წალკის კანიონი და არამარტო

ფოტო: Yasuhiro Kojima · CC BY-SA 4.0; Abramia Giorgi · CC BY-SA 4.0; Yasuhiro Kojima · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons

მიმართულებაწალკა
ფასიფასი — მოთხოვნით
ID66401

რა შედის

  • ტრანსფერი
  • გიდის მომსახურება
  • კვება
  • ავიაბილეთები
  • მუზეუმის ბილეთები
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

ყოველდღე გთავაზობთ ერთდღიან ტურს თბილისიდან წალკაში . . . Canyon DEL ORO . . .

ამ დღით თქვენ ეწვევით დაშბაშის კანიონს, რომლის აღწერაც და ამ საოცრების გადმოცემა სიტყვებით შეუძლებელია ! ეს უნდა ნახოთ : Canyon DEL Oro . . .

გარდა ამისა ნახავთ :

1. ბერთას მონასტერს და ლეგენდარული კალმახების - " ვასია "- ს და " ვასილისა "- ს შთამომავალ სასწაულმოქმედ კალმახებს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის ნახვის შემდეგ ნახავთ:

1. ალგეთის წყალსაცავს.

2. ასურეთის მონასტერს.

3. ფარავნის ტბას. და

4 . ნახავთ კიდევ ერთ საოცრებას, რასაც არ ვშიფრავთ სახალხოდ თქვენთვის გასაგები მიზეზების გამო !

ავტომანქანის სალონში განთავსებულია მაცივარი, საიდანაც მთელი დღის განმავლობაში შეგეძლებათ მიირთვათ ცივი მინერალური წყალი .

ქალბატონების საყურადღებოდ ! შეგიძლიათ სახლიდან თან წამოიღოთ ყავის თქვენი მადუღარა, ყავა და შაქარი და ავტომანქანის მოძრაობის დროს ავტომანქანის სალონში მოადუღოთ ყავა ყველასათვის !

კანიონზე ხანმოკლე წვიმა ნუ შეგაშინებთ , ავტომანქანის სალონში დაგხვდებათ საწვიმარი ლაბადები , რომლებსაც თან წაიღებთ კანიონზე !

წალკა — რა ტურებს გთავაზობთ

წალკის ტური — ტრანსპორტი თბილისიდან, დაშბაშის კანიონი და ბრილიანტის ხიდი, ხშირად თეთრიწყაროსა და სამშვილდესთან ერთად. ერთდღიან გასვლასაც დავგეგმავთ და ღამისთევითაც, როგორც გირჩევნიათ.

როდის წავიდეთ

საუკეთესოა ივნისიდან სექტემბრამდე: დღისით 20–25°, ღამით გრილა; ზაფხულის სიცხისგან გასაქცევად კარგია.
მაისსა და ოქტომბერში ცვალებადი ამინდია, ზოგჯერ ცივი წვიმით.
ზამთარი ცივი და თოვლიანია, -10°-მდე და უფრო ქვემოთაც; ზეგანზე ქარია.

რა ვნახოთ

  • დაშბაშის კანიონი — ჩანჩქერები, ბილიკები და ხრამის სიღრმე, ზემოდან კი ხედის წერტილები
  • ბრილიანტის ხიდი — კანიონზე გადებული შუშის იატაკიანი ხიდი, შუაში ბრილიანტის ფორმის კაფით; იქვე ზიპლაინი და საქანელა
  • წალკის წყალსაცავი — დიდი ტბა ზეგანზე, ნაპირზე თევზაობა და პიკნიკი
  • ბერძნული სოფლები — XIX საუკუნეში ჩამოსახლებული ბერძნების ქვის სახლები და ეკლესიები
  • ტრიალეთის ყორღანები — ბრინჯაოს ხანის სამარხები, სადაც ცნობილი ტრიალეთის ოქროს თასი იპოვეს

როგორ მივიდეთ

მანქანით თბილისიდან 90–110 კმ-ია, დაახლოებით 1 საათი და 45 წუთიდან 2 საათამდე. მარშრუტკები გადის სამგორის მეტროსთან მდებარე სადგურიდან; დაშბაშის კანიონი წალკიდან დაახლოებით 3 კმ-შია.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: თბილისიდან თეთრიწყაროს გავლით; ზამთარში ზეგანზე თოვლსა და ყინულს ელოდეთ.
სად დავრჩეთ: კანიონთან და წყალსაცავის ნაპირზე — სასტუმროები, გესტჰაუსები და კოტეჯები.
რა წავიღოთ: თბილი ზედა ტანსაცმელი ზაფხულშიც, ქარსაცავი და კომფორტული ფეხსაცმელი კანიონისთვის.
კავშირი: ქალაქში ინტერნეტი კარგად მუშაობს, კანიონის სიღრმეში — წყვეტილად.

წალკა: გზამკვლევი
წალკა

ხშირი კითხვები

რამდენი დრო სჭირდება დაშბაშის კანიონს?
ხიდისა და ხედის წერტილებისთვის 2–3 საათი საკმარისია. თუ კანიონში ჩასვლა და ჩანჩქერამდე გასეირნება გინდათ, ნახევარი დღე დაუთმეთ.
შუშის ხიდზე ბავშვებთან შეიძლება?
კი, ხიდი ოჯახებისთვისაც გათვლილია. ზიპლაინსა და საქანელაზე ასაკისა და წონის შეზღუდვებია — ადგილზე გადაამოწმეთ.
ზამთარში ღირს წასვლა?
თოვლიანი კანიონი ლამაზია, მაგრამ ზეგანზე ძალიან ცივა და გზა ზოგჯერ მოყინულია. ზამთრის საბურავებით ან ჯაჭვებით წადით და ამინდი წინასწარ შეამოწმეთ.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.