წალკის კანიონი, ალგეთის წყალსაცავი, ბერთას მონასტერი . . .

ფოტო: Yasuhiro Kojima · CC BY-SA 4.0; Yasuhiro Kojima · CC BY-SA 4.0; Daviti Zhorzholiani · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons

მიმართულებაწალკა
ფასიფასი — მოთხოვნით
ID66463

რა შედის

  • კვება
  • ავიაბილეთები
  • ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

ყოველდღე გთავაზობთ ერთდღიან ტურს თბილისიდან წალკაში . . .

ამ დღით თქვენ ეწვევით დაშბაშის კანიონს, რომლის აღწერაც და ამ საოცრების გადმოცემა სიტყვებით შეუძლებელია ! ეს უნდა ნახოთ : Canyon DEL Oro . . .

გარდა ამისა, ნახავთ ბერთას მონასტერს და ლეგენდარული კალმახების - " ვასია "- ს და " ვასილისა "- ს შთამომავალ სასწაულმოქმედ კალმახებს.

ავტომანქანის სალონში განთავსებულია მაცივარი, საიდანაც მთელი დღის განმავლობაში შეგეძლებათ მიირთვათ ცივი მინერალური წყალი .

კანიონზე ხანმოკლე წვიმა ნუ შეგაშინებთ , ავტომანქანის სალონში დაგხვდებათ საწვიმარი ლაბადები , რომლებსაც თან წაიღებთ კანიონზე !

ჯგუფი უნდა შედგებოდეს 4 - 6 - 8 - 10 - 14 - 20 მსურველისაგან

ქალბატონების საყურადღებოდ ! სურვილის შემთხვევაში წამოიღეთ თქვენთვის სასურველი ყავა, შაქარი და ყავის მადუღარა. ავტომანქანის მოძრაობის დროს შეგიძლიათ მოადუღოთ ყავა !

წალკა — რა ტურებს გთავაზობთ

წალკის ტური — ტრანსპორტი თბილისიდან, დაშბაშის კანიონი და ბრილიანტის ხიდი, ხშირად თეთრიწყაროსა და სამშვილდესთან ერთად. ერთდღიან გასვლასაც დავგეგმავთ და ღამისთევითაც, როგორც გირჩევნიათ.

როდის წავიდეთ

საუკეთესოა ივნისიდან სექტემბრამდე: დღისით 20–25°, ღამით გრილა; ზაფხულის სიცხისგან გასაქცევად კარგია.
მაისსა და ოქტომბერში ცვალებადი ამინდია, ზოგჯერ ცივი წვიმით.
ზამთარი ცივი და თოვლიანია, -10°-მდე და უფრო ქვემოთაც; ზეგანზე ქარია.

რა ვნახოთ

  • დაშბაშის კანიონი — ჩანჩქერები, ბილიკები და ხრამის სიღრმე, ზემოდან კი ხედის წერტილები
  • ბრილიანტის ხიდი — კანიონზე გადებული შუშის იატაკიანი ხიდი, შუაში ბრილიანტის ფორმის კაფით; იქვე ზიპლაინი და საქანელა
  • წალკის წყალსაცავი — დიდი ტბა ზეგანზე, ნაპირზე თევზაობა და პიკნიკი
  • ბერძნული სოფლები — XIX საუკუნეში ჩამოსახლებული ბერძნების ქვის სახლები და ეკლესიები
  • ტრიალეთის ყორღანები — ბრინჯაოს ხანის სამარხები, სადაც ცნობილი ტრიალეთის ოქროს თასი იპოვეს

როგორ მივიდეთ

მანქანით თბილისიდან 90–110 კმ-ია, დაახლოებით 1 საათი და 45 წუთიდან 2 საათამდე. მარშრუტკები გადის სამგორის მეტროსთან მდებარე სადგურიდან; დაშბაშის კანიონი წალკიდან დაახლოებით 3 კმ-შია.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: თბილისიდან თეთრიწყაროს გავლით; ზამთარში ზეგანზე თოვლსა და ყინულს ელოდეთ.
სად დავრჩეთ: კანიონთან და წყალსაცავის ნაპირზე — სასტუმროები, გესტჰაუსები და კოტეჯები.
რა წავიღოთ: თბილი ზედა ტანსაცმელი ზაფხულშიც, ქარსაცავი და კომფორტული ფეხსაცმელი კანიონისთვის.
კავშირი: ქალაქში ინტერნეტი კარგად მუშაობს, კანიონის სიღრმეში — წყვეტილად.

წალკა: გზამკვლევი
წალკა

ხშირი კითხვები

რამდენი დრო სჭირდება დაშბაშის კანიონს?
ხიდისა და ხედის წერტილებისთვის 2–3 საათი საკმარისია. თუ კანიონში ჩასვლა და ჩანჩქერამდე გასეირნება გინდათ, ნახევარი დღე დაუთმეთ.
შუშის ხიდზე ბავშვებთან შეიძლება?
კი, ხიდი ოჯახებისთვისაც გათვლილია. ზიპლაინსა და საქანელაზე ასაკისა და წონის შეზღუდვებია — ადგილზე გადაამოწმეთ.
ზამთარში ღირს წასვლა?
თოვლიანი კანიონი ლამაზია, მაგრამ ზეგანზე ძალიან ცივა და გზა ზოგჯერ მოყინულია. ზამთრის საბურავებით ან ჯაჭვებით წადით და ამინდი წინასწარ შეამოწმეთ.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.