იმერეთის და სამეგრელოს დღიანი ტური

ფოტო: Marcin Konsek · CC BY-SA 4.0; Marcin Konsek · CC BY-SA 4.0; Jaba1977, improvements by Giorgi Balakhadze · CC BY-SA 4.0 · Wikimedia Commons

მიმართულებაიმერეთი, სამეგრელო
ფასიფასი — მოთხოვნით
ID66301

რა შედის

  • კვება
  • ავიაბილეთები
  • ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება

ტურის შესახებ

ტურის პროგრამა:
პირველი დღე:
სათაფლიის ნაკრძალი
პრომეთეს მღვიმე
მარტვილის მონასტერი
დაბინავება საოჯახო სასტუმროში (მარტვილში)

მეორე დღე:
ოკაცეს კანიონო -კანიონი საქართველოში პირველი კიდული ბილიკებით,ბილიკის საფარი გამჭვირვალეა, რაც მოგზაურობას კიდევ უფრო ექსტრემალურს ხდის.
კინჩხას ჩანჩქერი

აბჰესის ჩანჩქერი (სურვილისამებრ გექნებათ დრო გაგრილებისთვის)
ღამის მარტვილის კანიონი (ნავებით გასეირნება)
დაბინავება საოჯახო სასტუმროში (მარტვილში)
მესამე დღე:
სალხინო - დადიანების რეზიდენცია
ნოქალაქევი - ციხეგოჯი (ქუჯის ციხე). პირდ. მნიშვ. „ადგილი სადაც ადრე ქალაქი არსებობდა“. - არქეოლოგიური მუზეუმი, გალავანი, ქვედა და ზედა ციხე, გვირაბი, აბანოს ნანგრევები, ორმოცი სებასტიელის სახელობის ეკლესია მე-5 ს. და ა.შ.
"დედამოკა" (ორსულ დედას ნიშნავს და არსებობს ლეგენდა ქვად ქცეულ ორსულ ქალზე)
•სამკურნალო ცხელი გოგირდოვანი წყლები
•ტეხურის კანიონი სადაც შეგიძლიათ გაგრილება
დაბრუნება თბილისში

ტრანსპორტირება ( 20 ადგილიანი კომფორტული მიკროავტობუსით)
განთავსება საოჯახო სასტუმროში 2 ღამე (2-3-4-5 ადგილიანი ნომრები)
გიდი
თარჯიმანი (მოთხოვნისამებრ)
ფოტოგადაღება
---‐-------------------------
კვება

სათაფლიის ნაკრძალის მოსაკრებელი-
• ბილეთი 6 წლამდე ბავშვებისთვის - უფასო;

• ბილეთი არასწრულწლოვანებისთვის (6 წლიიდან 18 წლამდე) - 5.;

• ბილეთი, საქართველოს მოქალაქეებისთვის და რეზიდენტი პირებისთვის გარდა არასრულწლოვანებისა - 8.;

პრომეთეს მღვიმეს მოსაკრებელი

• ბილეთი 6 წლამდე ბავშვებისთვის - უფასო

• ბილეთი არასწრულწლოვანებისთვის (6 წლიდან 18 წლამდე) - 5.

კინჩხას ჩანჩქერის მოსაკრებელი-
• საქ.მოქალაქე/რეზიდენტისთვის –10.

• მოსწავლის შესასვლელი ბილეთი (6დან– 18მდე) – 5.

• ოკაცეს კანიონის მოსაკრებელი-საქ.მოქალაქე/რეზიდენტისთვის – 9.

• მოსწავლის შესასვლელი ბილეთი (6დან– 18მდე) – 5.

• მარტვილის კანიონის მოსაკრებელი-საქ.მოქალაქე/რეზიდენტისთვის – 10.35 ლ

• მოსწავლის შესასვლელი ბილეთი (6დან– 18მდე) –5.50 ლ

• ნავით გასეირნება –15.00 ლ

დაბრუნება 23:00 საათზე
----------------------------------------------------------
ჩარიცხული თანხა 5 დღით ადრე უარის თქმის შემთხვევაში უკან არ დაბრუნდება ,რათა ტური არ ჩაიშალოს.
???? მარიამი

იმერეთი — რა ტურებს გთავაზობთ

იმერეთში ტური ჩვეულებრივ ქუთაისიდან იწყება: ტრანსპორტი, გიდი მონასტრებსა და მღვიმეებში, ღამისთევა ქუთაისში ან წყალტუბოში. გვითხარით, რომელი დღეები გაქვთ თავისუფალი — მარშრუტს მათზე ავაწყობთ.

როდის წავიდეთ

საუკეთესოა მაისი–ივნისი (22–27°) და სექტემბერი–ოქტომბერი, როცა იმერეთში რთველია და ცოლიკოურსა და ციცქას წურავენ.
ივლისი–აგვისტო ცხელი და ნოტიოა, 30–33°; ამ დროს მღვიმეები გამოსავალია — შიგნით მუდმივად 14° დგას.
ზამთარი რბილია, თოვლი იშვიათია; მღვიმეები და მონასტრები მთელი წელი ღიაა, კანიონებზე კი ბილიკები შეიძლება სველი და მოლიპული იყოს.

რა ვნახოთ

  • გელათი — XII საუკუნის მონასტერი და აკადემია, დავით აღმაშენებლის საფლავით და მოზაიკებით
  • ბაგრატის ტაძარი — XI საუკუნის საკათედრო ტაძარი უქიმერიონის გორაზე, ქუთაისის თავზე
  • პრომეთეს მღვიმე — სტალაქტიტების დარბაზები და მიწისქვეშა მდინარე ნავით, წყალტუბოსთან
  • სათაფლია — დინოზავრების ნაკვალევი, მღვიმე და ხედის მინის მოედანი ქუთაისის ახლოს
  • ოკაცის კანიონი — კიდული ბილიკი კლდეზე, ახლოს კინჩხას ჩანჩქერია
  • კაცხის სვეტი — 40-მეტრიანი კლდე პატარა ეკლესიით თავზე, ჭიათურის გზაზე

როგორ მივიდეთ

მანქანით თბილისიდან ქუთაისამდე დაახლოებით 230 კმ-ია, ახალი მაგისტრალით 2,5–3 საათი. მარშრუტკები დიდუბის სადგურიდან დადის, ქუთაისამდე მატარებელიც მიდის თბილისის ცენტრალური სადგურიდან; სხვა ქვეყნიდან ჩამოსულები ქუთაისის აეროპორტში ჩადიან, ქალაქიდან 20-იოდე კმ-ში.

პრაქტიკული ინფორმაცია

გზა: თბილისიდან ქუთაისამდე ოთხზოლიანი მაგისტრალია რიკოთის გვირაბებით; სოფლებისკენ გზები ვიწროა და ზოგან დაზიანებული.
სად დავრჩეთ: ქუთაისში — სასტუმროები და გესტჰაუსები ძველ ქალაქში; წყალტუბოში — განახლებული სანატორიუმები და სპა-სასტუმროები.
რა წავიღოთ: მღვიმეებისთვის — თხელი ქურთუკი; მონასტრებისთვის ქალებს — თავსაფარი და გრძელი ქვედაბოლო.
კავშირი: ქუთაისსა და მთავარ ღირსშესანიშნაობებთან ინტერნეტი კარგად მუშაობს.

იმერეთი: გზამკვლევი
იმერეთი

ხშირი კითხვები

რამდენი დღე სჭირდება იმერეთს?
ქუთაისი, გელათი, ბაგრატი და პრომეთეს მღვიმე 2 დღეში ჯდება. კანიონებისა და კაცხის სვეტის დასამატებლად 3 დღე სჯობს.
რა ტემპერატურაა პრომეთეს მღვიმეში?
მთელი წლის განმავლობაში დაახლოებით 14°, ამიტომ ზაფხულშიც თხელი ქურთუკი წაიღეთ. ბილიკი 1,4 კმ-მდეა, ბავშვებთანაც იოლად გაივლით.
შეიძლება ოკაცე და მარტვილი ერთ დღეში?
კი, ერთმანეთისგან საათზე ნაკლები გზაა. ოკაცე იმერეთშია, მარტვილის კანიონი კი უკვე სამეგრელოში — ორივე ქუთაისიდან ერთდღიანი მარშრუტია.
რა უნდა გავსინჯოთ იმერეთში?
იმერული ხაჭაპური, ჭვიშტარი, ფხალი და ქვევრის თეთრი ღვინო — ცოლიკოური, ციცქა, კრახუნა. სოფლის მარნებში ხშირად სახლის ღვინოს გაგასინჯებენ.
ღირს წყალტუბოში დასვენება?
რადონის აბანოები მკურნალობისთვის მოდიან, და რამდენიმე სანატორიუმი თანამედროვე სასტუმროდ აღადგინეს. აბანოს წინ ექიმთან კონსულტაციას გირჩევთ.
მოითხოვე შეთავაზება

ჩაწერე ქვეყანა, ქალაქი ან სასტუმრო — მაგ. კვიპროსი, ბათუმი, დუბაი.