national delicacy

ოკაცეს კანიონი, ლომინას ტბა- ჩანჩქერი, კინჩხას ჩანჩქერი

  • ID: 66318
  • ნახვები: 747
complogo
საქართველოს ბილიკებზე
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 30/07/23
    დაბრუნება
    • 30/07/23
დამატებითი ინფორმაცია

,,საქართველოს ბილიკებზე"
30 ივლისს, კვირას გთავაზობთ ერთ დღიან ულამაზეს და გამაგრილებელ- საჭყუმოალაო ტურს იმერეთში. 

 მარშუტკა გამოვა რუსთავიდანაც თუ მსურველები იქნებიან. საღამოს ისევ რუსთავში წაგიყვანთ.

1. ოკაცეს კანიონი - საფეხმავლო მარშრუტი დადიანების ისტორიულ ტყე-პარკსა და 780 მ სიგრძის კიდულ ბილიკს გაივლის და პანორამული გადასახედით სრულდება.

2. კინჩხას ჩანჩქერი - ბუნების ძეგლი წარმოადგენს
მდ. საწისქვილოს ხეობაში, ასხის კირქვული მასივის აღმოსავლეთ ქარაფიდან, სამ საფეხურად გადმომავალ ჩანჩქერების კასკადს. პირველის სიმაღლე დაახლოებით 25 მ-ია ხოლო მეორე ჩანჩქერის სიმაღლე 70 მ-მდე აღწევს.

3. ლომინას ტბა (ჩანჩქერი) - ჩანჩქერი სიმაღლით არ გამოირჩევა, თუმცა იგი ტბაზე ეცემა და განსაკუთრებულ გარემოს ქმნის. ცხელ ზაფხულში გასაგრილებლად საუკეთესოა.

 ფეხით სასიარულო არის მარტივი სირთულის.
- ოკაცეს კანიონამდე მისასვლელი გზა 1,5 კმ. (ვისაც ფეხით ეზარება სიარული ტაქსი შეგიძლიათ იქირაოთ).
- ოკაცეს კანიონი (კლდეზე დაკიდებული ბილიკი) 720 მეტრი.
- ლომინას ჩანჩქერი - ჯამში 2 კმ.

 ტურის ღირებულება: 50 ლარი

ოკაცეს კანიონსა და კინჩხას ჩანჩქერზე შესასვლელად აუცილებლად იქონიეთ პირადობის მოწმობა.

ტურის ღირებულებაში შედის:
????‍ გამყოლი (ტურის ორგანიზატორი)
 მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით (მარშუტკა)
 ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი)

ტურის ღირებულებაში არ შედის:
1. ოკაცეს კანიონზე შესასვლელი ბილეთი:
 6 წლამდე ბავშვებისთვის - უფასო;
 არასწრულწლოვანებისთვის (6 წლიდან 18 წლამდე) - 5.50 ლარი;
 საქართველოს მოქალაქეებისთვის და რეზიდენტი პირებისთვის - 9.20 ლარი.

2. კინჩხას ჩანჩქერი:
 6 წლამდე ბავშვებისთვის - უფასო
 არასწრულწლოვანებისთვის (6 წლიდან 18 წლამდე) - 5.50 ლარი;
 საქართველოს მოქალაქეებისთვის და რეზიდენტი პირებისთვის - 10.35 ლარი

 

 ტური შედგება ნებისმიერ ამინდში. მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიდება თუ გზასთან დაკავშირებით იქნება რაიმე პრობლემა.

 

 ვიკრიბებით: მეტრო რუსთაველთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 6:40 სთ-დან. გავდივართ 7:00 სთ-ზე. (გასვლისას ვინც არ იქნება, ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

 თბილისში დაბრუნება 22:30 საათიდან 23:00 საათამდე.

 

 

 კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად.

 

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში  ან დაგვიკავშირდით ნომერზე:

 555407650 ან 568710175 ანი

VIBER / WhatsApp - 555407650

instagram: saqartvelosbilikebze

 

ჩვენი გამყოლები:
 ანი ხოშტარია
ლევან ხოშტარია
 თაკო ტაბატაძე

 

 

რა უნდა წამოვიღოთ ტურზე:
1. ერთი დღის სამყოფი საკვები და წყალი. 
2. პირადი აფთიაქი
3. გამოსაცვლელი ფეხსაცმელი  წინდა  საწვიმარი, თბილი მოსაცმელი, სალაშქრო ჯოხი, კეპი (ქუდი).
4. ვიცვამთ ტურის შესაბამისად მოხერხებულ ტანსაცმელსა და სპორტულ ან სალაშქრო ფეხსაცმელს 

 

 ტურის მსვლელობისას ვითვალისწინებთ შემდეგ წესებს:
 ორგანიზატორს არ ვურეკავთ ტრანსპორტში ადგილების დასაჯავშნად. თქვენი მოსვლისას, სადაც იქნება თავისუფალი ადგილები ტრანსპორტში, ამოარჩიეთ თქვენი სურვილისამებრ და დაიკავეთ
 არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში
 აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება მგზავრობისას, ლაშქრობისას, ტურის მიმდინარეობისას. ძალიან მცირე რაოდენობით შესაძლებელია მხოლოდ ტურის ბოლოს პიკნიკის დროს (როცა ტურზე მითითებული ყველა ძეგლი ნანახი გვაქვს და ტრანსპორტთან ვართ). თუ ვინმე არ დაემორჩილება ამ წესს, მეორედ აღარ დაიშვებიან ჩვენს ტურზე.
 როდესაც, ტური სალაშქრო არის და არ ხართ დარწმუნებული საკუთარ შესაძლებლობებში, გთხოვთ ნუ ჩაგვწერებით. ასევე ლაშქრობისას ატარეთ ისეთი ჩანთა, რასაც თავად მოერევით. სხვების იმედად ნუ წამოიღებთ მძიმე ჩანთებს.
არ ვაგვიანებთ და ვიცავთ ორგანიზატორების მიერ დაწესებულ დროებს. დამალვა და ტელეფონზე ორგანზატორის ზარის უგულვებელყოფა  (მაინც დამელოდებიან, უჩემოდ ხომ არ წავლენ ) და ა.შ. ურჩი მონაწილეები მეორედ აღარ დაიშვებიან ტურზე.
 როდესაც მოგვყავს მეგობრები წინასწარ ვუხსნით ტურის წესებს
 არ ვყრით ნაგავს
 არ ვეწევით მიკროავტობუსში
 ვემორჩილებით გამყოლს. წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.
 ფორსმაჟორულ სიტუაციაში გამყოლი უფლებას იტოვებს შეცვალოს ტურის მარშრუტი.

 

 ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც უნდა განახორციელოთ ჩარიცხვა. ჩარიცხვის შემდეგ გთხოვთ შეინახოთ ქვითარი.

 

 ჩარიცხული თანხა უკან არ ბრუნდება.
თუ გამოუვალი მდგომარეობაა და შეგვატყობინებთ რამოდენიმე დღით ადრე, თანხა დაბრუნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თქვენი ჩანაცვლება მოხდება სხვა მსურველით.

 

p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ 

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე50.00
საქართველოს ბილიკებზე
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 30/07/23
    დაბრუნება
    • 30/07/23