სუმელა-უზუნგულის ტბა -ტრაპიზონი : დღიანი ტური

ამ ტურის თარიღები გასულია

მსგავს ტურს შეგირჩევთ შენს თარიღებზე — მოგვწერე ან დაგვირეკე.

მოქმედი შეთავაზებები

ფოტო: Moonik · CC BY-SA 3.0; Benh LIEU SONG · CC BY-SA 3.0; Biologg · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons

მიმართულებათურქეთი
სეზონიმაისი, ივნისი, სექტემბერი, ოქტომბერი
ფრენა2 სთ
ვიზაარ სჭირდება
ფასიფასი — მოთხოვნით
ID66315

ტურის შესახებ

",," გთავაზობთ ძალიან სასიამოვნო ტურს ტრაბზონის მიმართულებით.

ტურის ფარგლებში ვესტუმრებით უზუნგულის ტბას,რომელიც ულამაზეს ადგილას მდებარეობს და ირგვლივ ძალიან კარგი სივრცეა განტვირთვისთვის.

ვესტუმრებით ასევე სუმელას მონასტერს,
სუმელა არის ქართველთა ისტორიულ მიწაზე, დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე, ლაზეთში, ქალაქ ტრაპიზონთან მდებარე უნიკალური მართლმადიდებლური მონასტერი,რომლის მოლოცვა ყველა ქართველისთვის უდიდესი მადლია

ასევე გვექნება თავისუფალი დრო სავაჭროდ ( ერთ-ერთ ყველაზე იაფ ბაზარში) და რა თქმა უნდა დავაგემოვნებთ თურქულ გემრიელობებს

ტურის აღწერა:
02:00 გასვლა თბილისიდან (რუსთაველის მოედანი, ველოსიპედის ძეგლი)
საზღვრის კვეთა ხდება საფრის მხრიდან
აუცილებელია პასპორტი ან ID-ბარათი მინიმუმ 6 თვე მოქმედების ვადით.

ტურის ფარგლებში მოსანახულებელი ადგილები:

დღე პირველი :
ქალაქი რიზე
რიზეს ციხე ( ულამაზესი ხედები)
უზუნგულის ტბა
ქალაქი ტრაპიზონი
დაბინავება სასტუმროში (ტრაპიზონი)

დღე მეორე :
საუზმე სასტუმროში
მცირე აია სოფია
სუმელას მონასტერი
ტრაბიზონის ფორუმი

დღე მესამე :
საუზმე სასტუმროში:
შოპინგ ტური
ქემალფაშა ( სავაჭრო ცენტრი )

სატრანსპორტო მომსახურება (სპრინტერის კომფორტული მიკროავტობუსი)
გიდი
სასტუმროში განთავსება ტრაბზონში (2 ღამე)
საუზმე სასტუმროში

გასათვალისწინებელი ინფორმაცია
საზღვარზე მოქმედებს მხოლოდ გერბიანი პასპორტი ან ID ბარათი (ახალი).
პასპორტს მოქმედების ვადა მინიმუმ 6 თვე უნდა ჰქონდეს დარჩენილი.
18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის საზღვარზე საჭიროა დაბადების მოწმობა ან ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობა ერთ ერთი მშობლისაგან.
შენიშვნა

სიაში ჩასაწერად ან დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშიირდით:
გიორგი
Whatsapp:

#ტრაპიზონი

თურქეთი — რა ტურებს გთავაზობთ

ტურები თურქეთში: ანტალია, ალანია, კემერი, ბელეკი, ბოდრუმი, სტამბოლი და კაპადოკია — ფრენით, all inclusive სასტუმროთი და ტრანსფერით. ვიზის გარეშე, ID ბარათითაც.

როდის წავიდეთ

საზღვაო სეზონი: მაისის ბოლოდან ოქტომბრამდე. საუკეთესოა ივნისი და სექტემბერი–ოქტომბრის დასაწყისი: თბილი ზღვა, ნაკლები სიცხე.
ივლისი–აგვისტო: ყველაზე ცხელი (35°+) და ძვირი პერიოდი, თუმცა სკოლის არდადეგებისთვის ყველაზე პოპულარული.
სტამბოლი და კაპადოკია: საუკეთესოა აპრილი–ივნისი და სექტემბერი–ნოემბერი.

რა ვნახოთ

  • სტამბოლი — აია სოფია, ცისფერი მეჩეთი, ტოპკაპის სასახლე და კრუიზი ბოსფორზე
  • კაპადოკია — ჰაერის ბუშტები გამთენიისას და გამოქვაბულის სასტუმროები
  • პამუკალე და ჰიერაპოლისი — თეთრი ტრავერტინის ტერასები და ანტიკური ქალაქი
  • ეფესო — რომაული ქალაქის ნანგრევები კუშადასთან ახლოს
  • ანტალიის კალეიჩი — ძველი ქალაქი, ნავსადგური და ადრიანეს კარიბჭე
  • ბოდრუმი — თეთრი სახლები, ციხე და იახტები

როგორ მივიდეთ

თბილისიდან სტამბოლამდე პირდაპირი რეისი მთელი წლის განმავლობაშია, დაახლოებით 2 საათი. ზაფხულის სეზონზე პირდაპირ დაფრინავს ანტალიაშიც (დაახლოებით 2,5 საათი). სხვა კურორტებზე — სტამბოლის გავლით.
ხმელეთით: სარფის საბაჟოდან ტრაპზონამდე და შავი ზღვის სანაპიროზე.

პრაქტიკული ინფორმაცია

ვიზა: საქართველოს მოქალაქეს ვიზა არ სჭირდება; შეიძლება როგორც პასპორტით, ისე ID ბარათით.
ვალუტა: თურქული ლირა (TRY). ბარათით გადახდა თითქმის ყველგანაა; კურორტებზე იღებენ ევროს და დოლარსაც.
ენა: თურქული; კურორტებზე — ინგლისური და რუსული.
დრო: თბილისზე 1 საათით უკან.
სხვა: ქართული ნომრის როუმინგი შეიძლება ძვირი იყოს — გამოიყენეთ ადგილობრივი SIM ან eSIM.

თურქეთი: გზამკვლევი
თურქეთი

ხშირი კითხვები

შეიძლება თუ არა თურქეთში ID ბარათით წასვლა?
კი, საქართველოს მოქალაქეს ვიზა არ სჭირდება და შეუძლია იმოგზაუროს როგორც პასპორტით, ისე ID ბარათით.
როდის არის საზღვაო სეზონი?
მაისის ბოლოდან ოქტომბრამდე. ყველაზე კომფორტულია ივნისი და სექტემბერი; ივლისი–აგვისტო ყველაზე ცხელი და ძვირია.
რომელი კურორტი ავირჩიო?
ანტალია და ლარა — ქალაქთან ახლოს; კემერი — მთები და სუფთა ზღვა; ბელეკი — ლუქს სასტუმროები; სიდე და ალანია — ფართო პლაჟები და ხელმისაწვდომი ფასები; ბოდრუმი — ეგეოსის ზღვა და ბუტიკ სასტუმროები.
რამდენი ხანი მიფრინავს?
თბილისიდან სტამბოლამდე დაახლოებით 2 საათი, ანტალიამდე (სეზონზე, პირდაპირი რეისით) დაახლოებით 2,5 საათი.
რა შედის ტურპაკეტში?
ჩვეულებრივ: ორმხრივი ფრენა, ბარგი, სასტუმრო არჩეული კვებით (ხშირად all inclusive), ტრანსფერი და სამოგზაურო დაზღვევა.
რა ვალუტა გამოვიყენო?
ადგილზე — თურქული ლირა; ბარათით გადახდა თითქმის ყველგანაა, კურორტებზე იღებენ ევროსა და დოლარსაც.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.