სუმელა-უზუნგულის ტბა -ტრაპიზონი : 3 დღიანი ტური
მსგავს ტურს შეგირჩევთ შენს თარიღებზე — მოგვწერე ან დაგვირეკე.
ფოტო: Biologg · CC BY-SA 4.0; Moonik · CC BY-SA 3.0; Arild Vågen · CC BY-SA 3.0 · Wikimedia Commons
ტურის შესახებ
ტრაპიზონი - სულემა - უზუნგულის 3 დღიანი ტური
ტურის ფარგლებში ვესტუმრებით უზუნგულის ტბას,რომელიც ულამაზეს ადგილას მდებარეობს და ირგვლივ ძალიან კარგი სივრცეა განტვირთვისთვის, აქვე შეგიძლიათ ახვიდეთ უმაღლეს წერტილზე და გადაიღოთ სამახსოვრო ფოტოები საქანელაზე
ვესტუმრებით ასევე სუმელას მონასტერს,
სუმელა არის ქართველთა ისტორიულ მიწაზე, დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე, ლაზეთში, ქალაქ ტრაპიზონთან მდებარე უნიკალური მართლმადიდებლური მონასტერი,რომლის მოლოცვა ყველა ქართველისთვის უდიდესი მადლია
ასევე გვექნება თავისუფალი დრო სავაჭროდ ( ერთ-ერთ ყველაზე იაფ ბაზარში) და რა თქმა უნდა დავაგემოვნებთ თურქულ გემრიელობებს.
ტურის აღწერა:
05:00 გასვლა თბილისიდან (რუსთაველის მოედანი, ველოსიპედის ძეგლი)
საზღვრის კვეთა ხდება საფრის მხრიდან
აუცილებელია პასპორტი ან ID-ბარათი მინიმუმ 6 თვე მოქმედების ვადით.
ტურის ფარგლებში მოსანახულებელი ადგილები:
დღე პიველი : უზუნგული
სარფის სასაზღვრო პროცედურები
უზუნგულის ტბაზე შეჩერება
გასეირნება უზუნგულის ტბაზე
ცნობილი საქანელა და ფოტოსესია
გამომგზავრება ტრაპიზონისკენ
მცირე აია სოფია
ქალაქი ტრაბზონი
ტრაპიზონის ცენტრი
განთავსება სასტუმროში
დღე მეორე: სუმელა
საუზმე სასტუმროში
ავდივართ სუმეალს მონასტერში: სადაც ქრისტიანები და მუსლიმები ერთად ლოცულობდნენ - კლდეში ნაკვეთი უძველესი მონასტერი.
მოვილოცავთ სუმელას მონასტერს და დავბრუნდებით სასტუმროში ( თავისუფალი დრო განტვირთვისთვის და ვაჭრობისთვის)
დღე მეორე: ტრაპიზონი
საუზმე სასტუმროში
Check Out
ტრაპიზონის ცნობილი აკვარიუმი
ტრაპიზონის სავაჭრო უდიდესი ფორუმი
გადმოსვლა საზღვარზე
დაბრუნება თბილისში
სატრანსპორტო მომსახურება (სპრინტერის კომფორტული მიკროავტობუსი,ან ავტობუსი)
გიდი
სასტუმროში განთავსება ტრაპიზონში (2 ღამე)
საუზმე სასტუმროში
გასათვალისწინებელი ინფორმაცია
საზღვარზე მოქმედებს მხოლოდ გერბიანი პასპორტი ან ID ბარათი (ახალი).
პასპორტს მოქმედების ვადა მინიმუმ 6 თვე უნდა ჰქონდეს დარჩენილი.
18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის საზღვარზე საჭიროა დაბადების მოწმობა ან ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა ერთ ერთი მშობლისაგან.
შენიშვნა
სიაში ჩასაწერად ან დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშიირდით:
გიორგი
Whatsapp:
თურქეთი — რა ტურებს გთავაზობთ
ტურები თურქეთში: ანტალია, ალანია, კემერი, ბელეკი, ბოდრუმი, სტამბოლი და კაპადოკია — ფრენით, all inclusive სასტუმროთი და ტრანსფერით. ვიზის გარეშე, ID ბარათითაც.
როდის წავიდეთ
საზღვაო სეზონი: მაისის ბოლოდან ოქტომბრამდე. საუკეთესოა ივნისი და სექტემბერი–ოქტომბრის დასაწყისი: თბილი ზღვა, ნაკლები სიცხე.
ივლისი–აგვისტო: ყველაზე ცხელი (35°+) და ძვირი პერიოდი, თუმცა სკოლის არდადეგებისთვის ყველაზე პოპულარული.
სტამბოლი და კაპადოკია: საუკეთესოა აპრილი–ივნისი და სექტემბერი–ნოემბერი.
რა ვნახოთ
- სტამბოლი — აია სოფია, ცისფერი მეჩეთი, ტოპკაპის სასახლე და კრუიზი ბოსფორზე
- კაპადოკია — ჰაერის ბუშტები გამთენიისას და გამოქვაბულის სასტუმროები
- პამუკალე და ჰიერაპოლისი — თეთრი ტრავერტინის ტერასები და ანტიკური ქალაქი
- ეფესო — რომაული ქალაქის ნანგრევები კუშადასთან ახლოს
- ანტალიის კალეიჩი — ძველი ქალაქი, ნავსადგური და ადრიანეს კარიბჭე
- ბოდრუმი — თეთრი სახლები, ციხე და იახტები
როგორ მივიდეთ
თბილისიდან სტამბოლამდე პირდაპირი რეისი მთელი წლის განმავლობაშია, დაახლოებით 2 საათი. ზაფხულის სეზონზე პირდაპირ დაფრინავს ანტალიაშიც (დაახლოებით 2,5 საათი). სხვა კურორტებზე — სტამბოლის გავლით.
ხმელეთით: სარფის საბაჟოდან ტრაპზონამდე და შავი ზღვის სანაპიროზე.
პრაქტიკული ინფორმაცია
ვიზა: საქართველოს მოქალაქეს ვიზა არ სჭირდება; შეიძლება როგორც პასპორტით, ისე ID ბარათით.
ვალუტა: თურქული ლირა (TRY). ბარათით გადახდა თითქმის ყველგანაა; კურორტებზე იღებენ ევროს და დოლარსაც.
ენა: თურქული; კურორტებზე — ინგლისური და რუსული.
დრო: თბილისზე 1 საათით უკან.
სხვა: ქართული ნომრის როუმინგი შეიძლება ძვირი იყოს — გამოიყენეთ ადგილობრივი SIM ან eSIM.