national delicacy

დანახვისი - ,,მჭრუეტი ქაეთლისა"

  • ID: 66512
  • ნახვები: 512
complogo
საქართველოს ბილიკებზე
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 22/10/23
    დაბრუნება
    • 22/10/23
დამატებითი ინფორმაცია

,, საქართველოს ბილიკებზე"
22 ოქტომბერს, კვირას გთავაზობთ ერთ დღიან უმაგრეს ხედებიან სალაშქრო ტურს ტანას ხეობაში.
 ვისაც მუხლის გაშლა გსურთ, სათქვენო ტურია.

 

მარშუტკა გამოვა რუსთავიდანაც.

,,დანახვისი - მჭურეტი ქართლისა", მდებარეობს ატენის ხეობის უმაღლეს მწვერვალზე, იგი სათვალთვალო კოშკი ყოფილა. ხედები შიდა ქართლსა, თრიალეთის ქედზე და კავკასიონის ულამაზეს მწვერვალებზე, ერთდროულად ვნახავთ ორ ბუმბერაზს - მყინვარწვერსა და იალბუზს. 360°- იანი თვალწარმტაცი პანორამული ხედების ნახვა ვისაც გსურთ, ეს ტური თქვენთვისაა.

 

ტურის გეგმა ასეთია:
სოფელ გარდატენის ბოლოდან შევალთ ტანას ხეობაში და გეზს ავიღებთ დანახვისის მთისკენ. გზად ვნახავთ ტანას ხეობაში, მდინარე ვერეს ნაპირას, ქედზე მდგარ მე -9 ს. ვერეს (აზრატის ) ციხეს. აქედან მოჩანს ტანის ხეობა და გორი მისი მიდამოებით. შემდეგ კი ვიწყებთ ასვლას დანახვისის მთაზე, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე და ავალთ ზღვის დონიდან 1721 მეტრზე, მთის წვერზე, სადაც დგას დანახვისის წმ. გიორგი თავის თვალწარმტაცი ხედებით.  ამ ადგილიდან მდინარე ტანას ხეობა, კავკასიონი და შიდა ქართლის ვაკის დიდი ნაწილი ჩანს. სამხრეთ საქართველოდან შემოსეული მტრის შესახებ, უფლისციხეში დანახვისზე დანთებული ცეცხლით იგებდნენ. მაშინდელი ტელეფონი ეს იყო  მოკლედ კაი ,,საჭვრიტინო" ადგილას მივდივართ. საღამოს კი უნიკალურ ხედებიან ფოტოებით  და დადებითი ემოციებით სავსენი დავუბრუნდებით დედაქალაქს 

 

 შემოგვიერთდი, გადაიღე ბევრი სამახსოვრო ფოტო ბუნებაში  შეიძინე ახალი მეგობრები  შექმენი შენი თავგადასავალი  დაწერე საკუთარი ისტორია 

 

1. დანახვისის მთა - ზღვის დონიდან 1727 მ.
2. დანახვისის წმ. გიორგი - ადრინდელი ფეოდალური ხანა
3. ვერეს (აზრატის) ციხე - მე-9-10 ს.ს.

თუ დრო დაგვრჩა დავამატებთ სანახავ ძეგლებს.

 

 ტურის ღირებულება: 35 ლარი

 

 ფეხით სასიარულო ჯამში ანუ მთელი დღის განმავლობაში
12 კმ. საშუალო სირთულის.
( ასვლისას აღმართი).

 

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში  ან დაგვიკავშირდით ნომერზე:
 555 40 76 50 ანი

VIBER / WhatsApp - 555407650
instagram: saqartvelosbilikebze

 

 ვიკრიბებით: მეტრო რუსთაველთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 7:40 სთ-დან. გავდივართ 8:00 სთ-ზე.
( გასვლისას ვინც არ იქნება, ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში. დაგვიანებულები რჩებიან თბილისში )

ტურის ღირებულებაში შედის:
????‍ გამყოლი
 მგზავრობა მიკროავტობუსით (მარშუტკა)
 ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი)

 კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად.

 

რა უნდა წამოვიღოთ ტურზე:
1. ერთი დღის სამყოფი საკვები და წყალი. 
2. პირადი აფთიაქი
3. გამოსაცვლელი ფეხსაცმელი  წინდა  საწვიმარი, თბილი მოსაცმელი, სალაშქრო ჯოხი, კეპი (ქუდი).
4. ვიცვამთ ტურის შესაბამისად მოხერხებულ ტანსაცმელსა და სპორტულ ან სალაშქრო ფეხსაცმელს 

 

 ტურის მსვლელობისას ვითვალისწინებთ შემდეგ წესებს:
 ორგანიზატორს არ ვურეკავთ ტრანსპორტში ადგილების დასაჯავშნად. თქვენი მოსვლისას, სადაც იქნება თავისუფალი ადგილები ტრანსპორტში, ამოარჩიეთ თქვენი სურვილისამებრ და დაიკავეთ
 არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში
 აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება მგზავრობისას, ლაშქრობისას, ტურის მიმდინარეობისას. ძალიან მცირე რაოდენობით შესაძლებელია მხოლოდ ტურის ბოლოს პიკნიკის დროს (როცა ტურზე მითითებული ყველა ძეგლი ნანახი გვაქვს და ტრანსპორტთან ვართ). თუ ვინმე არ დაემორჩილება ამ წესს, მეორედ აღარ დაიშვებიან ჩვენს ტურზე.
 როდესაც, ტური სალაშქრო არის და არ ხართ დარწმუნებული საკუთარ შესაძლებლობებში, გთხოვთ ნუ ჩაგვწერებით. ასევე ლაშქრობისას ატარეთ ისეთი ჩანთა, რასაც თავად მოერევით. სხვების იმედად ნუ წამოიღებთ მძიმე ჩანთებს.
არ ვაგვიანებთ და ვიცავთ ორგანიზატორების მიერ დაწესებულ დროებს. დამალვა და ტელეფონზე ორგანზატორის ზარის უგულვებელყოფა  (მაინც დამელოდებიან, უჩემოდ ხომ არ წავლენ ) და ა.შ. ურჩი მონაწილეები მეორედ აღარ დაიშვებიან ტურზე.
 როდესაც მოგვყავს მეგობრები წინასწარ ვუხსნით ტურის წესებს
 არ ვყრით ნაგავს
 არ ვეწევით მიკროავტობუსში
 ვემორჩილებით გამყოლს. წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.
 ფორსმაჟორულ სიტუაციაში გამყოლი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი.

 

 ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც უნდა განახორციელოთ ჩარიცხვა. ჩარიცხვის შემდეგ გთხოვთ შეინახოთ ქვითარი.

 

 ჩარიცხული თანხა უკან არ ბრუნდება.
თუ გამოუვალი მდგომარეობაა და შეგვატყობინებთ რამოდენიმე დღით ადრე, თანხა დაბრუნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თქვენი ჩანაცვლება მოხდება სხვა მსურველით.

 

p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე35.00
საქართველოს ბილიკებზე
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 22/10/23
    დაბრუნება
    • 22/10/23