national delicacy

გაყინული ბიისის ჩანჩქერი, წეროსხევი, ატენის სიონი, რევაზაშვილების მარანი და ა.შ.

  • ID: 66671
  • ნახვები: 307
complogo
საქართველოს ბილიკებზე
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 04/02/24
    დაბრუნება
    • 04/02/24
დამატებითი ინფორმაცია

ატენური ღვინო, მარნიდან საუკეთესო ხედები, მწვადაობა

ქუნქულა თოვლი გაყინული ჩანჩქერი და ბევრიიიი სუფთა ჰაერი

,,საქართველოს ბილიკებზე"

4 თებერვალს, კვირას გთავაზობთ ერთ დღიან სალაშქრო ტურს შიდა ქართლში. ტურის მთავარი სანახაობაა, სოფელ ბიისში (ბოშურის თემი, მდებარეობს მდ. ტანის მარჯვენა ნაპირას. ზღ. დ. 1080 მ. ) მდებარე გაყინული ჩანჩქერი.

მარშრუტკა გამოვა რუსთავიდანაც. ტურის ბოლოს ისევ დაგაბრუნებთ რუსთავში.

1. გაყინული ბიისის ჩანჩქერი

2. წეროსხევი - კომპლექსში შედის: ღვთისმშობლის ეკლესია,

წმ. გიორგის ეკლესია და რამდენიმე შენობის ნანგრვი. განვითარებული ფეოდალური ხანა.

3. ატენის სიონი - მე - 7 ს. ტაძრის კედელზე შემორჩენილია სხვადასხვა დროის ქართული ასომთავრული უნიკალური წარწერები.

4. ატენის დედათა მონასტერი

5. რევაზაშვილების მარანი და ღვინო ,,ატენური,,. მარანიდან ვიხილავთ ხედებს ატენის ხეობაზე.

თუ დრო დაგვრჩა დავამატებთ სანახავ ძეგლებს.

ფეხით სასიარულო:

ბიისის ჩანჩქერი - ჯამში 4-5 კმ.

წეროსხევის ეკლესია - ჯამში 4 კმ. საშუალო სირთულის.

ტურის ღირებულება: 35 ლარი

ტური შედგება ნებისმიერ ამინდში. მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება თუ გზასთან დაკავშირებით იქნება რაიმე პრობლემა

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე:

555 40 76 50 ანი

VIBER / WhatsApp - 555407650

ვიკრიბებით: მეტრო რუსთაველთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 7:40 სთ-დან. გავდივართ 8:00 სთ-ზე.

(გასვლისას ვინც არ იქნება, ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში. დაგვიანებულები რჩებიან თბილისში).

თბილისში დაბრუნება

20:30 საათზე.

ტურის ღირებულებაში შედის:

????‍ გამყოლი

მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით ( მარშუტკა)

ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი)

კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად.

რა უნდა წამოვიღოთ ტურზე:

1. ერთი დღის სამყოფი საკვები და წყალი.

2. პირადი აფთიაქი

3. გამოსაცვლელი ფეხსაცმელი წინდა საწვიმარი ან ქოლგა , თბილი ქუდი ხელთათმანები. გამაშები და სალაშქრო ჯოხი სასურველია.

4. ვიცვამთ ტურის შესაბამისად მოხერხებულ ტანსაცმელსა და სპორტულ ან სალაშქრო ფეხსაცმელს

ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც უნდა განახორციელოთ ჩარიცხვა. ჩარიცხვის შემდეგ გთხოვთ შეინახოთ ქვითარი.

ჩარიცხული თანხა უკან არ ბრუნდება, რადგან ტური არ ჩაიშალოს. თუ გამოუვალი მდგომარეობაა და შეგვატყობინებთ რამოდენიმე დღით ადრე, თანხა დაბრუნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თქვენი ჩანაცვლება მოხდება სხვა მსურველით.

ტურის მსვლელობისას ვითვალისწინებთ შემდეგ წესებს:

ორგანიზატორს არ ვურეკავთ ტრანსპორტში ადგილების დასაჯავშნად. თქვენი მოსვლისას, სადაც იქნება თავისუფალი ადგილები ტრანსპორტში, ამოარჩიეთ თქვენი სურვილისამებრ და დაიკავეთ

არ ვწუწუნებთ და არ ვუქმნით სხვებს დისკომფორტს.

ერთად ვქმნით მეგობრულ გარემოს

არ ვაგვიანებთ და ვიცავთ ორგანიზატორების მიერ დაწესებულ დროებს. დამალვა და ტელეფონზე ორგანზატორის ზარის უგულვებელყოფა (მაინც დამელოდებიან, უჩემოდ ხომ არ წავლენ ) და ა.შ. ურჩი მონაწილეები მეორედ აღარ დაიშვებიან ტურზე.

როდესაც მოგვყავს მეგობრები წინასწარ ვუხსნით ტურის წესებს

არ ვაგვიანებთ

არ ვყრით ნაგავს

არ ვეწევით მიკროავტობუსში

არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში

აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში მგზავრობისას.

ვემორჩილებით გამყოლს. წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.

ფორსმაჟორულ სიტუაციაში გამყოლი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი.

p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე35.00
საქართველოს ბილიკებზე
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 04/02/24
    დაბრუნება
    • 04/02/24