ შემდეგ წესებს:
 ორგანიზატორს არ ვურეკავთ ტრანსპორტში ადგილების დასაჯავშნად. თქვენი მოსვლისას, სადაც იქნება თავისუფალი ადგილები ტრანსპორტში, ამოარჩიეთ თქვენი სურვილისამებრ და დაიკავეთ
არ ვაგვიანებთ და ვიცავთ ორგანიზატორების მიერ დაწესებულ დროებს. დამალვა და ტელეფონზე ორგანზატორის ზარის უგულვებელყოფა  (მაინც დამელოდებიან, უჩემოდ ხომ არ წავლენ ) და ა.შ. ურჩი მონაწილეები მეორედ აღარ დაიშვებიან ტურზე.
 როდესაც მოგვყავს მეგობრები წინასწარ ვუხსნით ტურის წესებს
 არ ვყრით ნაგავს
 არ ვეწევით მიკროავტობუსში
 არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში
 აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში მგზავრობისას.
 ვემორჩილებით გამყოლს. წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.
 ფორსმაჟორულ სიტუაციაში გამყოლი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი.

 

p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ  

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე45.00
საქართველოს ბილიკებზე
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 11/02/24
    დაბრუნება
    • 11/02/24