ხევსურეთია ტური (შატილი + მუცო) ივლისი, შაბათი
ფოტო: Moahim · CC BY-SA 4.0; Vyacheslav Argenberg · CC BY 4.0; Vyacheslav Argenberg · CC BY 4.0 · Wikimedia Commons
რა შედის
- ტრანსფერი
- გიდის მომსახურება
- ხელბარგი
- კვება
- ავიაბილეთები
- მუზეუმის ბილეთები
- სამოგზაურო დაზღვევა
- კონცერტის ბილეთები
- დამატებითი ბარგი
- სასტუმროში განთავსება
ტურის შესახებ
მოვინახულებთ:
▬ დათვიჯვრის უღელტეხილს
▬ ლებაისკარს
▬ გუროს ნაწვეთურებს
▬ შატილს
▬ მთავარანგელოზების ტაძარს
▬ ანატორის აკალდამას
▬ მუცოს
 ტრანსპორტირება კომფორტული მიკროავტობუსით
ტურ-ოპერატორის მომსახურეობა
საკვები მოგვაქვს ინდივიდუალურად და ვაწყობთ საერთო პიკნიკს!
ვიკრიბებით 05:40 საათზე M დიდუბის ზედა ამოსასვლელთან, გასვლა 06:00 საათზე.
ტურზე გადმორიცხული თანხა უკან არ ბრუნდება, რათა სხვა მონაწილეები არ დაზარალდნენ!
 გიორგი
 Viber/Whatspp გიორგი
შატილი — რა ტურებს გთავაზობთ
შატილის ტური — მგზავრობა თბილისიდან ჯიპით, გიდი, მუცოსა და ანატორის ნახვა და ღამისთევა კოშკში ან გესტჰაუსში. ერთ ან ორ დღეს თქვენს თარიღებზე დავგეგმავთ, გზის გახსნის მიხედვით.
როდის წავიდეთ
სეზონი იწყება მაშინ, როცა დათვისჯვრის უღელტეხილი იხსნება — ჩვეულებრივ ივნისის ბოლოს ან ივლისში — და გრძელდება ოქტომბრამდე.
ივლის–აგვისტოში დღისით 20–25°-ია, ღამით 10°-მდე ეცემა. სექტემბერი მშვიდი და მზიანია.
ზამთარში სოფელი მანქანით მიუწვდომელია.
რა ვნახოთ
- შატილის ციხე-სოფელი — კოშკებს შორის ვიწრო გასასვლელები, ხის აივნები და ბრტყელი სახურავები, რომლითაც ერთი სახლიდან მეორეზე გადადიოდნენ
- ანატორის აკლდამები — ქვის სამარხები შატილიდან 3 კმ-ში, მუცოს გზაზე
- მუცო — კლდის ქიმზე აშენებული ნასოფლარი, შატილიდან 12 კმ
- არდოტი — მიტოვებული კოშკები ანდაქის ხეობაში, ლაშქრობით ან ცხენით
- არღუნის ხეობა — მდინარის პირას სასეირნო გზა და ხეობის ხედები
როგორ მივიდეთ
მანქანით თბილისიდან დაახლოებით 150 კმ-ია, 4–5 საათი; მაღალი გამავლობის მანქანა სჯობს. ზაფხულში დიდუბიდან მარშრუტკა დადის, დაახლოებით 5 საათი; განრიგი სეზონურია და წინასწარ უნდა გადაამოწმოთ.
პრაქტიკული ინფორმაცია
გზა: ჟინვალი — ბარისახო — დათვისჯვრის უღელტეხილი; უღელტეხილის შემდეგ ვიწრო გრუნტის გზაა.
სად დავრჩეთ: საოჯახო სასტუმროები, მათ შორის აღდგენილ კოშკებში; ვახშამი და საუზმე ჩვეულებრივ შედის.
რა წავიღოთ: პასპორტი (სასაზღვრო ზოლია), ნაღდი ფული, თბილი ტანსაცმელი.
კავშირი: სიგნალი სუსტია, ზოგ გესტჰაუსში Wi-Fi-ა.