კურორტები: სულორი და საირმე, დიხაშხოს გოგირდისცხელი წყლის აუზები, ვანის მუზეუმი
ფოტო: Marcin Konsek · CC BY-SA 4.0; Jaba1977, improvements by Giorgi Balakhadze · CC BY-SA 4.0; Neide18701 · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- კვება
- ავიაბილეთები
- ტრანსფერი
- მუზეუმის ბილეთები
- გიდის მომსახურება
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- ხელბარგი
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
მარშუტკა გამოვა რუსთავიდანაც, თუ მსურველები იქნებიან. საღამოს ისევ რუსთავში წაგიყვანთ.
1. კურორტი სულორი
2. ვანის არქეოლოგიური მუზეუმი და ნაქალაქარი
3. დიხაშხოს თბილი წყლის გეიზერები და აუზები, გარდა სამკურნალო თვისებებისა, სილამაზითაც გამოირჩევა. ღია ცის ქვეშ, თეთრ აუზებში მოლივლივე კამკამა, ლურჯი, ცხელი წყალი შესანიშნავია განტვირთვის. ის ბუნებრივი, თვითნაბადი ღია აუზია, როგორც გადმოცემით ამბობენ 100 წელზე მეტია რაც არსებობს. გეიზერის სამკურნალო თერმული წყალი ზამთარ-ზაფხულ 38 გრადუსს აღწევს.
4.კურორტი საირმე - ტყეებში ჩაფლული, მესხეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე მდებარეობს, მდ. წაბლარისწყლის ხეობაში. ცნობილია მინერალური და თერმული წყლების აუზებით.
ან ანი
VIBER / WhatsApp -
instagram: saqartvelosbilikebze
ვიკრიბებით:
მეტრო რუსთავლეთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 6:45 სთ. გავდივართ 7:00 სთ.
(დაგვიანებულებს ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).
თბილისში დაბრუნების დრო:
22:00 საათიდან 23:00 საათამდე.
ტური შედგება ნებისმიერ ამინდში. მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება თუ გზასთან დაკავშირებით იქნება რაიმე პრობლემა.
???? გამყოლი
მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით
ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი)
კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად.
ერთად ვიპიკნიკებთ ბუნებაში.
რა უნდა წამოვიღოთ ტურზე:
1. ერთი დღის სამყოფი საკვები და წყალი.
2. პირადი აფთიაქი
3. გამოსაცვლელი ფეხსაცმელი წინდა საწვიმარი ან ქოლგა , თბილი მოსაცმელი, ქუდი ან კეპი
4. ვიცვამთ ტურის შესაბამისად მოხერხებულ ტანსაცმელსა და სპორტულ ან სალაშქრო ფეხსაცმელს
წამოიღეთ ფანდური, გიტარა, სალამური. სიმღერა და ცეკვა ქე ვიცით ყველამ.
ტურის მსვლელობისას ვითვალისწინებთ შემდეგ წესებს:
ორგანიზატორს არ ვურეკავთ ტრანსპორტში ადგილების დასაჯავშნად. თქვენი მოსვლისას, სადაც იქნება თავისუფალი ადგილები ტრანსპორტში, ამოარჩიეთ თქვენი სურვილისამებრ და დაიკავეთ
როდესაც მოგვყავს მეგობრები წინასწარ ვუხსნით ტურის წესებს
არ ვყრით ნაგავს
არ ვეწევით მიკროავტობუსში
არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში
აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში მგზავრობისას.
ვემორჩილებით გამყოლს. წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.
ფორსმაჟორულ სიტუაციაში გამყოლი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი.
ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც უნდა განახორციელოთ ჩარიცხვა. ჩარიცხვის შემდეგ გთხოვთ შეინახოთ ქვითარი.
ჩარიცხული თანხა უკან არ ბრუნდება.
თუ გამოუვალი მდგომარეობაა და შეგვატყობინებთ რამოდენიმე დღით ადრე, თანხა დაბრუნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თქვენი ჩანაცვლება მოხდება სხვა მსურველით.
p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ
იმერეთი — რა ტურებს გთავაზობთ
იმერეთში ტური ჩვეულებრივ ქუთაისიდან იწყება: ტრანსპორტი, გიდი მონასტრებსა და მღვიმეებში, ღამისთევა ქუთაისში ან წყალტუბოში. გვითხარით, რომელი დღეები გაქვთ თავისუფალი — მარშრუტს მათზე ავაწყობთ.
როდის წავიდეთ
საუკეთესოა მაისი–ივნისი (22–27°) და სექტემბერი–ოქტომბერი, როცა იმერეთში რთველია და ცოლიკოურსა და ციცქას წურავენ.
ივლისი–აგვისტო ცხელი და ნოტიოა, 30–33°; ამ დროს მღვიმეები გამოსავალია — შიგნით მუდმივად 14° დგას.
ზამთარი რბილია, თოვლი იშვიათია; მღვიმეები და მონასტრები მთელი წელი ღიაა, კანიონებზე კი ბილიკები შეიძლება სველი და მოლიპული იყოს.
რა ვნახოთ
- გელათი — XII საუკუნის მონასტერი და აკადემია, დავით აღმაშენებლის საფლავით და მოზაიკებით
- ბაგრატის ტაძარი — XI საუკუნის საკათედრო ტაძარი უქიმერიონის გორაზე, ქუთაისის თავზე
- პრომეთეს მღვიმე — სტალაქტიტების დარბაზები და მიწისქვეშა მდინარე ნავით, წყალტუბოსთან
- სათაფლია — დინოზავრების ნაკვალევი, მღვიმე და ხედის მინის მოედანი ქუთაისის ახლოს
- ოკაცის კანიონი — კიდული ბილიკი კლდეზე, ახლოს კინჩხას ჩანჩქერია
- კაცხის სვეტი — 40-მეტრიანი კლდე პატარა ეკლესიით თავზე, ჭიათურის გზაზე
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან ქუთაისამდე დაახლოებით 230 კმ-ია, ახალი მაგისტრალით 2,5–3 საათი. მარშრუტკები დიდუბის სადგურიდან დადის, ქუთაისამდე მატარებელიც მიდის თბილისის ცენტრალური სადგურიდან; სხვა ქვეყნიდან ჩამოსულები ქუთაისის აეროპორტში ჩადიან, ქალაქიდან 20-იოდე კმ-ში.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: თბილისიდან ქუთაისამდე ოთხზოლიანი მაგისტრალია რიკოთის გვირაბებით; სოფლებისკენ გზები ვიწროა და ზოგან დაზიანებული.
სად დავრჩეთ: ქუთაისში — სასტუმროები და გესტჰაუსები ძველ ქალაქში; წყალტუბოში — განახლებული სანატორიუმები და სპა-სასტუმროები.
რა წავიღოთ: მღვიმეებისთვის — თხელი ქურთუკი; მონასტრებისთვის ქალებს — თავსაფარი და გრძელი ქვედაბოლო.
კავშირი: ქუთაისსა და მთავარ ღირსშესანიშნაობებთან ინტერნეტი კარგად მუშაობს.